მოიძებნა 668044 ჩანაწერი
610541.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
გარდა მნიშვნელოვანი მდგრადობის ხელშემწყობი ინიციატივებისა, ვოლმარტი მაქსიმალურად ცდილობს, დაავალდებულოს მომწოდებლების მთელი ჯარი, აქტიურად იზრუნონ გარემოს დაცვის საკითხებზე.
And beyond its own substantial sustainability initiatives, Walmart wields its huge buying power to urge its army of suppliers to improve their environmental impact and practices.
610542.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საცალო მოვაჭრემ შეიმუშავა კიდეც „მდგრადი პროდუქტის ინდექსი“ მსოფლიო მასშტაბით, რომლის მიხედვითაც აფასებს მომწოდებლებს.
The retailer has even developed a worldwide Sustainable Product Index, by which it rates suppliers.
610543.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
იგი გეგმავს ეს ინდექსი მომხმარებლისათვის მარტივ რეიტინგულ სისტემად გადააქციოს, რომ საყიდლების შეძენისას უფრო მეტად მიაქციონ ყურადღება ეკოლოგიურ მხარეს და ისე მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
It plans to translate the index into a simple rating for consumers to help them make more sustainable buying choices.
610544.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ეკოლოგიურად სუფთა საცალო ვაჭრობა მომგებიანია, როგორც წმინდა მოგების, ისე საერთო შემოსავლების თვალსაზრისით.
Green retailing yields both top and bottom-line benefits.
610545.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საცალო მოვაჭრის საერთო შემოსავალი იზრდება, როდესაც ისეთ მომხმარებლებს იზიდავს, რომლებიც ეკოლოგიაზე ზრუნავენ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას უჭერენ მხარს.
Sustainable practices lift a retailer’s top line by attracting consumers looking to support environmentally friendly sellers and products.
610546.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ეს აგრეთვე ხელს უწყობს წმინდა მოგების ზრდასაც ხარჯების შემცირების გამო.
They also help the bottom line by reducing costs.
610547.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგალითად, ამაზონის მიერ შესაფუთ მასალაზე ეკონომიის შედეგად, იზრდება მომსახურების ხარისხი და იზოგება შეფუთვის ხარჯები.
For example, Amazon.com’s reduced-packaging efforts increase customer convenience and eliminate “wrap rage” while at the same time save packaging costs.
610548.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ხოლო გარემოს დაცვის თვალსაზრისით ეფექტური მაკდონალდსის რესტორანი არა მარტო მისაღები და მიმზიდველია მომხმარებლისათვის და დედამიწის დაცვაში გვეხმარება, არამედ გაცილებით ნაკლები ხარჯები სჭირდება მართვისათვის.
And an earth-friendly McDonald’s restaurant not only appeals to customers and helps save the planet but also costs less to operate.
610549.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
„ეკოლოგიურად სუფთა საცალო ვაჭრობა კიდევ ერთ ლეგიტიმურ განმასხვავებელ ელემენტად იქცა საცალო ვაჭრობის ბრენდის დამახასიათებელ ფორმულაში და იგი ამასთანავე სავსებით ამართლებს მასზე დახარჯულ ინვესტიციას“.
“Green retailing has recently become another legitimate differentiator in the retail brand equation, and it creates significant quick-hit ROI opportunities, as well."
610550.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მსხვილი საცალო მოვაჭრეების გლობალური ექსპანსია.
Global Expansion of Major Retailers.
610551.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
გამორჩეული სიდიდის და ბრენდის ძლიერი პოზიციონირების მქონე საცალო მოვაჭრეები სულ უფრო ინტენსიურად მიდიან სხვა ქვეყნებისკენ.
Retailers with unique formats and strong brand positioning are increasingly moving into other countries.
610552.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
წლების განმავლობაში აშშ-ის რამდენიმე გოლიათმა საცალო მოვაჭრემ, მაგალითად, მაკდონალდსმა უდიდესი მარკეტინგული ძალისხმევის წყალობით გლობალური აღიარება მოიპოვა.
Over the years, some giant U.S. retailers, such as McDonald’s, have become globally prominent as a result of their marketing prowess.
610553.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
სხვები, მაგალითად, ვოლმარტი, ჯერ კიდევ ცდილობს მსოფლიოში სწრაფად დამკვიდრებას.
Others, such as Walmart, are rapidly establishing a global presence.
610554.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ვოლმარტი, რომელიც დღეს 14 ქვეყანაში 4,000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, ბიზნესის გლობალური განვითარების გასაოცარი პოტენციალის მქონეა.
Walmart, which now operates more than 4,000 stores in 14 countries abroad, sees exciting global potential.
610555.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
2010 წელს, საერთაშორისო ოპერაციებიდან მიღებულმა მოგებამ 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მისი კონკურენტის – თარგეთის საერთო გაყიდვებს (64 მილიონი აშშ დოლარი) 50%-ით აღემატება.
Its international division alone last year racked up sales of more than $100 billion, over 50 percent more than rival Target’s total sales of $63 billion.
610556.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
თუმცა, როდესაც საუბარია გლობალურ ექსპანსიაზე, აშშ-ის საცალო მოვაჭრეები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ევროპისა და აზიის საცალო მოვაჭრეებს.
However, most U.S retailers are still significantly behind Europe and Asia when it comes to global expansion.
610557.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მსოფლიოს მოწინავე 20 საცალო მოვაჭრეს შორის ათი აშშ-ის კომპანიაა და მხოლოდ ოთხმა მათგანმა დააარსა მაღაზიები ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ (ვოლმარტი, ჰოუმ დეპო, სიერსი, კოსტკო).
Ten of the world’s top 20 retailers are U.S. companies, only four of these retailers have established stores outside North America (Walmart, Home Depot, Sears, and Costco).
610558.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მსოფლიოს პირველ ოცეულში შემავალი არაამერიკული ათი საცალო მოვაჭრიდან შვიდს აქვს მაღაზია სულ მცირე ათ ქვეყანაში მაინც.
Of the 10 non-U.S. retailers in the world’s top 20, seven have stores in at least 10 countries.
610559.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
უცხო ქვეყნის საცალო მოვაჭრეებს შორის, რომლებმაც გლობალურად დაიწყეს ვაჭრობა, ფრანგული კარფურისა და ოშანის ქსელები, გერმანული მეტრო და ბრიტანული ტესკო არიან.
Among foreign retailers that have gone global are France’s Carrefour and Auchan chains, Germany’s Metro and Aldi chains, and Britain’s Tesco.
610560.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საქონლის ფასდაკლებით მოვაჭრე ფრანგულმა კარფურმა, ვოლმარტის შემდეგ მსოფლიოში უმსხვილესმა საცალო მოვაჭრემ, აგრესიულ ქმედებებს მიმართა, რომ მისი, როგორც წამყვანი საერთაშორისო საცალო მოვაჭრის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გაეხადა.
French discount retailer Carrefour, the world’s second-largest retailer after Walmart, has embarked on an aggressive mission to extend its role as a leading international retailer.