მოიძებნა 668044 ჩანაწერი
610001.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
მე-14 გამოცემაში წარმოდგენილი ახალი მასალა წინა პლანზე წამოსწევს მდგრადი მარკეტინგის ცნებას – მომხმარებლებისა და საწარმოების მიმდინარე საჭიროებების დაკმაყოფილებას და ამავე დროს მომავალი თაობების მიერ საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილების უნარის გაძლიერებას.
New material throughout the fourteenth edition emphasizes the concept of sustainable marketing—meeting the present needs of consumers and businesses while also preserving or enhancing the ability of future generations to meet their needs.
610002.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
სიახლეები მე–14 გამოცემაში.
New in the 14th Edition.
610003.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
მარკეტინგის პრინციპების მე-14 გამოცემა დაკვირვებით გადავახალისეთ და შევეცადეთ, მასში აგვესახა ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც ზემოქმედებენ მარკეტინგზე დღევანდელ, მომხმარებელთა ღირებულებებისა და ურთიერთობების ეპოქაში.
We’ve thoroughly revised the fourteenth edition of Principles of Marketing to reflect the major trends and forces impacting marketing in this era of customer value and relationships.
610004.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
აქ წარმოგიდგენთ წინამდებარე გამოცემაში შეტანილ მხოლოდ რამდენიმე ძირითად ცვლილებას.
Here are just some of the major and continuing changes you’ll find in this edition.
610005.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
თითოეულ თავში ახალი რუბრიკა მიგვითითებს იმაზე, თუ როგორ ართმევენ თავს კომპანიები და მომხმარებლები მარკეტინგს და არასტაბილურ ეკონომიკას ბოლოდროინდელი დიდი რეცესიის შემდეგ.
New coverage in every chapter shows how companies and consumers are dealing with marketing and the uncertain economy in the aftermath of the recent Great Recession.
610006.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
პირველი თავი იწყება სრულიად ახალი ნაწილით, შემდეგ მოდის განყოფილებები, სადისკუსიო თემები და მაგალითები, რომლებიც ტექსტშია ინტეგრირებული.
Starting with a major new section in Chapter 1 and continuing with new sections, discussions, and examples integrated throughout the text.
610007.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
მეთოთხმეტე გამოცემაში ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა გაამახვილონ მარკეტოლოგებმა ყურადღება მომხმარებლისათვის ღირებულების შექმნაზე და თავიანთი ღირებულებათა განაცხადის დახვეწაზე დღევანდელი, უფრო მეტად ხელმომჭირნე მომხმარებლის საჭიროებებზე.
The fourteenth edition shows how, now more than ever, marketers must focus on creating customer value and sharpening their value propositions to serve the needs of today’s more frugal consumers.
610008.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
თითოეული თავის ბოლოს მოცემულია ახალი რუბრიკა – მარკეტინგი და ეკონომიკა, რომელშიც მოცემულია რეალური მაგალითები დისკუსიისა და შესწავლისათვის.
At the end of each chapter, a new feature—Marketing and the Economy—provides real examples for discussion and learning.
610009.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
მეთოთხმეტე გამოცემაში იხილავთ მომხმარებელთა ურთიერთობების სწრაფად ცვალებად ბუნებას კომპანიებსა და ბრენდებთან.
Throughout the fourteenth edition, you will find revised coverage of the rapidly changing nature of customer relationships with companies and brands.
610010.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
დღევანდელ დღეს მარკეტოლოგების მიზანია, რაც შეიძლება, ინტენსიურად ჩართონ მომხმარებელი ბრენდის არსში და იგი მომხმარებელთა საუბრებისა და ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად აქციონ.
Today’s marketers aim to create deep consumer involvement and a sense of community surrounding a brand—to make the brand a meaningful part of consumers’ conversations and their lives.
610011.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
დღევანდელი ურთიერთობების აწყობის ახალი მექანიზმები მოიცავს ყველაფერს — ვებგვერდებით, ბლოგებით, პერსონალური ღონისძიებებითა და ვიდეოგაზიარებებით დაწყებული, ონლაინსაზოგადოებებითა და სოციალური ქსელებით დასრულებული, როგორიცაა, ფეისბუქი, იუთუბი, ტვიტერი ან კიდევ კომპანიის საკუთარი სოციალური კავშირების გვერდი.
Today’s new relationship-building tools include everything from Web sites, blogs, in-person events, and video sharing to online communities and social networks such as Facebook, YouTube, Twitter, or a company’s own social networking sites.
610012.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
მეთოთხმეტე გამოცემა მოიცავს ახალ მასალას იმ ტენდენციის შესახებ, რომელიც მომხმარებელსა და ბრენდს შორის ორმხრივ ურთიერთობაში გადადის, ისეთი საკითხების ჩათვლით, როგორებიცაა: მომხმარებელთა მიერ მართული ურთიერთობები, ხალხისმიერი რეკლამა და მომხმარებლის მიერ ნაწარმოები მარკეტინგი.
The fourteenth edition contains new material on the continuing trend toward two-way interactions between customers and brands, including such topics as customer-managed relationships, crowdsourcing, and consumer-generated marketing.
610013.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
დღეს მომხმარებლები იმავეს იღებენ, რასაც გასცემენ ორმხრივი ურთიერთობების დამყარების სახით, მომხმარებელთა ანალიზისათვის კიდევ უფრო აქტიური როლის შესრულება, ინფორმაციის მოგროვება ხალხისგან და ახალი პროდუქციის შექმნა, მომხმარებლების მიერ გენერირებული მარკეტინგული მასალა, ბრენდის შესახებ შეტყობინებათა შექმნა ან გადაცემა, მომხმარებელთა საზოგადოებებში ჩართვა და სხვა სახის განვითარებები.
Today’s customers are giving as much as they get in the form of two-way relationships, a more active role in providing customer insights, crowdsourcing and shaping new products, consumer-generated marketing content, developing or passing along brand messages, interacting in customer communities, and other developments.
610014.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
წინამდებარე გამოცემა უზრუნველყოფს ახალი მარკეტინგული ტექნოლოგიების შესახებ გადამუშავებულ და გავრცობილ განხილვებს: პირველ თავში – ვებ 3.0, მე-4 თავში ვებნოგრაფიის კვლევითი მექანიზმები, მე-5 თავში - ნეირომარკეტინგი და 1-ელ, მე-15 და მე-17 თავებში ახალი ციფრული მარკეტინგი და ონლაინტექნოლოგიები.
This edition provides revised and expanded discussions of new marketing technologies, from “Web 3.0” in Chapter 1 to “Webnography” research tools in Chapter 4 to neuromarketing in Chapter 5 and the dazzling new digital marketing and online technologies in Chapters 1, 15, and 17.
610015.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
მთელ წიგნში მოცემული ახალი მასალა გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი მარკეტინგი.
New material throughout the fourteenth edition highlights the increasing importance of sustainable marketing.
610016.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
1-ელ თავში იწყება დისკუსია ამის შესახებ და მთავრდება მე-20 თავში, რაც მარკეტინგს მდგრადი მარკეტინგის ერთი საერთო ქოლგის ქვეშ აქცევს.
The discussion begins in Chapter 1 and ends in Chapter 20, which pulls marketing together under a sustainable marketing framework.
610017.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
შიგადაშიგ კი მოცემულია განხილვა და მაგალითები, რომლებიც გვიჩვენებს, თუ როგორ მოუწოდებს მდგრადი მარკეტინგი კომპანიებს სოციალურად და გარემოს დაცვის თვალსაზრისით საპასუხისმგებლო ქმედებებისაკენ, რაც აკმაყოფილებს მომხმარებლების, კომპანიების და ზოგადად საზოგადოების როგორც მიმდინარე, ისე მომავალ საჭიროებებს.
In between, frequent discussions and examples show how sustainable marketing calls for socially and environmentally responsible actions that meet both the immediate and the future needs of customers, companies, and society as a whole.
610018.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
მეთოთხმეტე გამოცემაში კვლავ ხდება აქცენტის გაკეთება მარკეტინგიდან შემოსული მოგების გაზომვასა და მართვაზე, მრავალი თავის ბოლოს მოცემული ახალი ფინანსური და რაოდენობრივი მარკეტინგული სავარჯიშოების ჩათვლით, რომლებიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ანალიტიკური აზროვნება თითოეულ თავში მოცემულ შესაბამის ცნებებთან დაკავშირებით და თავიანთი ცნებები დაუკავშირონ ტექსტის ინოვაციურ და კომპლექსურ მე-2 დანართს: მარკეტინგი ციფრებით.
The fourteenth edition continues its emphasis on measuring and managing return on marketing, including many new end-of-chapter financial and quantitative marketing exercises that let students apply analytical thinking to relevant concepts in each chapter and link chapter concepts to the text’s innovative and comprehensive Appendix 2: Marketing by the Numbers.
610019.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
მეთოთხმეტე გამოცემაში მოცემულია ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციებისა და პირდაპირი და ონლაინმარკეტინგის სწრაფად ცვალებად სფეროებში მიმდინარე ცვლილებების განახლებული და გავრცობილი ფორმა.
• The fourteenth edition provides revised and expanded coverage of the developments in the fast-changing areas of integrated marketing communications and direct and online marketing.
610020.
მარკეტინგის საფუძვლები | წინასიტყვაობა
აქ ნაჩვენებია, თუ როგორ ახერხებენ მარკეტოლოგები ახალი ციფრული და პირდაპირი ტექნოლოგიების შერევას ტრადიციულ მედიასთან, რათა ხელი შეუწყონ მომხმარებლებს შორის კიდევ უფრო მეტად ფოკუსირებულ, პირად და ინტერაქტიურ ურთიერთობებს.
It tells how marketers are blending the new digital and direct technologies with traditional media to create more targeted, personal, and interactive customer relationships.