მოიძებნა 668044 ჩანაწერი
610341.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგალითად, ზოგიერთი საცალო მოვაჭრე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, დასვას კითხვები პირადად, ტელეფონით ან ინტერნეტით.
For example, some retailers invite customers to ask questions or consult service representatives in person or via phone or keyboard.
610342.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ნორდსტრომი იძლევა პირობას „იზრუნოს მომხმარებელზე, რადაც უნდა დაუჯდეს ეს“.
Nordstrom promises to “take care of the customer, no matter what it takes”.
610343.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ჰოუმ დეპო კი სხვადასხვა სახის მომსახურების ნაკრებს სთავაზობს.
Home Depot offers a diverse mix of services.
610344.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაღაზიის ატმოსფერო პროდუქციის გადამყიდველის არსენალის კიდევ ერთი ელემენტია.
The store’s atmosphere is another important element in the reseller’s product arsenal.
610345.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაღაზიამ ისეთი ატმოსფერო უნდა შეარჩიოს, რომელიც მის მიზნობრივ ბაზარს შეეფერება და მყიდველს შეძენისათვის განაწყობს.
Retailers want to create a unique store experience, one that suits the target market and moves customers to buy.
610346.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგალითად, ერ-ი-აის რამდენიმე მაღაზიაში მყიდველს შეძენამდე შეუძლია იქვე, მაღაზიაში მოწყობილ მთის ბილიკზე გამოცადოს ნებისმიერი ველოსიპედი, კლდეზე ცოცვის აღჭურვილობა მაღაზიის დიდ კედელზე შეამოწმოს, საწვიმარი ქურთუკი კი — ხელოვნური წვიმის ქვეშ.
For example, at several REI stores, consumers can get hands-on experience with merchandise before buying it via the store’s mountain bike test trail, gear-testing stations, a huge rock climbing wall, or an in-store simulated rain shower.
610347.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
დღეს წარმატებული საცალო მოვაჭრეები დაკვირვებით სწავლობენ მომხმარებელთა მიერ მაღაზიებში მიღებული შთაბეჭდილების ფაქტობრივად თითოეულ ასპექტს.
Today’s successful retailers carefully orchestrate virtually every aspect of the consumer store experience.
610348.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
როდესაც ნებისმიერ საცალო ვაჭრობის მაღაზიაში შეხვალთ, არა აქვს მნიშვნელობა, რა სახის პროდუქციას ყიდის იგი – სამომხმარებლო ტექნიკას თუ მოდურ ტანსაცმელს — შეჩერდით და დაუკვირდით გარემოს.
The next time you step into a retail store—whether it sells consumer electronics, hardware, or high fashion—stop and carefully consider your surroundings.
610349.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
თომას ფინქის პერანგების მაღაზიაში ტრიალებს სუფთა, გახამებული ტილოს პერანგის სუნი.
Luxury shirtmaker Thomas Pink pipes the smell of clean, pressed shirts into its stores.
610350.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ბლუმინგდეილის სხვადასხვა განყოფილება სხვადასხვა ესენციას იყენებს: ბავშვის მაღაზიაში ბავშვის პუდრის ნაზ არომატს, საცურაო კოსტიუმების ნაწილში — ქოქოსის არომატს, ინტიმური ტანსაცმლის განყოფილებაში იასამნის სურნელს, დასვენების სეზონში კი მარადმწვანე მცენარეებისა და შაქრის ნამცხვრების სუნს.
Bloomingdale’s uses different essences in different departments: the soft scent of baby powder in the baby store, coconut in the swimsuit area, lilacs in intimate apparel, and sugar cookies and evergreen scent during the holiday season.
610351.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
სონი სთაილის მაღაზიაში ექსკლუზიურად ამ კომპანიისთვის შექმნილი ვანილის და მანდარინის სურნელია მოფრქვეული, რაც მომხმარებელს განტვირთვის საშუალებას აძლევს.
At a Sony-style store, the fragrance of vanilla and mandarin orange— designed exclusively for Sony— relaxes shoppers.
610352.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
არომატების მწარმოებელი კომპანიის სენთეარის დამფუძნებელი ამბობს: „ექსკლუზიური არომატის შექმნა შეგვიძლია შევადაროთ რადიოსა და ბეჭდურ მედიაში გასაშვებად გამზადებულ შეტყობინებას."
Says the founder of ScentAir, a company that produces such scents, “Developing a signature fragrance is much like developing a message in print or radio."
610353.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
რა ინფორმაცია გსურთ მიაწოდოთ მომხმარებელს და რა სიხშირით?
What do you want to communicate to consumers and how often?
610354.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
„გამოცდილებით მიღებული საცალო ვაჭრობა“ ადასტურებს, რომ ასეთი მაღაზიები მხოლოდ საქონლის ასორტიმენტს როდი გვთავაზობენ.
Such “experiential retailing” confirms that retail stores are much more than simply assortments of goods.
610355.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ეს ის გარემოა, რომელიც საყიდლებზე გამოსულმა ადამიანმა უნდა გამოცადოს.
They are environments to be experienced by the people who shop in them.
610356.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საცალო მოვაჭრეებს ატმოსფეროს მიხედვით შეუძლიათ მათი და კონკურენტების მაღაზიები კარგად შეადარონ ერთმანეთს.
Store atmospheres offer a powerful tool by which retailers can differentiate their stores from those of competitors.
610357.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
სინამდვილეში, საცალო ვაჭრობის პუნქტები ხშირად ისეთ ადგილად გადაიქცევა ხოლმე, სადაც ადამიანები სიამოვნებით იკრიბებიან.
In fact, retail establishments sometimes become places where people get together.
610358.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
აქ შეხვდებით ყავის მაღაზიებს და კაფეებს, სავაჭრო ცენტრებს, წიგნის მაღაზიებს, სათამაშო ადგილს ბავშვებისათვის,სუპერმაღაზიებსა და სოფლის პროდუქტების ბაზრებს.
These places include coffee shops and cafés, shopping malls, bookstores, children’s play spaces, superstores, and urban greenmarkets.
610359.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგალითად, დღეს წიგნის მაღაზიები მხოლოდ წიგნებს კი არ სთავაზობენ მომხმარებელს, ნაწილობრივ ბიბლიოთეკის, მისაღები ოთახისა და ყავის სახლის ფუნქციებს ასრულებენ.
For example, today’s bookstores have become part bookstores, part library, part living room, and part coffeehouse.
610360.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგალითად, ბარნს & ნობელში საღამოთი შეხვდებით სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც საშინაო დავალებას ასრულებენ მეგობრებთან ერთად ყავის ბარში.
On an early evening at your local Barnes & Noble, for example, you’ll likely find backpack-toting high school students doing homework with friends in the coffee bar.