მოიძებნა 668044 ჩანაწერი
610261.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
იგი არის ქვეყანაში ქათმის ხორცის ყველაზე დიდი გამსაღებელი (დღეში 77,000 ქათამი, თითო 4,99 დოლარად) და საუკეთესო ღვინოების გამყიდველი (მაგალითად, შატო, შევალი, ბლენქი, პრემიერი, ფრანდი, კლასე თითო ბოთლი 1,750 აშშ დოლარად).
It’s the nation’s biggest baster of poultry (77,000 rotisserie chickens a day at $4.99) but also the country’s biggest seller of fine wines (including the likes of a Chateau Cheval Blanc Premier Grand Cru Classe at $1,750 a bottle).
610262.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
Costco.com-ზე ერთხელ გასაყიდად გამოიტანეს პაბლო პიკასოს ნახატი მხოლოდ 129, 999.99 დოლარად!
It once even offered a Pablo Picasso drawing at Costco.com for only $129,999.99!
610263.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
კოსტკოს თითოეულ მაღაზიაში წარმოდგენილია საცალო ვაჭრობის მთელი არენა, რაც საყიდლებზე სიარულის პროცესს სახალისოს ხდის.
Each Costco store is a theater of retail that creates buying urgency and excitement for customers.
610264.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ძირითად პროდუქციასთან ერთად, კოსტკოში შეხვდებით ერთჯერად სპეციალურ შეთავაზებებს, მაგალითად, პრადასა და კენეთ კოლის ჩანთებს და ქალოვვის გოლფის ჯოხებს – ასეთ შეღავათიან ფასად ამ პროდუქციას ვერსად ნახავთ.
Mixed in with its regular stock of staples, Costco features a glittering, constantly shifting array of one-time specials, such as discounted Prada bags, Calloway golf clubs, or Kenneth Cole bags—deals you just won’t find anywhere else.
610265.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
პრინციპში, იმ 4,000 დასახელების პროდუქტიდან, რომელიც კოსტოში დევს, 1000, „საგანძურის ნაწილად“ მოიაზრება.
In fact, of the 4,000 items that Costco carries, 1,000 are designated as “treasure items.”
610266.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ისინიც კი, ვისაც კაპიკების დათვლა არ უწევთ, აქ მოდიან.
Even people who don’t have to pinch pennies shop there.
610267.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ორგანიზაციული სტრუქტურის მიდგომა.
Organizational Approach.
610268.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საცალო მოვაჭრე მაღაზია კერძო მფლობელობაშია, სულ უფრო ბევრი მოვაჭრე ერთიანდება გარკვეული ტიპის კორპორაციულ თუ ხელშეკრულებით ორგანიზაციულ ფორმაში.
Although many retail stores are independently owned, others band together under some form of corporate or contractual organization.
610269.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საცალო მოვაჭრე ორგანიზაციული ფორმების ძირითადი ტიპებია: კორპორაციულ მაღაზიათა ქსელი, ნებაყოფლობითი ქსელი, საცალო მოვაჭრეების კოოპერატივი და ფრანჩაიზური ორგანიზაცია, რომლებიც აღწერილია ცხრილში 13.2.
The major types of retail organizations— corporate chains, voluntary chains, retailer cooperatives, and franchise organizations are described in Table 13.2.
610270.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობის მაღაზიათა ქსელი ორი ან მეტი სავაჭრო წერტილია, რომლებიც ერთობლივ მფლობელობაშია და ერთობლივად კონტროლდება.
Chain stores are two or more outlets that are commonly owned and controlled.
610271.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მათი ზომა უზრუნველყოფს დიდი რაოდენობის საქონლის დაბალ ფასად შეძენას და სტიმულირებაზე ეკონომიას.
Their size allows them to buy in large quantities at lower prices and gain promotional economies.
610272.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მათ შეუძლიათ სპეციალისტების დაქირავება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ფასწარმოქმნა, სტიმულირება, საცალო ვაჭრობა, საქონლის მარაგის კონტროლი და გაყიდვების პროგნოზირება.
They can hire specialists to deal with areas such as pricing, promotion, merchandising, inventory control, and sales forecasting.
610273.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
კორპორაციული ქსელის დიდმა წარმატებამ ბიძგი მისცა დამოუკიდებელ საცალო მოვაჭრეებს, ნებაყოფლობით გაერთიანებულიყვნენ ხელშეკრულებითი ასოციაციის ორი ფორმიდან ერთ-ერთში.
The great success of corporate chains caused many independents to band together in one of two forms of contractual associations.
610274.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მათგან ერთია ნებაყოფლობითი ქსელი საბითუმო მოვაჭრის მიერ დასპონსორებული დამოუკიდებელი საცალო მოვაჭრეების ჯგუფი, რომელიც ჯგუფური შესყიდვისა და საერთო საცალო ვაჭრობის პროცესში მონაწილეობს.
One is the voluntary chain—a wholesalersponsored group of independent retailers that engages in group buying and common merchandising.
610275.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ამის მაგალითებია დამოუკიდებელ გასტრონომთა ალიანსი, უესტერნ ავტო და დუ-ით-ბესთი.
Examples include the Independent Grocers Alliance (IGA), Western Auto, and Do-It Best.
610276.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ხელშეკრულებითი ასოციაციის მეორე ფორმაა ინდივიდუალური საცალო მოვაჭრეთა კოოპერატივი – დამოუკიდებელი საცალო მოვაჭრეების ჯგუფი, რომლებიც ერთიანდებიან, რათა ერთობლივად განახორციელონ შესყიდვები და გაატარონ სავაჭრო და მასტიმულირებელი ქმედებები.
The other type of contractual association is the retailer cooperative—a group of independent retailers that bands together to set up a jointly owned, central wholesale operation and conduct joint merchandising and promotion efforts.
610277.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ამის მაგალითია ესოსიეითიდ გროსერსი და ვის ჰარდვეი.
Examples are Associated Grocers and Ace Hardware.
610278.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ხელშეკრულებითი საცალო ვაჭრობის ორგანიზაციის კიდევ ერთი ფორმა არის ფრანჩაიზი.
Another form of contractual retail organization is a franchise.
610279.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ფრანჩაიზულ ორგანიზაციებსა და სხვა ხელშეკრულებით სისტემებს (ნებაყოფლობითი ქსელები და საცალო მოვაჭრეთა კოოპერატივი) შორის ძირითადი განსხვავება ის არის, რომ ფრანჩაიზი, როგორც წესი, დაფუძნებულია უნიკალურ მომსახურებაზე ან პროდუქტზე, ბიზნესის წარმოების მეთოდზე, ფრანჩაიზერის მიერ განვითარებულ სავაჭრო სახელზე, კეთილ ნებაზე ან პატენტზე.
The main difference between franchise organizations and other contractual systems (voluntary chains and retail cooperatives) is that franchise systems are normally based on some unique product or service, a method of doing business, or the trade name, goodwill, or patent that the franchisor has developed.
610280.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ფრანჩაიზი ცნობილია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სწრაფი კვება, მოტელები, ჯანმრთელობისა და ფიტნესის კლუბები, ავტოგაყიდვა, მომსახურება და უძრავი ქონება.
Franchising has been prominent in fast-food restaurants, motels, health and fitness centers, auto sales and service, and real estate.