მოიძებნა 668044 ჩანაწერი
608701.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფასი პროდუქტის შესახებ მეტყველებს.
Price says something about the product.
608702.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, ბევრი მომხმარებელი ფასით აფასებს ხარისხს.
For example, many consumers use price to judge quality.
608703.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
100 დოლარად შეფასებული სუნამოს ერთი ფლაკონი შესაძლოა 3 დოლარის ღირებულების მქონე სურნელს შეიცავდეს, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს 100 დოლარის გადახდა სურს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ფასი რაღაც განსაკუთრებულს ასახავს.
A $100 bottle of perfume may contain only $3 worth of scent, but some people are willing to pay the $100 because this price indicates something special.
608704.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფსიქოლოგიური ფასწარმოქმნის გამოყენებისას გამყიდველები მხედველობაში იღებენ ფასების ფსიქოლოგიას და არა, უბრალოდ, ეკონომიკის ელემენტებს.
In using psychological pricing, sellers consider the psychology of prices, not simply the economics.
608705.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
უმეტესობა უბრალოდ, ვივარაუდებთ, რომ მაღალანაზღაურებადი იურისტი უკეთესია.
Most of us would simply assume that the higher-priced lawyer is better.
608706.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფსიქოლოგიური ფასწარმოქმნის მეორე ასპექტია შესადარებელი ფასები ანუ ფასები, რომლებიც მყიდველმა დაიმახსოვრა და მისი საშუალებით აკეთებს შედარებას, როდესაც რაიმე კონკრეტულ პროდუქტს უყურებს.
Another aspect of psychological pricing is reference prices—prices that buyers carry in their minds and refer to when looking at a given product.
608707.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
შესადარებელი ფასი შეიძლება ჩამოყალიბდეს არსებული ფასის დამახსოვრებით, წარსულის ფასების გახსენებით ან კონკრეტული ნივთის ყიდვისას არსებული სიტუაციის შეფასებით.
The reference price might be formed by noting current prices, remembering past prices, or assessing the buying situation.
608708.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
გამყიდველმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ან გამოიყენოს მომხმარებელთა შესადარებელი ფასები მათი დაწესებისას.
Sellers can influence or use these consumers’ reference prices when setting price.
608709.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
უილიამს სონომამ ერთხელ მომხმარებელს პურის საცხობი 279 დოლარად შესთავაზა, შემდეგ კი 429 დოლარიანი მოდელი დაამატა.
And WilliamsSonoma once offered a fancy bread maker for $279. Then it added a $429 model.
608710.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ძვირადღირებული მოდელის გაყიდვები ჩავარდა, ხოლო იაფფასიანის გაორმაგდა.
The costly model flopped, but sales of the cheaper one doubled.
608711.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
როდესაც მომხმარებელი რაიმეს ყიდულობს, უმეტესად არ ფლობს სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად კარგ ფასს იხდის მასში.
For most purchases, consumers don’t have all the information they need to figure out whether they are paying a good price.
608712.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მომხმარებლებს არ აქვთ იმის დრო, უნარი ან მიდრეკილება, რომ სხვადასხვა ბრენდი, მაღაზიები ან ფასები ერთმანეთს შეადარონ და საუკეთესო ვარიანტები შეარჩიონ.
They don’t have the time, ability, or inclination to research different brands or stores, compare prices, and get the best deals.
608713.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
სამაგიეროდ, ისინი გარკვეულ სიგნალებს ენდობიან და განსაზღვრავენ, რამდენად დაბალი ან მაღალია ფასი.
Instead, they may rely on certain cues that signal whether a price is high or low.
608714.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფასებს შორის მცირედმა სხვაობამაც კი შეიძლება მიგვანიშნოს პროდუქტებს შორის განსხვავებებზე.
Even small differences in price can signal product differences.
608715.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, ბოლო დროს განხორციელებული კვლევისას, რესპონდენტებს ჰკითხეს, რამდენად აირჩევდნენ ელ-ეი-ეს-აი-ქეის თვალის ოპერაციის პროვაიდერებს შორის ერთ-ერთს მხოლოდ ფასების მიხედვით: 299 დოლარიანს ამჯობინებდნენ თუ 300-დოლარიანისას.
For example, in a recent study, people were asked how likely they were to choose among LASIK eye surgery providers based only on the prices they charged: $299 or $300.
608716.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფაქტობრივად ფასებს შორის განსხვავება მხოლოდ ერთი დოლარი იყო, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქოლოგიური განსხვავება გაცილებით დიდი აღმოჩნდა.
The actual price difference was only $1, but the study found that the psychological difference was much greater.
608717.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
300-დოლარიანი პროვაიდერების უპირატესობა უფრო მაღალი იყო.
Preference ratings for the providers charging $300 were much higher.
608718.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
კვლევის სუბიექტებს 299 დოლარი დაბალ ფასად მიაჩნდათ, მაგრამ ეს ხარისხისა და რისკის თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვან კითხვის ნიშანს სვამდა.
Subjects perceived the $299 price as significantly less, but it also raised stronger concerns about quality and risk.
608719.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ზოგიერთი ფსიქოლოგი იმასაც კი ამტკიცებს, რომ თითოეულ ციფრს აქვს სიმბოლური და ვიზუალური დატვირთვა, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ფასწარმოქმნისას.
Some psychologists even argue that each digit has symbolic and visual qualities that should be considered in pricing.
608720.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, 8 მრგვალია, ლუწი და ქმნის ჭეშმარიტების ეფექტს, მაშინ როდესაც 7 კუთხოვანია და ქმნის დისჰარმონიულ ეფექტს.
Thus, eight is round and even and creates a soothing effect, whereas seven is angular and creates a jarring effect.