მოიძებნა 668044 ჩანაწერი
609541.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არხის წევრების მართვა და მოტივირება.
Managing and Motivating Channel Members.
609542.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
შერჩევის შემდეგ, არხის წევრებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით, განუწყვეტლივ უნდა მიმდინარეობდეს მათი მართვა და მოტივირება.
Once selected, channel members must be continuously managed and motivated to do their best.
609543.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიამ გაყიდვები არა მხოლოდ შუამავლების საშუალებით, არამედ მათთვის და მათთან ერთად უნდა აწარმოოს.
The company must sell not only through the intermediaries but also to and with them.
609544.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიების უმეტესობა თავის შუამავლებს უპირველეს მომხმარებლებად და პარტნიორებად აღიქვამს.
Most companies see their intermediaries as first-line customers and partners.
609545.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არხის წევრებთან გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად ისინი პარტნიორების ურთიერთობის მართვას იყენებენ.
They practice strong partner relationship management to forge long-term partnerships with channel members.
609546.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ეს კი ქმნის ფასეულობის მიწოდების უზრუნველყოფის ისეთ სისტემას, რომელიც როგორც კომპანიის, ასევე პარტნიორების მოთხოვნებს შეესაბამება.
This creates a value delivery system that meets the needs of both the company and its marketing partners.
609547.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არხის მართვის პროცესში კომპანიამ დისტრიბუტორები უნდა დაარწმუნოს, რომ ფასეულობათა მიწოდების სისტემაში ერთიანი მუშაობით მეტ წარმატებას მიაღწევენ.
In managing its channels, a company must convince distributors that they can succeed better by working together as a part of a cohesive value delivery system.
609548.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამრიგად, პროქტერ & გემბელი მჭიდროდ თანამშრომლობს თარგეთთან მომხმარებლისათვის საუკეთესო ფასეულობის შესაქმნელად.
Thus, P&G works closely with Target to create superior value for final consumers.
609549.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ეს ორი ერთობლივად ისახავენ მიზნებსა და სტრატეგიებს, გეგმავენ ნაწარმის მარაგის დონეებს და რეკლამირებისა და პროდუქციის სტიმულირების პროექტებს.
The two jointly plan merchandising goals and strategies, inventory levels, and advertising and promotion programs.
609550.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მათ მსგავსად, მძიმე ტექნიკის მწარმოებელი კატერპილარი და მისი დამოუკიდებელი დილერების მსოფლიო ქსელი მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა მიაგნონ ისეთ გზებს, რომელთა საშუალებითაც შეძლებენ მომხმარებლისათვის ფასეულობის უზრუნველყოფას.
Similarly, heavy-equipment manufacturer Caterpillar and its worldwide network of independent dealers work in close harmony to find better ways to bring value to customers.
609551.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ასი წლის კატერპილარი ინოვაციურ და მაღალხარისხიან პროდუქციას აწარმოებს.
One-hundred-year-old Caterpillar produces innovative, high-quality products.
609552.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მისი დომინირების ძირითადი მიზეზი მაინც მსოფლიოს მასშტაბით 220 გამორჩეული დამოუკიდებელი დილერის სადისტრიბუციო ქსელია.
Yet the most important reason for Caterpillar’s dominance is its distribution network of 220 outstanding independent dealers worldwide.
609553.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კატერპილარი და მისი დისტრიბუტორები მჭიდროდ თანამშრომლობენ.
Caterpillar and its dealers work as partners.
609554.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიის ყოფილი აღმასრულებლის თანახმად, მას შემდეგ, რაც პროდუქტი ჩვენგან გადის, მის ბედს დილერები წყვეტენ.
According to a former Caterpillar CEO: “After the product leaves our door, the dealers take over.
609555.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ისინი არიან მოწინავე ფრონტზე.
They are the ones on the front line.
609556.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
როდესაც კატერპილარის მოწყობილობის რომელიმე, მათ შორის, საკვანძო ნაწილი გაფუჭდება, მომხმარებელს კატერპილარისა და მისი სადილერო ქსელის უზადო დახმარების იმედი აქვს.
When a big piece of Caterpillar equipment breaks down, customers know that they can count on Caterpillar and its outstanding dealer network for support.
609557.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კატერპილარის საქმიანობაში — პროდუქტის დიზაინიდან და მიწოდებიდან დამატებითი მომსახურებისა და მხარდაჭერის ჩათვლით, დილერები ძალიან დიდ როლს თამაშობენ.
Dealers play a vital role in almost every aspect of Caterpillar’s operations, from product design and delivery to product service and support.
609558.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კატერპილარმა ნამდვილად იცის, ვინ არიან მისი დილერები და მათ წარმატებაზე ზრუნავს.
Caterpillar really knows its dealers and cares about their success.
609559.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
იგი დაკვირვებით აკონტროლებს თითოეული დილერის გაყიდვებს, პოზიციას ბაზარზე, მომსახურების უნარსა და ფინანსურ სიტუაციას.
It closely monitors each dealership’s sales, market position, service capability, and financial situation.
609560.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ოფიციალურ საქმიან კავშირებთან ერთად, კატერპილარი მჭიდრო პირად კავშირებს ამყარებს დილერებთან.
In addition to more formal business ties, Caterpillar forms close personal ties with dealers.