მოიძებნა 668044 ჩანაწერი
608801.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ან კომპანიას სხვადასხვა მარკეტინგული მიზანი ამოძრავებდეს მსოფლიოს განსხვავებულ ბაზრებზე, რაც, თავის მხრივ, ცვლილებებს მოითხოვს ფასწარმოქმნის სტრატეგიაში.
Or the company may have different marketing objectives in various world markets, which require changes in pricing strategy.
608802.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, კომპანია სამსუნგს შეუძლია სწრაფად მოიპოვოს ბაზრის დიდი წილი მაღალგანვითარებული ქვეყნების გაჯერებულ ბაზრებზე ახალი პროდუქტით, რისთვისაც უნდა გამოიყენოს ბაზარზე შეღწევის ფასწარმოქმნის სტრატეგია.
For example, Samsung might introduce a new product into mature markets in highly developed countries with the goal of quickly gaining mass-market share—this would call for a penetration-pricing strategy.
608803.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
და პირიქით, ის შესაძლოა შევიდეს ნაკლებად განვითარებულ ბაზარზე, ფასისადმი ნაკლებად მგრძნობიარე, უფრო პატარა სეგმენტების მიზანში ამოღებით.
In contrast, it might enter a less-developed market by targeting smaller, less price-sensitive segments.
608804.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
საერთაშორისო ფასების დაწესებისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხარჯები.
Costs play an important role in setting international prices.
608805.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მოგზაურები გაოცებულნი არიან, როდესაც საზღვარგარეთ ყოფნისას აღმოაჩენენ, რომ ზუსტად ის საქონელი, რომელიც თავიანთ ქვეყანაში იაფია, იქ ძალზე ძვირია.
Travelers abroad are often surprised to find that goods that are relatively inexpensive at home may carry outrageously higher price tags in other countries.
608806.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ლევისის შარვალი აშშ-ში 30 დოლარი ღირს, ტოკიოში 63 დოლარად ფასობს, ხოლო პარიზში 88 დოლარად იყიდება.
A pair of Levi’s selling for $30 in the United States might go for $63 in Tokyo and $88 in Paris.
608807.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაკდონალდსის ბიგ მაკი აშშ-ში სულ რაღაც 3.57 დოლარი ღირს, ხოლო ნორვეგიაში — 5.29 დოლარი.
A McDonald’s Big Mac selling for a modest $3.57 in the United States might cost $5.29 in Norway.
608808.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
სამაგიეროდ, გუჩის ხელჩანთა იტალიაში 140 დოლარი ღირს, აშშ-ში კი 240 დოლარია.
Conversely, a Gucci handbag going for only $140 in Italy, $240 in the United States.
608809.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ზოგიერთ შემთხვევაში ფასების ასეთი ესკალაცია შეიძლება გაყიდვის სტრატეგიებისა თუ ბაზრის პირობების სხვადასხვაობით იყოს გამოწვეული.
In some cases, such price escalation may result from differences in selling strategies or market conditions.
608810.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
თუმცა ძირითადად ამის მიზეზი სხვა ქვეყანაში გაყიდვასთან დაკავშირებული უფრო მაღალი ხარჯებია.
However, it is simply a result of the higher costs of selling in another country.
608811.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფასი გახდა იმ კომპანიების საერთაშორისო მარკეტინგული სტრატეგიების მთავარი ელემენტი, რომლებიც ცდილობენ დაიკავონ განვითარებადი, მაგალითად, ჩინეთის, ინდოეთის და ბრაზილიის ბაზრები.
Price has become a key element in the international marketing strategies of companies attempting to enter emerging markets, such as China, India, and Brazil.
608812.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
განვიხილოთ კომპანია უნილევერის ფასწარმოქმნის სტრატეგია განვითარებად ქვეყნებში: ადრე ჩვეულებრივ არსებობდა განვითარებად ბაზრებზე პროდუქციის გაყიდვის ერთი გზა თუ კომპანია მოისურვებდა ასეთ ბაზრებზე შესვლას, ისინი ადგილობრივ ეტიკეტს დაადებდნენ პროდუქტს და მას ელიტურ მომხმარებელს მაღალ ფასად სთავაზობდნენ.
Consider Unilever’s pricing strategy for developing countries: There used to be one way to sell a product in developing markets, if you bothered to sell there at all: Slap on a local label and market at premium prices to the elite.
608813.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
უნილევერმა, ისეთი ბრენდების მწარმოებელმა როგორიცაა დავი, ლიპტონი და ვეიზლაინი შეცვალა ეს.
Unilever—the maker of such brands as Dove, Lipton, and Vaseline—changed that.
608814.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ეს სტრატეგია კიდევ უფრო გაძლიერდა დაახლოებით 25 წლის წინათ, მაშინ როდესაც უნილევერის ინდოეთის ფილიალმა დაადგინა, რომ მისი პროდუქცია მილიონობით ინდოელისათვის ხელმისაწვდომი არ იყო.
The strategy was forged about 25 years ago when Unilever’s Indian subsidiary found its products out of reach for millions of Indians.
608815.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
იმისათვის, რომ ფასიც შეემცირებინა და მოგებაც ჰქონოდა, უნილევერმა შემოიღო ერთჯერადი პაკეტები.
To lower the price while making a profit, Unilever developed single-use packets.
608816.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ამ პატარა, იაფი პაკეტებით მსოფლიოს მოწინავე ბრენდების საქონელი უღარიბესი სეგმენტისათვისაც კი ხელმისაწვდომი გახდა.
The small, affordable packages put the company’s premier brands within reach of the world’s poor.
608817.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
დღესდღეობით უნილევერი კვლავაც განაგრძობს ხელმომჭირნედ მცხოვრები მომხმარებლის მხარდაჭერის მოპოვებას.
Today, Unilever continues to woo cash-strapped customers with great success.
608818.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, მისი ხელმისაწვდომი ფასწარმოქმნა კარგად ხსნის, რატომ დაიკავა ამჟამად უნილევერმა ბრაზილიის სარეცხი საშუალებების ბაზრის 70%.
For example, its approachable pricing helps explain why Unilever now captures 70 percent of the Brazil detergent market.
608819.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ამგვარად, საერთაშორისო ფასწარმოქმნას გარკვეული სირთულეები ახლავს.
Thus, international pricing presents some complexities.
608820.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
საერთაშორისო ფასწარმოქმნის საკითხებს უფრო დეტალურად მე-19 თავში განვიხილავთ.
We discuss international pricing issues in more detail in Chapter 19.