მოიძებნა 668044 ჩანაწერი
609221.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
უკეთესი ტერმინი იქნებოდა მოთხოვნის ჯაჭვი, რადგან ის გვთავაზობს ბაზრის ხედვას — შეგრძნება-რეაგირებას.
A better term would be demand chain because it suggests a sense-and-respond view of the market.
609222.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამ შეხედულებით ხელმძღვანელობისას დაგეგმვა იწყება მიზნობრივი მომხმარებლის მოთხოვნებით მათზე კომპანია რეაგირებს იმ რესურსების ორგანიზებით, რომელთა მიზანია ხელსაყრელი სამომხმარებლო ურთიერთობების დამყარება.
Under this view, planning starts by identifying the needs of target customers, to which the company responds by organizing a chain of resources and activities with the goal of creating customer value.
609223.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ბიზნესის მოთხოვნის ჯაჭვის ხედვაც კი შეიძლება საკმაოდ ლიმიტირებული იყოს, რადგან ის ყიდვა-წარმოება-მომხმარების საქმიანობას ეტაპობრივი, სწორხაზოვანი შეხედულებებით განიხილავს.
Yet, even a demand chain view of a business may be too limited because it takes a step-by-step, linear view of purchase-production-consumption activities.
609224.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
თუმცა, ინტერნეტისა და სხვა ტექნოლოგიების გამოჩენასთან ერთად, კომპანიები სხვა ფირმებთან უფრო კომპლექსურ ურთიერთობებს ამყარებენ.
With the advent of the Internet and other technologies, however, companies are now forming more numerous and complex relationships with other firms.
609225.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ფორდის მსგავსად, დღეს მსხვილი კომპანიების უმეტესობა დაკავებულია მუდმივად განახლებად ფასეულობათა მიწოდების ქსელის აგებითა და მართვით.
Like Ford, most large companies today are engaged in building and managing a complex, continuously evolving value delivery network.
609226.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მე-2 თავში წარმოდგენილი განსაზღვრების მიხედვით, ფასეულობათა მიწოდების ქსელი შედგება კომპანიის, მომწოდებლების, დისტრიბუტორებისა და უშუალოდ მომხმარებლებისაგან, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობენ მთლიანი სისტემის გასაუმჯობესებლად.
As defined in Chapter 2, a value delivery network is made up of the company, suppliers, distributors, and, ultimately, customers who “partner” with each other to improve the performance of the entire system.
609227.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამ თავში ყურადღებას გავამახვილებთ მარკეტინგულ არხებზე ფასეულობათა მიწოდების ქსელის ქვედა დინებაზე.
This chapter focuses on marketing channels— on the downstream side of the value delivery network.
609228.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ვუპასუხებთ მარკეტინგულ არხებთან დაკავშირებულ ოთხ მთავარ კითხვას: რა არის მარკეტინგული არხების არსი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
We examine four major questions concerning marketing channels: What is the nature of marketing channels and why are they important?
609229.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
როგორ ხდება არხში მომუშავე კომპანიების ურთიერთქმედება და ორგანიზება, რათა ფუნქციონირებდეს არხები?
How do channel firms interact and organize to do the work of the channel?
609230.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
რა პრომლემებს აწყდებიან კომპანიები არხების დაგეგმვისა და მართვის დროს?
What problems do companies face in designing and managing their channels?
609231.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
რა როლს თამაშობს ფიზიკური დისტრიბუცია და მომარაგების ჯაჭვის მართვა მომხმარებლის მოზიდვისა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცესში?
What role do physical distribution and supply chain management play in attracting and satisfying customers?
609232.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მე-13 თავში განვიხილავთ მარკეტინგულ არხებს საცალო და საბითუმო მოვაჭრეების გადმოსახედიდან.
In Chapter 13, we will look at marketing channel issues from the viewpoint of retailers and wholesalers.
609233.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მარკეტინგული არხების არსი და მნიშვნელობა.
The Nature and Importance of Marketing Channels.
609234.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ცოტაა ისეთი მწარმოებელი, რომელიც საქონელს პირდაპირ საბოლოო მომხმარებელზე ყიდის.
Few producers sell their goods directly to final users.
609235.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამის ნაცვლად, მათი უმეტესობა იყენებს შუამავლებს, რომ თავიანთი პროდუქცია ბაზარზე გაიტანონ.
Instead, most use intermediaries to bring their products to market.
609236.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ისინი ცდილობენ შექმნან მარკეტინგული არხი (ან სადისტრიბუციო არხი) – ანუ ურთიერთდამოკიდებული ორგანიზაციების ერთობლიობა, რომელიც პროდუქტსა და მომსახურებას საბოლოო მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომს ხდის.
They try to forge a marketing channel (or distribution channel)—a set of interdependent organizations that help make a product or service available for use or consumption by the consumer or business user.
609237.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიის გადაწყვეტილება სადისტრიბუციო არხთან დაკავშირებით ნებისმიერ სხვა მარკეტინგულ გადაწყვეტილებაზე პირდაპირ ახდენს გავლენას.
A company’s channel decisions directly affect every other marketing decision.
609238.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ფირმის რეალიზაციისა და კომუნიკაციის სფეროს გადაწყვეტილებები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერი დამაჯერებლობა, ტრენინგი, მოტივაცია და მხარდაჭერა სჭირდება მათი არხის პარტნიორებს.
The firm’s sales force and communications decisions depend on how much persuasion, training, motivation, and support its channel partners need.
609239.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანია ქმნის თუ იძენს ახალ პროდუქტებს, შესაძლოა იმაზე იყოს დამოკიდებული, რამდენად კარგად შეესაბამება ეს პროდუქტი არხის წევრების შესაძლებლობებს.
Whether a company develops or acquires certain new products may depend on how well those products fit the capabilities of its channel members.
609240.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიები ხშირად ძალიან მცირე ყურადღებას უთმობენ საკუთარ სადისტრიბუციო არხებს და ზოგიერთ შემთხვევაში ეს საკმაოდ ცუდი შედეგებით მთავრდება.
Companies often pay too little attention to their distribution channels—sometimes with damaging results.