მოიძებნა 668044 ჩანაწერი
610521.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მისი ახალი, ეკოლოგიურად მეგობრული რესტორნები ბუნების დაცვისა და მასზე ზრუნვის საკითხების გათვალისწინებითაა მოწყობილი.
Its new eco-friendly restaurants are designed from the bottom up with a whole new eco-attitude.
610522.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგალითად, მაკდონალდსის ახალი, "მწვანე რესტორანი" კარიში (ჩრდილოეთ კაროლინა), ძირითადად მეორადი საშენი მასალითაა აშენებული.
A new “green” McDonald’s in Cary, North Carolina, is built and furnished mostly with reclaimed building materials.
610523.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მანქანების გასაჩერებელი ადგილი დაფარულია ისეთი მოსაპირკეთებელი მასალით, რომელიც სანიაღვრე წყლის შეწოვისა და გაფილტვრის საშუალებას იძლევა და აბრუნებს მას წყლის კონტეინერში.
The parking lot is made with permeable pavers, which absorb and clean stormwater and filter it back into the water table.
610524.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
გარე და შიდა განათებისათვის გამოყენებულია ეკონომიური ელექტრონათურები, რომლებიც 78%- ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და ჩვეულებრივ განათებასთან შედარებით 10-20-ჯერ მეტხანს ძლებს.
Exterior and interior lighting uses energy-efficient LEDs, which consume as much as 78 percent less energy and last 10 to 20 times longer than traditional lighting.
610525.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
რესტორანი მორთულია მძლავრი და გვალვის ამტანი მცენარეებით, რომლებსაც ძალიან მცირე რაოდენობის წყალი სჭირდება.
The restaurant is landscaped with hearty, drought-resistant native plants, which require less water.
610526.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
რესტორნის შიგნით შუშებიანი სახურავიდან შემოდის ბუნებრივი სინათლე და მცირდება ენერგიის გამოყენება.
Inside the restaurant, solar tube skylights bring in natural light and reduce energy use.
610527.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
განათების დახვეწილი სისტემის მეშვეობით დარეგულირებულია შიდა განათება.
A sophisticated lighting system adjusts indoor illumination.
610528.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
სასადილო დარბაზი მეორადი მასალის გამოყენებითაა აგებული (მეორადი კაფელით, მეორადი შუშითა და ცემენტითაა გაკეთებული დახლები).
The dining room is filled with materials made from recycled content (recycled floor tiles, for example, and counters made from recycled glass and concrete).
610529.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
გარემოზე ნაკლები ზემოქმედების გამო შეირჩა შესაბამისი საწმენდი საშუალებები და საღებავები.
Paints and cleaning chemicals were chosen for their low environmental impact.
610530.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგალითად, ჯი-სი-პენის სიმფლი გრინის პროგრამის ფარგლებში შერჩეულია ისეთი პროდუქცია, რომელიც ორგანულია, განახლებადი ან მეორადი მასალიდან დამზადებული.
For example, JCPenney’s Simply Green designation identifies store-brand products that are organic, renewable, or made from recycled content.
610531.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაკდონალდის თითოეული პროდუქტი გარემოზე ზრუნვის კომპონენტს შეიცავს, რომელიც ეხმარება, რომ ნელ-ნელა უკეთესი გახდეს.
Every product with the Simply Green designation helps the environment heal, little by little.
610532.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ასევე, სეიფვეი მომხმარებელს სთავაზობს მის ბრაით გრინის ხაზის საოჯახო პროდუქციას — ბიოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მასალებით დამზადებულ სარეცხის საპნებს, ენერგოეკონომიურ ნათურებს და 100%-იანი მეორადი მასალისგან დამზადებულ ქაღალდს.
Similarly, Safeway offers its own Bright Green line of home care products, featuring cleaning and laundry soaps made with biodegradable and naturally derived ingredients, energy-efficient light bulbs, and paper products made from 100 percent recycled content.
610533.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ასეთი პროდუქცია გაყიდვებსაც უწყობს ხელს და საცალო მოვაჭრის, როგორც გარემოს დაცვაზე მზრუნველის იმიჯსაც ამაღლებს.
Such products can both boost sales and lift the retailer’s image as a responsible company.
610534.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
„როგორც არასდროს, მომხმარებელმა უკეთ იცის, როგორი ქცევა და არჩევანი ახდენს გავლენას ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროზე“, - აცხადებს სეიფ ვეის მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი.
“More than ever, our consumers are aware of the choices and behaviors that affect the world around us,” says a Safeway marketing executive.
610535.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ბევრმა საცალო მოვაჭრემ წამოიწყო ისეთი პროგრამები, რომლებიც მომხმარებლებს ეხმარება უფრო იოლად მიიღონ გარემოზე ზრუნვის გადაწყვეტილებები.
Many retailers have also launched programs that help consumers make more environmentally responsible decisions.
610536.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
სტეიპელს ეკო-იზის პროგრამა მომხმარებელს ხელს უწყობს, მის მაღაზიებში გასაყიდად წარმოდგენილი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის არჩევაში და აადვილებს პრინტერის კარტრიჯების, მობილური ტელეფონების, კომპიუტერებისა და სხვა საოფისე პროდუქციის მეორადად გამოყენებას.
Staples’ EcoEasy program helps customers identify green products sold in its stores and makes it easy to recycle printer cartridges, cell phones, computers, and other office technology products.
610537.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
სტეიპელსი ყოველ წელს აწარმოებს 30 მილიონი ცალი პრინტერის კარტრიჯსა და 4 მილიონი ფუნტის წონის ელექტროსაქონელს მეორადი მოხმარებისთვის.
Staples recycles some 30 million printer cartridges and four million pounds of electronic waste each year.
610538.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ბესთბაის "გრინერ თუგეზერის" პროგრამაც ასევე ეხმარება მომხმარებლებს, შეარჩიონ უფრო ენერგოდამზოგავი ახალი პროდუქტები და მეორად გადამუშავებაში გაუშვან ნახმარი საქონელი.
Similarly, Best Buy’s “Greener Together” program helps customers select more energy-efficient new products and recycle old ones.
610539.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
დაბოლოს, მრავალი დიდი საცალო მოვაჭრე დისტრიბუტორებთან და მომწოდებლებთან ერთობლივი ძალისხმევით აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, შესაფუთ და სადისტრიბუციო სისტემებს.
Finally, many large retailers are joining forces with suppliers and distributors to create more sustainable products, packaging, and distribution systems.
610540.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგალითად, ამაზონი მჭიდროდ თანამშრომლობს მწარმოებლებთან, რომელთა პროდუქციასაც ყიდის, რათა შეამციროს და გაამარტივოს შეფუთვა.
For example, Amazon.com works closely with the producers of many of the products it sells to reduce and simplify their packaging.