მოიძებნა 668044 ჩანაწერი
609081.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
1. პ&გ-ის შენატანების საშუალო მარჟა ფასების შემცირებამდე 20%-ს უდრიდა.
1. P&G’s average contribution margin before the price cuts was 20 percent.
609082.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ჩახედეთ დანართ 2-ს და იმის მიხედვით დაიანგარიშეთ ახალი მარჟა, თუ ფასები 10%-ით დაიკლებს.
Refer to Appendix 2 and calculate the new contribution margin if prices are reduced 10 percent.
609083.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
2. საერთო გაყიდვების რა რაოდენობა უნდა მიიღოს პ&გ-მა ახალი ფასების პირობებში, იმისათვის რომ შენატანების საშუალო მარჟის იგივე დონე შეინარჩუნოს, რაც ფასების შემცირებამდე იყო?
2. What level of total sales must P&G capture at the new price levels to maintain the same level of total contribution before the price reduction?
609084.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
ფეილეს შუსორსი: გადავიხადოთ ნაკლები მოდაში.
Payless ShoeSource: Paying Less for Fashion.
609085.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
როდესაც ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუ გესმით, უპირველესად რომელი საცალო მოვაჭრე გახსენდებათ? გუჩი? არმანი?
When you think of New York’s Fifth Avenue, what retailers come to mind? Gucci? Armani?
609086.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
ერთი ბრენდი, რომელიც ალბათ არასდროს გაგახსენდებათ, ფეილესია.
One name that probably doesn’t come to mind is Payless.
609087.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
მაგრამ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ფეილეს შუსორსი ფეხსაცმელების მაღაზიის ერთ-ერთ ყველაზე იაფფასიან ფილიალს ფუფუნებისა და მდიდართა თავშეყრის ამ ცნობილ ადგილას ხსნის.
But for the past few years, Payless ShoeSource has been operating one of its low-priced shoe stores on the famed avenue of luxury retailing.
609088.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
რეალურად, ფეილესი ახლა უკვე მზადაა, მთელი აშშ-ის მასშტაბით ბრენდირებული პროდუქციის 100-ზე მეტ სავაჭრო ცენტრში განათავსოს მაღაზიები.
In fact, Payless is now well on its way to placing stores in more than 100 higher-end malls around the country.
609089.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფასდაკლების მაღაზია კვლავაც ძირითადად მასებისათვის ყიდის იაფფასიან ფეხსაცმელს, იგი წინ მიიწევს.
Although the discount shoe peddler still focuses on selling inexpensive shoes to the masses, Payless is moving upscale.
609090.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
ფეილესი, რომელიც 1956 წელს დაარსდა ტოპეკაში, კანზასის შტატში, სწრაფად გაიზარდა ძირითადად იმ რევოლუციური იდეის ხარჯზე, რომელიც მაშინ იყო პოპულარული – ფეხსაცმელების გაყიდვა თვითმომსახურების პირობებში.
Founded in 1956 in Topeka, Kansas, Payless grew rapidly based on what was then a revolutionary idea: selling shoes in a selfservice environment.
609091.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
50 წლის შემდეგ იგი დასავლეთის ნახევარსფეროში ფეხსაცმელების უდიდეს მწარმოებლად გადაიქცა და მთელ ამერიკაში, 50 შტატში 4 500-ზე მეტი მაღაზია გახსნა.
Fifty years later, it had become the largest shoe retailer in the Western Hemisphere, with over 4,500 stores in all 50 states and throughout the Americas.
609092.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
ფეილესი წელიწადში 150 მილიონ წყვილზე მეტ ფეხსაცმელს ყიდდა, რაც ფაქტობრივად ამერიკაში გაყიდული ფეხსაცმლის ათი წყვილიდან ერთია.
Payless was serving up more than 150 million pairs of shoes each year, approximately one in every ten pairs of shoes purchased in America.
609093.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
იმიჯის გაუმჯობესება.
AN IMAGE OVERHAUL.
609094.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
დაღმავალი საბაზრო წილი რომ გაეზარდა, ფეილესს სრულიად განსხვავებული სტრატეგიის შექმნა მოუხდა.
To reverse its sliding market share, Payless had to engineer a completely new strategy.
609095.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
თავიდან მან დაიქირავა ახალი აღმასრულებელი დირექტორი – მატ რუბელი, რომელსაც ისეთ მოწინავე ბრენდებში, როგორიცაა კოლ ჰაანი და ჯეი ქრიუ, დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.
To get things started, it hired a new CEO, Matt Rubel, who came with extensive experience with high-end brands like Cole Haan and J.Crew.
609096.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
რუბელმაც იცოდა, რომ ფეილესს ისეთი ფეხსაცმელი უნდა შეექმნა, რომლის დანახვაზეც სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ერთ-ერთ პერსონაჟს, კერი ბროდშოუს ნერწყვი წამოუვიდოდა, მაგრამ ისეთ ფასად, რომელიც როზენისათვისაც ხელმისაწვდომი იქნებოდა.
Rubel knew that Payless would have to design shoes that Sex and the City’s Carrie Bradshaw would drool over but at prices that Roseanne could afford.
609097.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
მას საერთოდ უნდა შეეცვალა დამტვერილი სარდაფის იაფფასიანი ფეხსაცმლის იმიჯი და მოდურ პროდუქტად გადაექცია.
It had to change its image from the dusty dungeon of cheap footwear into the fun, hip merchant of fashion.
609098.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
„ჩვენ შეგვწევს ძალა, მომხმარებელს მსოფლიოს ყველა ნაწილში შევთავაზოთ ფეხსაცმელი ხელმისაწვდომ ფასად და ეს გვინდა უდიდეს ფანტაზიას დავუკავშიროთ“, — ამბობდა რუბელი.
“We have the ability to make shoes at the most affordable prices anywhere in the world, and we want to marry that with the greatest creativity”- said Rubel.
609099.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
რუბელის სტრატეგიის ძირითადი მიზანი იყო არა მარტო გაეუმჯობესებინა ბრენდის იმიჯი, არამედ მოეხდინა ფეილესის პოზიციონირება ისე, რომ ფასის ოდნავი მომატებაც კი სარფიანი გარიგების მომასწავებელი ყოფილიყო.
The overall objective of Rubel’s strategy was to not only give the brand image a makeover but also position Payless in such a way that a slight price increase would seem like a bargain.
609100.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. კომპანიის ქეისი
რუბელს დრო არ დაუკარგავს და დიდი ცვლილებები განახორციელა.
Rubel wasted no time in making big changes.