მოიძებნა 668044 ჩანაწერი
609981.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
მომხმარებლისათვის ღირებულებების შექმნა, რათა მისგან საპასუხოდ იგივე მივიღოთ.
Creating value for customers in order to capture value from customers in return.
609982.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
თანამედროვე მარკეტინგმა აუცილებლად უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნა და მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა.
Today’s marketers must be good at creating customer value and managing customer relationships.
609983.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
წარმატებულ და გამორჩეულ მარკეტინგულ კომპანიებს კარგად უნდა ესმოდეთ ბაზარი და მომხმარებელთა საჭიროებები — უნდა დაისახონ ღირებულებათა შემქმნელი მარკეტინგული სტრატეგიები, შეიმუშაონ მომხმარებლისათვის ღირებული და სასიამოვნო ინტეგრირებული მარკეტინგული პროგრამები და მომხმარებელთანაც მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ.
Outstanding marketing companies understand the marketplace and customer needs, design value-creating marketing strategies, develop integrated marketing programs that deliver customer value and delight, and build strong customer relationships.
609984.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
სამაგიეროდ ისინი მიიღებენ შესაბამის შედეგს მომხმარებლებისაგან - გაყიდვების, მოგებისა და ლოიალურობის სახით.
In return, they capture value from customers in the form of sales, profits, and customer loyalty.
609985.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
მომხმარებლის ღირებულების ამ ინოვაციურ ჩარჩოს მკითხველს ვაცნობთ პირველი თავის დასაწყისში ხუთეტაპიანი მარკეტინგული პროცესის მოდელის ფარგლებში, რომელიც დეტალურად აღწერს, როგორ ქმნის მარკეტინგი მომხმარებელთათვის ღირებულებას და საპასუხოდ თვითონაც იღებს ღირებულებას.
This innovative customer-value framework is introduced at the start of Chapter 1 in a five-step marketing process model, which details how marketing creates customer value and captures value in return.
609986.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
2. ძლიერი და ღირებულების შემქმნელი ბრენდების ჩამოყალიბება და მართვა.
2. Building and managing strong, value-creating brands.
609987.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
კარგად პოზიციონირებული ბრენდები ძლიერი ბრენდის სახელით უზრუნველყოფენ საფუძველს, რომელზეც შემდგომ აგებენ მომხმარებელთათვის ღირებულებას და მომხმარებელთან მომგებიან ურთიერთობას.
Well-positioned brands with strong brand equity provide the basis upon which to build customer value and profitable customer relationships.
609988.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
თანამედროვე მარკეტოლოგებმა უნდა შეძლონ თავიანთი ბრენდების მძლავრად წარმოჩენა და მათი კარგად მართვა.
Today’s marketers must position their brands powerfully and manage them well.
609989.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
მათ მომხმარებლებთან უნდა დაამყარონ ახლო ურთიერთობა და შესთავაზონ მათ ღირებული სერვისი.
They must build close brand relationships and experiences with customers.
609990.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
3. მარკეტინგიდან შემოსული შემოსავლის გაზომვა და მართვა.
3. Measuring and managing return on marketing.
609991.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
მარკეტინგის მენეჯერებმა უნდა უზრუნველყონ თანხის მართებულად ხარჯვა.
Marketing managers must ensure that their marketing dollars are being well spent.
609992.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
წარსულში მრავალი მარკეტოლოგი ფულს თავისუფლად ხარჯავდა დიდ, ძვირ მარკეტინგულ პროგრამებზე და ხშირად არც კი ფიქრობდა, რა სახის ფინანსური მოგება ექნებოდა.
In the past, many marketers spent freely on big, expensive marketing programs, often without thinking carefully about the financial returns on their spending.
609993.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
მაგრამ ეს ყველაფერი სწრაფად შეიცვალა.
But all that has changed rapidly.
609994.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
„მარკეტინგული პასუხისმგებლობა“ – მარკეტინგული ინვესტიციებიდან შემოსული შემოსავლის გაზომვა და მართვა უკვე გახდა სტრატეგიული მარკეტინგული გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელოვანი ნაწილი.
“Marketing accountability”—measuring and managing return on marketing investments—has now become an important part of strategic marketing decision making.
609995.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
აქცენტი მარკეტინგულ პასუხისმგებლობაზე წინამდებარე გამოცემაში შესაბამისადაა განხილული.
This emphasis on marketing accountability is addressed throughout this edition.
609996.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
4. ახალი მარკეტინგული ტექნოლოგიების გამოყენება.
4. Harnessing new marketing technologies.
609997.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
ახალი ციფრული და სხვა სახის მაღალტექნოლოგიური მარკეტინგული საშუალებები საგრძნობლად ცვლის მომხმარებლებსა და მარკეტოლოგების ერთმანეთთან კავშირს.
New digital and other high-tech marketing developments are dramatically changing how consumers and marketers relate to one another.
609998.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
მე-14 გამოცემაში დეტალურადაა მოცემული, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ახალი ტექნოლოგიები მარკეტინგზე, დაწყებული 1-ელ თავში მოცემული ვებ 3.0-ით და ახალი ციფრული მარკეტინგითა და ონლაინტექნოლოგიებით მე-15 და მე-17 თავებში, დასრულებული ონლაინსოციალური ქსელების მზარდი გამოყენებით და მომხმარებლების მიერ წარმოებული მარკეტინგით.
The fourteenth edition thoroughly explores the new technologies impacting marketing, from “Web 3.0” in Chapter 1 to new digital marketing and online technologies in Chapters 15 and 17 to the exploding use of online social networks and customer-generated marketing.
609999.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
5. მდგრადი მარკეტინგი მსოფლიოს გარშემო.
5. Sustainable marketing around the globe.
610000.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
ტექნოლოგიური პროგრესი მსოფლიოს მასშტაბებს კიდევ უფრო ამცირებს და სათუთს ხდის, შესაბამისად მარკეტოლოგებმა ზედმიწევნით უნდა იცოდნენ, როგორ მოახდინონ თავიანთი ბრენდების საყოველთაო და მდგრადი მარკეტინგი.
As technological developments make the world an increasingly smaller and more fragile place, marketers must be good at marketing their brands globally and in sustainable ways.