მოიძებნა 668044 ჩანაწერი
610321.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგალითად, ჰოულ ფუდს მარკეტი 300-მდე მაღაზიას ფლობს და მისი შემოსავალი 8 მილიარდ აშშ დოლარს ოდნავ აღემატება, ხოლო ვოლმარტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 8,400 მაღაზიაზე მეტს ფლობს და მისი გაყიდვების ოდენობა 408 მილიარდი დოლარია.
For example, Whole Foods Market has fewer than 300 stores and slightly more than $8 billion in sales versus Walmart’s more than 8,400 stores worldwide and sales of $408 billion.
610322.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
როგორ ახერხებს ეს პატარა ქსელი ვოლმარტთან კონკურენციას?
How does this small chain compete with Walmart?
610323.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ჰოულ ფუდს მარკეტის წარმატების საიდუმლო ისაა, რომ იგი საკუთარი თავის პოზიციონირებას აკეთებს ვოლმარტისგან მოშორებით (გაიხსენეთ ჰოულ ფუდს მარკეტის ისტორია მე-10 თავიდან).
Whole Foods Market succeeds by carefully positioning itself away from Walmart (remember the Whole Foods Market story in Chapter 10).
610324.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მის სამიზნეს წარმოადგენენ მაღალი შემოსავლების მქონე შერჩეული კლიენტთა ჯგუფები, რომლებსაც სთავაზობს „ორგანულ, ნატურალურ და ექსკლუზიურ საქონელს, რაც გარემოს დაცვის პოლიტიკის ნაწილია“.
It targets a select group of upscale customers and offers them “organic, natural, and gourmet foods, all swaddled in Earth Day politics”.
610325.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
რეალურად ჰოულ ფუდს მარკეტის ერთგული მომხმარებელი უფრო გვერდს აუვლის ადგილობრივ ვოლმარტს, ვიდრე იქ საყიდლებისთვის ივლის.
In fact, a devoted Whole Foods Market customer is more likely to boycott the local Walmart than to shop at it.
610326.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ჰოულ ფუდს მარკეტი ვერც კი შეედრება ვოლმარტის ფულის დაზოგვის მასობრივ სტრატეგიას - შესყიდული საქონლის საოცარ მოცულობას, ულტრაეფექტურ ლოგისტიკას, ფართო არჩევანსა და ფასებს, რომელთა დამარცხებაც ძალიან ძნელია.
Whole Foods Market can’t match Walmart’s massive economies of scale, incredible volume purchasing power, ultra-efficient logistics, wide selection, and hard-to-beat prices.
610327.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ვოლმარტსა და სხვა დაბალი ფასებით მოვაჭრე მაღაზიების მსგავსად, ჰოულ ფუდს მარკეტი რამდენიმე ათწლეულში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამჟამად საოცრად წარმატებულია, ეკონომიკური თვალსაზრისით გაჭირვებულ დროშიც კი.
Whole Foods Market has grown rapidly over the past two decades and is now more than holding its own, even in tighter economic times.
610328.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
გადაწყვეტილებები პროდუქტის ასორტიმენტისა და მომსახურების შესახებ.
Product Assortment and Services Decision.
610329.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საცალო მოვაჭრეებმა გადაწყვეტილება პროდუქტის შესახებ სამი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მიიღონ: პროდუქტის ასორტიმენტი, მომსახურების კომპლექსი და მაღაზიის ატმოსფერო.
Retailers must decide on three major product variables: product assortment, services mix, and store atmosphere.
610330.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
პროდუქტის ასორტიმენტმა უნდა განასხვაოს საცალო მოვაჭრე სხვა საცალო მოვაჭრეებისაგან და ამავე დროს თანხვედრა მოახდინოს მიზნობრივი ბაზრის მოლოდინთან.
The retailer’s product assortment should differentiate the retailer while matching target shoppers’ expectations.
610331.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ერთი-ერთი სტრატეგიის მიხედვით, მომხმარებელს ისეთი საქონელი უნდა შესთავაზო, რომელსაც კონკურენტები ვერ სთავაზობენ.
One strategy is to offer merchandise that no other competitor carries, such as store brands or national brands on which it holds exclusives.
610332.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგალითად, საქსი — ექსტრაკლასის მაღაზია ნიუ-იორკში, ცნობილი დიზაინერების პროდუქციის გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.
For example, Saks gets exclusive rights to carry a well-known designer’s labels.
610333.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
იგი მომხმარებელს ასევე სთავაზობს საკუთარი ბრენდის ხაზებს – საკს ფიფს ავენიუ სიგნიჩერს, კლასიკს და სპორთს ქოლექშენს.
It also offers its own private-label lines—the Saks Fifth Avenue Signature, Classic, and Sport collections.
610334.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ჯი-სი-პენის კერძო და ექსკლუზიური ბრენდები კი მისი გაყიდვების 52%-ს შეადგენენ.
At JCPenney, private-label and exclusive brands account for 52 per cent of its sales.
610335.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
კიდევ ერთი სტრატეგიაა წარმატებული ვაჭრობის ღონისძიებები.
Another strategy is to feature blockbuster merchandising events.
610336.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ბლუმინგდეილი ცნობილია სანახაობრივი შოუთი, რომელშიც წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნის საქონელს, მაგალითად, ინდოეთის ან ჩინეთისას.
Bloomingdale is known for running spectacular shows featuring goods from a certain country, such as India or China.
610337.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საცალო მოვაჭრეს შეუძლია მომხმარებელს სიურპრიზის სახით შესთავაზოს საქონელი.
Or the retailer can offer surprise merchandise.
610338.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
დაბოლოს, საცალო მოვაჭრეს შეუძლია საკუთარი თავის დიფერენცირება კარგად გამიზნული პროდუქტის ასორტიმენტის შეთავაზებით.
Finally, the retailer can differentiate itself by offering a highly targeted product assortment.
610339.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ლეინ ბრაინეთი წარმოადგენს დიდი ზომის ტანსაცმელს.
Lane Bryant carries plus-size clothing.
610340.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ბრუქსთოუნი — საჩუქრებისა და ტექნიკის არაორდინალურ ასორტიმენტს, ხოლო ბეთერიდეპო — ნებისმიერი სახის ელემენტს.
Brookstone offers an unusual assortment of gadgets and gifts, and BatteryDepot.com offers every imaginable kind of battery.