მოიძებნა 668044 ჩანაწერი
609701.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიები თავიანთ მომარაგების ჯაჭვს ინფორმაციის მეშვეობით მართავენ.
Companies manage their supply chains through information.
609702.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არხის პარტნიორები ხშირად ერთმანეთს იმისათვის უკავშირდებიან, რომ გაუზიარონ ინფორმაცია და ერთობლივად გადაწყვიტონ ლოგისტიკის საკითხები.
Channel partners often link up to share information and make better joint logistics decisions.
609703.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ლოგისტიკური თვალსაზრისით, ინფორმაციის მიმოცვლა — მომხმარებელთა ოპერაციების, ამონაგების, გადაზიდვების და მარაგის დონეების, მომხმარებელთა შესახებ მონაცემებიც კი — მჭიდროდ უკავშირდება არხის ფუნქციონირებას.
From a logistics perspective, flows of information, such as customer transactions, billing, shipment and inventory levels, and even customer data, are closely linked to channel performance.
609704.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიებს სჭირდებათ მარტივი, ადვილად მისაღწევი, სწრაფი და ზუსტი პროცესები არხის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, დასამუშავებლად და გასაზიარებლად.
Companies need simple, accessible, fast, and accurate processes for capturing, processing, and sharing channel information.
609705.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგალითად, ვოლმარტს სჭირდება ელექტრონული მონაცემების გაცვლის სისტემა 90,000-ზე მეტ მომმარაგებელთან ურთიერთობისათვის.
Walmart, for example, requires EDI links with its more than 90,000 suppliers.
609706.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ბევრი დიდი საცალო მოვაჭრე, მაგალითად, ვოლმარტიდა ჰოუმ დეპო, მჭიდროდ თანამშრომლობენ ისეთ მთავარ მომწოდებლებთან, როგორიცაა, პროქტერ & გემბელი ან ბლექ & დექერი, რათა შექმნან გამყიდველთა მიერ მართვადი მარაგების ან მარაგის მუდმივი შევსების სისტემები.
Many large retailers—such as Walmart and Home Depot—work closely with major suppliers such as P&G or Black & Decker to set up vendor-managed inventory systems or continuous inventory replenishment systems.
609707.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
VMI-ს გამოყენებით მომხმარებელი მომწოდებელს გაყიდვებისა და მიმდინარე მარაგის მონაცემებს რეალურ დროში უზიარებს.
Using VMI, the customer shares real-time data on sales and current inventory levels with the supplier.
609708.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მომწოდებელი შემდეგ სრულ პასუხისმგებლობას იღებს მარაგისა და მიწოდების სამართავად.
The supplier then takes full responsibility for managing inventories and deliveries.
609709.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ზოგიერთი საცალო მოვაჭრე იმასაც აცხადებს, რომ მარაგების მართვისა და მიწოდების ხარჯებს მომწოდებელს ახდევინებს.
Some retailers even go so far as to shift inventory and delivery costs to the supplier.
609710.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ასეთი სისტემები მოითხოვს მყიდველსა და გამყიდველს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.
Such systems require close cooperation between the buyer and seller.
609711.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ლოგისტიკის ინტეგრირებული მართვა.
Integrated Logistics Management.
609712.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
დღეისათვის სულ უფრო ბევრმა კომპანიამ გაითავისა ლოგისტიკის ინტეგრირებული მართვის კონცეფცია.
Today, more and more companies are adopting the concept of integrated logistics management.
609713.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ეს კონცეფცია აღიარებს, რომ მომხმარებლის უკეთ მომსახურება და დისტრიბუციის ხარჯების მოწესრიგება გუნდურ მუშაობას მოითხოვს როგორც კომპანიის, ისე მარკეტინგული არხის ყველა ორგანიზაციას შორის.
This concept recognizes that providing better customer service and trimming distribution costs require teamwork, both inside the company and among all the marketing channel organizations.
609714.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიის შიგნით საკუთარი ლოგისტიკის მაჩვენებლის მაქსიმალურად გასაზრდელად კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტმა ერთად და მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.
Inside, the company’s various departments must work closely together to maximize its own logistics performance.
609715.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
გარეთ – მთლიანი სადისტრიბუციო სისტემის მაჩვენებლის მაქსიმალურად გასაზრდელად კომპანიამ ლოგისტიკის სისტემის მიმწოდებლებისა და მომხმარებლის სისტემებთან ინტეგრირება უნდა მოახდინოს.
Outside, the company must integrate its logistics system with those of its suppliers and customers to maximize the performance of the entire distribution network.
609716.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ფუნქციათაშორისი გუნდური მუშაობა კომპანიის შიგნით.
Cross-Functional Teamwork Inside the Company.
609717.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიათა უმრავლესობაში სხვადასხვა ლოგისტიკურ საქმიანობაზე პასუხისმგებლობა ბევრ სხვადასხვა ფუნქციურ — მარკეტინგის, გაყიდვების, ფინანსების, წარმოების და შესყიდვის — ქვედანაყოფს ენიჭება.
Most companies assign responsibility for various logistics activities to many different departments—marketing, sales, finance, operations, and purchasing.
609718.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ძალიან ხშირად თითოეული ფუნქციური ქვედანაყოფი საკუთარი ლოგისტიკის მაჩვენებლის ოპტიმიზაციას სხვა ქვედანაყოფების საქმიანობების უგულებელყოფით ცდილობს.
Too often, each function tries to optimize its own logistics performance without regard for the activities of the other functions.
609719.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მცირე მარაგი მისი შენახვის ხარჯებს ამცირებს, მაგრამ ამავე დროს შესაძლოა მომხმარებლის მომსახურება დააქვეითოს და მარაგის უქონლობა, შეკვეთის შეუსრულებლობა და ძვირად ღირებული ტვირთის სწრაფი გადაზიდვების აუცილებლობა გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, ხარჯს გაზრდის.
Lower inventory levels reduce inventory-carrying costs. But they may also reduce customer service and increase costs from stockouts, back orders, special production runs, and costly fast-freight shipments.
609720.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მომარაგების ინტეგრირებული ჯაჭვის მართვის მიზანია კომპანიის ლოგისტების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების შეთანხმება.
The goal of integrated supply chain management is to harmonize all of the company’s logistics decisions.