მოიძებნა 668044 ჩანაწერი
609641.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
სადისტრიბუციო ცენტრები უფრო საქონლის მოძრაობისთვისაა შექმნილი, ვიდრე მისი დასაწყობებისთვის.
Distribution centers are designed to move goods rather than just store them.
609642.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ეს არის დიდი, ავტომატიზებული საცავი, რომელშიც საქონელი სხვადასხვა ქარხნისა და მიმწოდებლისგან შემოდის, იღებს შეკვეთებს, ეფექტიანად ასრულებს და მომხმარებელს საქონელს შეძლებისდაგვარად სწრაფად აწვდის.
They are large and highly automated warehouses designed to receive goods from various plants and suppliers, take orders, fill them efficiently, and deliver goods to customers as quickly as possible.
609643.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგალითად, ვოლმარტი აშშ-ში 147 უზარმაზარ სადისტრიბუციო ცენტრს უწევს ექსპლუატაციას.
For example, Walmart operates a network of 147 huge distribution centers.
609644.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ერთ ცენტრს, რომელიც დღეში ვოლმარტის საშუალოდ 75-100 მაღაზიას ემსახურება, ერთი მილიონი კვადრატული ფუტის ფართობი უკავია (დაახლოებით 20 საფეხბურთო მოედანი).
A single center, serving the daily needs of 75–100 Walmart stores, typically contains some one million square feet of space (about 20 football fields).
609645.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ლაზერული სკანერები ყოველდღე საქონლის საშუალოდ 190,000 ყუთს აფიქსირებენ 5 მილის სიგრძის მოძრავი კონვეიერის ღვედის გასწვრივ და დღეში ცენტრის 500-დან 1000-მდე მუშა 500 სატვირთო მანქანას ტვირთავს.
At a typical center, laser scanners route as many as 190,000 cases of goods per day along five miles of conveyer belts, and the center’s 500 to 1,000 workers load or unload some 500 trucks daily.
609646.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ისევე როგორც ყველაფერმა უკანასკნელ წლებში, დასაწყობების ტექნოლოგიამაც აშკარა ცვლილებები განიცადა.
Like almost everything else these days, warehousing has seen changes in technology in recent years.
609647.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ისინი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული საკონტროლო სისტემებით, რაც ნაკლებ თანამშრომლებს საჭიროებს.
Outdated materials-handling methods are steadily being replaced by newer, computer-controlled systems requiring few employees.
609648.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპიუტერები და სკანერები აღიქვამენ შეკვეთებს და რობოტებს თუ სხვა ტექნოლოგიურ დანადგარებს აგზავნიან საწყობიდან საქონლის შესაგროვებლად, დასატვირთ პლატფორმაზე გადასატანად და ინვოისების შესადგენად.
Computers and scanners read orders and direct lift trucks, electric hoists, or robots to gather goods, move them to loading docks, and issue invoices.
609649.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
წარმოიდგინეთ მუშაკები, რომლებიც დღეში 16 საათს და კვირაში შვიდ დღეს მუშაობენ.
Imagine a team of employees that works 16 hours a day, seven days a week.
609650.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ისინი არც ავადმყოფობის გამო აცდენენ სამსახურს და არც იგვიანებენ, რადგან შენობიდან საერთოდ არ გადიან.
They never call in sick or show up late because they never leave the building.
609651.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არ ითხოვენ არანაირ შეღავათებს, არ სჭირდებათ ჯანმრთელობის დაზღვევა და არ მოსდით არანაირი საჯარიმო ქვითარი.
They demand no benefits, require no health insurance, and receive no paychecks.
609652.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
და ისინი არასდროს გამოთქვამენ პრეტენზიას.
And they never complain.
609653.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ყოველდღე, პენსილვანიაში, სტეიპელსის ჩამბერსბურგის უზარმაზარი სადისტრიბუციო ცენტრი იღებს ათასობით მომხმარებლის შეკვეთას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა დასახელების საოფისე პროდუქციას.
Every day, Staples’ huge Chambersburg, Pennsylvania, distribution center receives thousands of customer orders, each containing a wide range of office supply items.
609654.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
როდესაც შეკვეთა შემოდის, ცენტრალური კომპიუტერი აცნობებს რობოტებს, სად უნდა მოძებნონ შესაბამისი დასახელების პროდუქცია.
When orders come in, a centralized computer tells the robots where to find racks with the appropriate items.
609655.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
რობოტებიც პოულობენ მათ და მიაქვთ ასაღებ სადგურში, შემდეგ მოთმინებით იცდიან, სანამ ადამიანები აიღებენ იმას, რაც საჭიროა და აწყობენ ყუთებში.
The robots retrieve the racks and carry them to picking stations, then wait patiently as humans pull the correct products and place them in boxes.
609656.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
რობოტები გარკვეულწილად საკუთარ თავსაც უვლიან.
The robots pretty much take care of themselves.
609657.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
როდესაც მათი ელ-კვების ელემენტები დაცლას იწყებს, სწრაფად მიაშურებენ ხელახალი დამუხტვის ტერმინალებს.
When they run low on power, they head to battery-charging terminals.
609658.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მარაგების მართვა.
Inventory Management.
609659.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მომხმარებლის კმაყოფილებაზე მარაგის მართვაც ახდენს გავლენას.
Inventory management also affects customer satisfaction.
609660.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მენეჯერებმა უნდა მოახერხონ შეძლებისდაგვარად შეინარჩუნონ ზუსტი ბალანსი ძალიან ბევრ და ძალიან ცოტა მარაგს შორის.
Here, managers must maintain the delicate balance between carrying too little inventory and carrying too much.