მოიძებნა 668044 ჩანაწერი
609601.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მარკეტინგული ლოგისტიკა არა მარტო გამავალ (ექსპორტულ) დისტრიბუციას მოიცავს (ანუ პროდუქტისა და მასალების მიწოდებას ქარხნიდან გადამყიდველებსა და, საბოლოოდ, მომხმარებლისათვის), არამედ შემომავალ დისტრიბუციასაც (ანუ პროდუქტისა და მასალების შემოტანას მიმწოდებლისაგან ქარხანაში) და რევერსულ დისტრიბუციას (ანუ მომხმარებლის ან გადამყიდველების მიერ დაბრუნებული დამტვრეული, არასასურველი ან ზედმეტი პროდუქტის გადატანას).
Marketing logistics involves not only outbound distribution (moving products from the factory to resellers and ultimately to customers) but also inbound distribution (moving products and materials from suppliers to the factory) and reverse distribution (moving broken, unwanted, or excess products returned by consumers or resellers).
609602.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამას მთლიანობაში ეწოდება მომარაგების ჯაჭვის მართვა, დამატებით ღირებულებასთან დაკავშირებული მასალების, საბოლოო პროდუქტისა და შესატყვისი ინფორმაციის მოძრაობის აღმავალი და დაღმავალი მიმართულებით მართვას — მიმწოდებლებს, კომპანიას, გადამყიდველებსა და საბოლოო მომხმარებლებს შორის, რაც ნაჩვენებია სურათზე 12.5.
That is, it involves entire supply chain management— managing upstream and downstream value-added flows of materials, final goods, and related information among suppliers, the company, resellers, and final consumers, as shown in Figure 12.5
609603.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამრიგად, ლოგისტიკის მენეჯერის ამოცანას წარმოადგენს მიმწოდებლის, შესყიდვის აგენტის, მარკეტოლოგების, განაწილების არხის წევრებისა და მყიდველის საქმიანობების კოორდინაცია.
The logistics manager’s task is to coordinate the activities of suppliers, purchasing agents, marketers, channel members, and customers.
609604.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ეს საქმიანობები გულისხმობს პროგნოზირებას, სათანადო საინფორმაციო სისტემის არსებობას, შესყიდვას, წარმოების დაგეგმვას, შეკვეთის პროცესს, სათანადო მარაგების კონტროლს, საწყობებში შეტანასა და ტრანსპორტირების დაგეგმვას.
These activities include forecasting, information systems, purchasing, production planning, order processing, inventory, warehousing, and transportation planning.
609605.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიები ლოგისტიკაზე რამდენიმე მიზეზის გამო ამახვილებენ დიდ ყურადღებას.
Companies today are placing greater emphasis on logistics for several reasons.
609606.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მეორე — გაუმჯობესებულ ლოგისტიკას ხარჯების უზარმაზარი დანაზოგი მოაქვს როგორც კომპანიის, ასევე მომხმარებლისთვისაც.
Second, improved logistics can yield tremendous cost savings to both a company and its customers.
609607.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მხოლოდ ტრანსპორტირებასა და გადაზიდვებზე პროდუქტის საშუალო ფასის 20% იხარჯება.
As much as 20 percent of an average product’s price is accounted for by shipping and transport alone.
609608.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ეს გაცილებით აჭარბებს სარეკლამო ხარჯებს და ბევრ სხვა მარკეტინგულ დანახარჯს.
This far exceeds the cost of advertising and many other marketing costs.
609609.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
აშშ-ის კომპანიებმა, მაგალითად, წინა წელს, 1.3 ტრილიონი აშშ დოლარი (რაც მშპ-ის დაახლოებით 10%-ია) დახარჯეს საქონლის შეფუთვაში, დატვირთვაში, გადმოტვირთვაში, დახარისხებაში, ხელახლა გადატვირთვასა და ტრანსპორტირებაში.
American companies spent $1.3 trillion last year—about 10 percent of GDP—to wrap, bundle, load, unload, sort, reload, and transport goods.
609610.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის, გარდა 12-ისა, ეროვნულ მშპ-ს აღემატება.
That’s more than the national GDPs of all but 12 countries worldwide.
609611.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
გარდა ამისა, საწვავისა და სხვა ხარჯების ზრდასთან ერთად, მატულობს ლოგისტიკის დანახარჯებიც.
Even more, as fuel and other costs rise, so do logistics costs.
609612.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგალითად, შანხაიდან აშშ-ში ერთი 40-ფუტიანი კონტეინერის გემით გადატანის საფასური 2000 წელს არსებული $ 3,000-დან $ 8,000-მდე გაიზარდა.
For example, the cost of shipping one 40-foot container from Shanghai to the United States rose from $3,000 in 2000 to more than $8,000 last year.
609613.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
თუ ლოგისტიკის ხარჯებს პატარა ნაწილს მაინც მოვაკლებთ, ეს სერიოზული დანაზოგია.
Shaving off even a small fraction of logistics costs can mean substantial savings.
609614.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგალითად, ვოლმარტმა ამას წინათ ლოგისტიკის გაუმჯობესების პროგრამა შეიმუშავა უფრო ეფექტური მიწოდების, ინვენტარის და მიწოდების ჯაჭვის მართვისათვის, რაც მიწოდების ხარჯებს 5-15%-ით შეამცირებდა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში — ეს კი 4-12 მილიარდ აშშ დოლარის დანაზოგს უდრის.
For example, Walmart recently undertook a program of logistics improvements through more efficient sourcing, better inventory management, and greater supply chain productivity that will reduce supply chain costs by 5–15 percent over the next five years—that’s a whopping $4 billion to $12 billion.
609615.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მესამე, პროდუქტის მრავალფეროვნების ასეთმა ზრდამ ლოგისტიკის მართვის გაუმჯობესების საჭიროება გამოიწვია.
Third, the explosion in product variety has created a need for improved logistics management.
609616.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაღაზიის მენეჯერი პროდუქციის კონტროლს პერანგის ჯიბეში ჩადებული რვეულის 10 გვერდზე აწარმოებდა.
The store manager could keep track of this inventory on about 10 pages of notebook paper stuffed in a shirt pocket.
609617.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ვოლმარტ სუპერსენთერის მაღაზიაში 100,000-ზე მეტი პროდუქტია, რომელთაგან 30,000 გასტრონომიულია.
A Walmart Supercenter store carries more than 100,000 products, 30,000 of which are grocery products.
609618.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
პროდუქციის ასეთი მრავალფეროვანი ასორტიმენტის შეკვეთა, გადატანა, შენახვა-დასაწყობება და კონტროლი, ლოგისტიკის თვალსაზრისით, საკმაოდ შრომატევადი საქმეა.
Ordering, shipping, stocking, and controlling such a variety of products presents a sizable logistics challenge.
609619.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
საინფორმაციო ტექნოლოგიის გაუმჯობესების წყალობით წარმოიქმნა დისტრიბუციის ეფექტურობის ზრდის შესაძლებლობა.
Improvements in information technology have also created opportunities for major gains in distribution efficiency.
609620.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
დღეს კომპანიები იყენებენ მომარაგების ჯაჭვის მენეჯმენტის დახვეწილ კომპიუტერულ პროგრამებს, ელექტრონულ ბაზაზე აგებულ ლოგისტიკის სისტემას, საკასო ტერმინალის სკანერებს, პროდუქტების შტრიხკოდებს, სატელიტური არხებით მიღებულ ჩანაწერებს, შეკვეთებისა და ანგარიშსწორების მონაცემების ელექტრონულ გადაცემას.
Today’s companies are using sophisticated supply chain management software, Web-based logistics systems, point-of-sale scanners, RFID tags, satellite tracking, and electronic transfer of order and payment data.