მოიძებნა 668044 ჩანაწერი
610401.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
1990-იანი წლების განმავლობაში მაღაზიების რაოდენობის ზრდის მაჩვენებელი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ მეტი იყო.
During the 1990s, shopping center space grew at about twice the rate of population growth.
610402.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
თუმცა ბოლო დროს გარკვეულმა ფაქტორებმა ქვეყნის სავაჭრო ცენტრებს საკმაოდ ცუდი პირობები შეუქმნა.
However, more recently, several factors have caused hard times for the nation’s shopping malls.
610403.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
უპირველესად, რეცესიას შედეგად მოჰყვა მომხმარებლების მიერ ფულის ეკონომიურად ხარჯვა, რამაც მრავალი მცირე თუ მსხვილი საცალო მოვაჭრე გაკოტრების პირას მიიყვანა, ხოლო თავისუფალი ფართის რაოდენობა გაიზარდა.
First, consumer spending cutbacks following the recession have forced many retailers—small and large—out of business, increasing mall vacancy rates.
610404.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ტრადიციული სავაჭრო ცენტრი წყვეტს ფუნქციონირებას, სხვა ტიპის ცენტრები მაინც შენდება.
Although some traditional shopping centers are dying, other types of centers are still being constructed.
610405.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ასეთი ტიპის სავაჭრო ცენტრები სწრაფად განვითარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ტრადიციული ცენტრები გამოწვევების წინაშე დააყენა.
Such shopping centers have increased rapidly over the past few years and challenge traditional malls.
610406.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
შედარებისათვის, მდიდარ მომხმარებელზე გათვლილ სავაჭრო ცენტრებში, რომლებიც მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს და კლიენტებს დასვენებასა და გართობას სთავაზობს, მოწყობილია სათამაშო და საციგურაო მოედნები, სასტუმრო, სასადილო და კინოთეატრი.
In contrast, lifestyle centers are smaller, open-air malls with upscale stores, convenient locations, and nonretail activities, such as a playground, skating rink, hotel, dining establishments, and a movie theater.
610407.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობის განვითარების ტენდენციები.
Retailing Trends and Developments.
610408.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საცალო მოვაჭრეები სწრაფადცვალებად და კრიტიკულ გარემოში ფუნქციონირებენ, რომელიც შესაძლებლობებთან ერთად, სირთულეებსაც სთავაზობს მათ.
Retailers operate in a harsh and fast-changing environment, which offers threats as well as opportunities.
610409.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
სწრაფად იცვლება საცალო ვაჭრობის ტექნოლოგიები, მომხმარებელთა დემოგრაფია, ცხოვრების სტილი და ყიდვის ტენდენციები.
Consumer demographics, lifestyles, and spending patterns are changing rapidly, as are retailing technologies.
610410.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
წარმატების მოსაპოვებლად, საცალო მოვაჭრეებმა მიზნობრივი სეგმენტები ფრთხილად უნდა შეარჩიონ და საკუთარი თავის ძლიერი პოზიციონირება მოახდინონ.
To be successful, retailers need to choose target segments carefully and position themselves strongly.
610411.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
კონკურენტუნარიანი სტრატეგიების დაგეგმვასა და სისრულეში მოყვანასთან ერთად, მათ საცალო ვაჭრობის მომავალი განვითარების შესაძლებლობები უნდა გაითვალისწინონ.
They need to take the following retailing developments into account as they plan and execute their competitive strategies.
610412.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
შენელებული ეკონომიკა და მომხმარებელთა მიერ ფულის უფრო ეკონომიურად ხარჯვა.
A Slowed Economy and Tighter Consumer Spending.
610413.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საცალო მოვაჭრეებს დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ კარგი მდგომარეობა ჰქონდათ.
Following many years of good economic times for retailers.
610414.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
გასული 15 წლის განმავლობაში ნამდვილად საცალო ვაჭრობის სფეროში მოღვაწეობა კარგი იყო.
It was great to be in retailing during the past 15 years.
610415.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
გაბერილმა ფასებმა უძრავ ქონებაზე, თავისუფლად ხელმისაწვდომმა კრედიტებმა და დაბალმა საპროცენტო განაკვეთებმა მომხმარებელთა მიერ ფულის ხარჯვა უპრეცედენტოდ გაზარდა.
Inflated home values, freely available credit, and low interest rates fueled unprecedented levels of consumer spending.
610416.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საცალო მოვაჭრეებმა კი ამაზე რეაგირება იმით მოახდინეს, რომ აგრესიულად დაიწყეს ახალი მაღაზიების დამატება, ახალი იდეების განხორციელება, ონლაინსივრცის შექმნა-დახვეწა და საერთაშორისო მასშტაბით გაფართოება.
Retailers responded by aggressively adding new stores, launching new concepts, building an online presence, and expanding internationally.
610417.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
1996 წლიდან 2006 წლამდე აშშ-ის ეკონომიკა წელიწადში 5%-იანი მაჩვენებლით გაიზარდა, საცალო ვაჭრობის სექტორი კი ორჯერ მეტად — 12%-ით.
While the U.S. economy grew 5 per cent annually from 1996 to 2006, the retail sector grew at more than double that rate—an eye-popping 12 per cent.
610418.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
შემოსავლებმა და მოგებამ სწრაფად და საგრძნობლად მოიმატა, ხოლო აქციების ფასები ავარდა.
Revenues rose sharply, profits ballooned, and share prices soared.
610419.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ბოლოდროინდელი რეცესიის შემდეგ საცალო ვაჭრობის პუნქტების გაყიდვები მრავალი ასეთი სავაჭრო ქსელისათვის ორმაგად შემცირდა, გახშირდა მაღაზიის დაკეტვის შემთხვევები, შენელდა ახალი მაღაზიების გახსნა, ხოლო აქციების ფასი მასობრივად დაეცა, რამაც გავლენა იქონია აქციონერთა წილებზე.
Since the recent recession, same-store sales have dropped by double digits for many chains, store closures have accelerated, store openings are slowed, and shareholder-value destruction has been massive.
610420.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგალითად, როდესაც მომხმარებელი ეკონომიურად ხარჯავს ფულს, დიდი, დაბალ ფასებზე ორიენტირებული საცალო მოვაჭრეები (მაგალითად, ვოლმარტი), ფაქტობრივად მდიდრდებიან ფასდაკლებაზე ჩასაფრებულ მომხმარებელთა ხარჯზე.
For example, as consumers cut back and look for ways to spend less on what they buy, big discounters such as Walmart scoop up new business from bargain-hungry shoppers.