მოიძებნა 668044 ჩანაწერი
608641.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მთავარი პროდუქტების მწარმოებლები (საპარსების, კონსოლების და პრინტერების) ხშირად აწესებენ მათზე დაბალ ფასს.
Producers of the main products (razors, videogame consoles, and printers) often price them low.
608642.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, როდესაც კომპანია სონიმ თავდაპირველად მომხმარებელს პი-ეს 3 ვიდეოთამაშის კონსოლი გააცნო ($ 499 ჩვეულებრივი, ხოლო $ 599 უფრო დახვეწილი ვერსიისათვის), მან ყოველ გაყიდულ ცალზე 306 $ იზარალა.
For example, when Sony first introduced its PS3 videogame console, priced at $499 and $599 for the regular and premium versions, it lost as much as $306 per unit sold.
608643.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
თუმცა ის კომპანიები, რომლებიც იყენებენ ფასწარმოქმნას დაკავშირებულ პროდუქტზე, დაკვირვებით უნდა მოიქცნენ.
However, companies that use captive product pricing must be careful.
608644.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
შესაბამისი დაბალანსებული ფასის მოძებნა ძირითად და დაკავშირებულ პროდუქტებს შორის არც ისე ადვილია.
Finding the right balance between the main product and captive product prices can be tricky.
608645.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, მიუხედავად პი-ეს 3 ვიდეოთამაშების გაყიდვების კარგი ტემპისა, სონის მაინც ჯერ კიდევ ამოსაღები აქვს ის ზარალი, რომელიც პი-ეს 3-ის კონსოლების გაყიდვისას მიიღო.
For example, despite industry-leading PS3 videogame sales, Sony has yet to earn back its losses on the PS3 console.
608646.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
გარდა ამისა, ძვირად ღირებული დაკავშირებული პროდუქტების მყიდველებმა შესაძლოა უარი თქვან იმ ბრენდზე, რომელმაც ისინი დაატყვევა.
Even more, consumers trapped into buying expensive captive products may come to resent the brand that ensnared them.
608647.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ასე დაემართა არალაზერული ე. წ. ჭავლური პრინტერებისა და კარტრიჯების სფეროს.
This happened in the inkjet printer and cartridges industry.
608648.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფასწარმოქმნა თანმხლებ პროდუქტზე.
By-Product Pricing.
608649.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
პროდუქტებისა და მომსახურების წარმოებისას ხშირად ადგილი აქვს თანმხლები პროდუქტების გამომუშავებას.
Producing products and services often generates byproducts.
608650.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
თუ თანმხლებ პროდუქტს არ გააჩნია ფასეულობა და მისი თავიდან მოშორება ხარჯებთანაა დაკავშირებული, ეს გავლენას მოახდენს ძირითადი პროდუქტის ფასწარმოქმნაზე.
If the by-products have no value and if getting rid of them is costly, this will affect pricing of the main product.
608651.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
თანმხლებ პროდუქტზე ფასწარმოქმნის გამოყენებით მწარმოებელი ეძებს ბაზარს ამ თანმხლები პროდუქტისთვის და ადებს ისეთ ფასს, რომელიც მინიმუმ თანმხლები პროდუქციის შექმნისა და მიტანის ხარჯებს დაფარავს და ძირითადი პროდუქტის ფასს უფრო კონკურენტულს გახდის.
Using by-product pricing, the company seeks a market for these by-products to help offset the costs of disposing of them and help make the price of the main product more competitive.
608652.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
თანმხლები პროდუქტები შესაძლოა მომგებიანიც აღმოჩნდეს – გადავაქციოთ ნაგავი ნაღდ ფულად.
The by-products themselves can even turn out to be profitable—turning trash into cash.
608653.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, სიეტლ ვუდლენდ პარკის ზოოპარკმა კარგად გაითავისა, რომ მისი ერთ-ერთი თანმხლები პროდუქტი — ნაკელი — შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყაროდაც კი იქცეს.
For example, Seattle’s Woodland Park Zoo has learned that one of its major by-products—animal poo—can be an excellent source of extra revenue.
608654.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
„სად მიდის ნაკელი, რომელიც ზოოპარკშია?“ ისმის კითხვა ვუდლენდ პარკ ზუს ერთ-ერთ ვიდეორგოლში.
“What happens to all that poo at the zoo”, asks a recent video about the Woodland Park Zoo.
608655.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
არცთუ ისე დიდი ხნის წინათ პასუხად მიიღებდით, რომ მას წელიწადში 60 000 დოლარად მიწაში ყრიდნენ.
Not long ago, the answer was that it had to be hauled away to the landfill at a cost of about $60,000 a year.
608656.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგრამ დღესდღეობით ზოოპარკის ადმინისტრაცია აგროვებს ამ ნაკელს, გადააქცევს მას სასუქად და ყიდის მისი ბრენდის, ზუდო & ბედსფრიდის სახელით, და მომხმარებელს აწვდის, როგორც „ყველაზე ეგზოტიკურ და ძვირ ნაკელს წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში, რომელიც შედგება ეგზოტიკური ცხოველების ექსკრემენტებისაგან ზოოპარკის არაპრიმატი, მცენარეულობის მჭამელი მობინადრეებისაგან“.
But now, the zoo carefully collects all that poo, turns it into compost, and sells it under its Zoo Doo and Bedspread brands, pitched as “the most exotic and highly prized compost in the Pacific Northwest, composed of exotic species feces contributed by the zoo’s non-primate herbivores”.
608657.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მომხმარებლებს ამ მოთხოვნადი პროდუქტის ყიდვა შეუძლიათ საგანგებო კონტეინერებით ზოოპარკის მაღაზიებში.
Customers can buy these coveted compost products by the bucket at the zoo’s store.
608658.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ზოოპარკი ასევე აფინანსებს ნაკელის ყოველწლიურ ფესტივალებს, რომელთა დროსაც ლატარიის იღბლიან გამარჯვებულს შეუძლია შეიძინოს გადამუშავებული ნაკელი.
The zoo also sponsors annual FecalFests, where lucky lottery winners can buy the processed poo.
608659.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფასწარმოქმნა პროდუქტის ნაკრებზე.
Product Bundle Pricing.
608660.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
პროდუქტის ნაკრებზე ფასწარმოქმნის გამოყენებით, გამყიდველები ხშირად აერთიანებენ რამდენიმე პროდუქტს და ნაკრებს შემცირებულ ფასს ადებენ.
Using product bundle pricing, sellers often combine several products and offer the bundle at a reduced price.