მოიძებნა 668044 ჩანაწერი
610481.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მომხმარებელთა 92% აცხადებს, რომ ისინი უფრო მეტად ენდობოდნენ იმ ინფორმაციას, რომელსაც ინტერნეტით მოიძიებდნენ, ვიდრე გამყიდველის სიტყვებს.
A whopping 92 percent said they had more confidence in the information they sought online than anything coming from a sales clerk.
610482.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
შედეგად, მომხმარებელი საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას უთმობს ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, სანამ შეიძენს მას.
As a result, shoppers are devoting time and energy to ferreting out detailed information before they buy.
610483.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მნიშვნელობა არა აქვს, ეს მანქანა იქნება, სახლი, კომპიუტერი თუ სამედიცინო პროდუქცია — ხუთი მყიდველიდან ოთხი აცხადებს, რომ რაიმეს შეძენამდე ინფორმაციას ინტერნეტით იღებს.
Whether it’s cars, homes, PCs, or medical care, nearly four in five shoppers say they gather information on their own from the Web before buying.
610484.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
"თვითშემდგარი ექიმები" (ანუ, ინფორმაციის მაძიებელი პაციენტები) ექიმს მიაშურებენ ვებგვერდიდან მიღებული დიაგნოზითა და წამლების სიით.
“Do-it-yourself doctors” (that is, info-seeking patients) show up at their doctor’s office with the Web-derived diagnosis in hand and a list of the medicines.
610485.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მანქანის სადილერო განყოფილებაში კლიენტი უკვე საცალო ფასითა და შერჩეული მოდელით მოდის.
Customers appear at the car dealership with the wholesale price and the model already picked out.
610486.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
კვლევით დადასტურდა, რომ მყიდველთა 24% შამპუნის ყიდვამდეც კი ინფორმაციას ჯერ ინტერნეტში ეძებს.
In the survey, 24 per cent of shoppers said they are even doing online research before buying shampoo.
610487.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
როგორ მოქმედებს ეს შამპუნი სხვადასხვა ტიპის თმაზე, სისქეზე ან ფერზე?
How does this shampoo work on different hair types, thicknesses, and colors?
610488.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
გამოცადეს თუ არა ეს პროდუქტი ცხოველებზე?
Has the product been tested on animals?
610489.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ყველა სახის საცალო მოვაჭრე დღეს მარკეტინგის პირდაპირ და ონლაინარხებს იყენებს.
All types of retailers now employ direct and online channels.
610490.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მძლავრი ონლაინ საცალო მოვაჭრეები (მაგალითად, Amazon.com, Zappos.com), ონლაინ სამოგზაურო კომპანიები (Travelocity.com, Expedia.com და სხვები) ინტერნეტში საოცარი ინტენსივობით მოღვაწეობენ.
Several large online-only retailers—Amazon.com, Zappos.com, online travel companies such as Travelocity.com and Expedia.com, and others—are now making it big on the Web.
610491.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მეორე მხრივ, უამრავ ვიწრო საბაზრო სეგმენტზე მომუშავე მარკეტოლოგები იყენებენ ინტერნეტს იმისათვის, რომ ახალ ბაზრებზე გავიდნენ და გაყიდვები გაზარდონ.
At the other extreme, hordes of niche marketers are using the Internet to reach new markets and expand their sales.
610492.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ყველაფრის მიუხედავად, ონლაინგაყიდვების მოსალოდნელი ზრდა მაინც მრავალარხიანი საცალო მოვაჭრეების წყალობით ხდება.
Still, much of the anticipated growth in online sales will go to multichannel retailers.
610493.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ეს ისეთი ელექტრონული მარკეტოლოგები არიან, რომლებსაც წარმატებით შეუძლიათ ვირტუალური და ფიზიკური სამყაროს ერთმანეთთან დაკავშირება.
These are the click-and-brick marketers who can successfully merge the virtual and physical worlds.
610494.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ბოლო დროს გამოქვეყნებული რეიტინგების მიხედვით, 500 ყველაზე გამორჩეულ ონლაინ საცალო მოვაჭრეთა შორის, 58% მოდიოდა მრავალარხიანი ვაჭრობის მიმდევარ საცალო მოვაჭრეებზე.
In a recent ranking of the top 500 online retail sites, 58 per cent were multichannel retailers.
610495.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგალითად, მეისისის ვებგვერდს გამორჩეულად მიიჩნევს ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი მეისისის მაღაზია.
For example, Macy’s beefed-up Web site complements its more than 800 Macy’s stores around the country.
610496.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მიუხედავად იმისა, რომ მეისისის ბევრი მომხმარებელი ონლაინ ყიდულობს, გვერდი მომხმარებელს სთავაზობს თვისებების ისეთ ნაკრებს, რომელიც შექმნილია მომხმარებლის ერთგულების მოსაპოვებლად და მათ მოსაზიდად კომპანიის მაღაზიებში.
Although many Macy’s customers make purchases online, the site offers a range of features designed to build loyalty to Macy’s and pull customers into stores.
610497.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ბევრი საცალო მოვაჭრის მსგავსად, მეისისი აცნობიერებს, რომ მომხმარებლები შესყიდვების ორივე გზას მიმართავენ — ონლაინს და ტრადიციულს.
Like many retailers, Macy’s has discovered that its best customers shop both online and offline.
610498.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
როდესაც ჩვენი მომხმარებლები ყიდულობენ ორივე გზით, ისინი 20%-ით მეტს ხარჯავენ მაღაზიებში, ვიდრე საშუალოდ მხოლოდ მაღაზიის მოსარგებლე კლიენტი და 60%-ით მეტს, ვიდრე საშუალოდ მხოლოდ ონლაინსერვისის მიმდევარი მომხმარებელი
When our customers shop both they spend 20 percent more in stores than the average in-store shopper, and 60 percent more online than the average online shopper at Macys.com.
610499.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგრამ ვებგვერდის მიზანი მეტია, ვიდრე მხოლოდ პროდუქტების ონლაინგაყიდვა.
But the Web site aims to do more than just sell products online.
610500.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ჩვენ მიგვაჩნია Macys.com გაცილებით მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე მხოლოდ გაყიდვების საიტი.
We see Macys.com as far more than a selling site.