მოიძებნა 668044 ჩანაწერი
609241.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამის საპირისპიროდ, კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად ბევრი კომპანია დახვეწილ სადისტრიბუციო სისტემებს იყენებს.
In contrast, many companies have used imaginative distribution systems to gain a competitive advantage.
609242.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ენთერპრაისმა მანქანების გაქირავების ბიზნესში რევოლუცია მოახდინა იმით, რომ აეროპორტის გარე მომსახურება დააწესა.
Enterprise revolutionized the car-rental business by setting up off-airport rental offices.
609243.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ეფლმა მუსიკალური პროდუქციის საცალო რეალიზაციის ბიზნესი თავდაყირა დააყენა, ვინაიდან აიპოდისთვის მუსიკის მიყიდვა ინტერნეტით დაიწყო აითუნის მეშვეობით.
Apple turned the retail music business on its head by selling music for the iPod via the Internet on iTunes.
609244.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ხოლო ფედექსის კრეატიულმა სადისტრიბუციო სისტემამ იგი ლიდერი გახადა ექსპრესმიწოდების სფეროში.
And FedEx’s creative and imposing distribution system made it a leader in express delivery.
609245.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ხშირად სადისტრიბუციო არხის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით კომპანიები სხვა ფირმების მიმართ ხანგრძლივ ვალდებულებებს იღებენ.
Distribution channel decisions often involve long-term commitments to other firms.
609246.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგალითად, ისეთ კომპანიებს, როგორიცაა, ფორდი, მაკდონალდსი ან ეიჩ-პი, ადვილად შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი სარეკლამო, ფასებისა და სტიმულირების პროგრამები.
For example, companies such as Ford, McDonald’s, or HP can easily change their advertising, pricing, or promotion programs.
609247.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მათ შეუძლიათ ძველი პროდუქტების მოშორება და ახლების წარდგენა.
They can scrap old products and introduce new ones as market tastes demand.
609248.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამიტომ მენეჯმენტმა თავისი არხები გულდასმით უნდა დაგეგმოს და, ამასთან ერთად, გაითვალისწინოს როგორც დღევანდელი, ისე ხვალინდელი სავაჭრო გარემო.
Therefore, management must design its channels carefully, with an eye on both tomorrow’s likely selling environment and today’s.
609249.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
როგორ ქმნიან ფასეულობას არხის წევრები.
How Channel Members Add Value.
609250.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
რატომ ანდობენ მწარმოებლები თავიანთ ბედს არხის პარტნიორებს?
Why do producers give some of the selling job to channel partners?
609251.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ნიშნავს გარკვეული კონტროლის დაკარგვას, თუ როგორ და ვისზე ყიდიან პროდუქციას.
After all, doing so means giving up some control over how and to whom they sell their products.
609252.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მწარმოებლები იყენებენ შუამავლებს, ვინაიდან ისინი საქონელს სამიზნე ბაზრებისათვის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომს ხდიან.
Producers use intermediaries because they create greater efficiency in making goods available to target markets.
609253.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
თავიანთი კავშირების, გამოცდილების, სპეციალიზაციისა და საქმიანობის მასშტაბების გამოყენებით, შუამავლები ხშირად კომპანიებს ბევრად მეტს სთავაზობენ, ვიდრე ისინი ამას დამოუკიდებლად მიაღწევდნენ.
Through their contacts, experience, specialization, and scale of operation, intermediaries usually offer the firm more than it can achieve on its own.
609254.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
სურათზე 12.1ა წარმოდგენილია სამი მეწარმე. თითოეული მათგანი სამ მყიდველთან მისაახლოებლად პირდაპირ მარკეტინგს იყენებს.
Figure 12.1A shows three manufacturers, each using direct marketing to reach three customers.
609255.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ეს სისტემა ცხრა განსხვავებულ კავშირს მოითხოვს.
This system requires nine different contacts.
609256.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
სურათზე 12.1ბ ნაჩვენებია სამი მეწარმე, რომლებიც ერთ დისტრიბუტორთან მუშაობენ, რომელიც თავის მხრივ, სამ მყიდველს უკავშირდება.
Figure 12.1B shows the three manufacturers working through one distributor, which contacts the three customers.
609257.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ეს სისტემა მხოლოდ ექვს განსხვავებულ კავშირს მოითხოვს.
This system requires only six contacts.
609258.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
შუამავლები ამგვარად ამცირებენ იმ სამუშაოს მოცულობას, რომელიც როგორც მეწარმემ, ისე მომხმარებელმა უნდა შეასრულოს.
In this way, intermediaries reduce the amount of work that must be done by both producers and consumers.
609259.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე, მარკეტინგული შუამავლების როლი გულისხმობს მწარმოებლის მიერ შექმნილი პროდუქტის ასორტიმენტის გარდაქმნას მომხმარებლის სურვილების შესაბამისად.
From the economic system’s point of view, the role of marketing intermediaries is to transform the assortments of products made by producers into the assortments wanted by consumers.
609260.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მწარმოებლები ქმნიან პროდუქტის მცირე ასორტიმენტს დიდი რაოდენობით, მომხმარებელს კი სურს პროდუქტის ფართო ასორტიმენტი მცირე რაოდენობით.
Producers make narrow assortments of products in large quantities, but consumers want broad assortments of products in small quantities.