მოიძებნა 668044 ჩანაწერი
610601.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
კერძო ბითუმად მოვაჭრეები მოიცავენ ორ ფართო ჯგუფს: სრული მომსახურების ბითუმად მოვაჭრეებსა და შეზღუდული მომსახურების ბითუმად მოვაჭრეებს.
Merchant wholesalers include two broad types: full-service wholesalers and limited-service wholesalers.
610602.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
სრული მომსახურების ბითუმად მოვაჭრეები უზრუნველყოფენ სრულ მომსახურებას, მაშინ, როდესაც შეზღუდული მომსახურების ბითუმად მოვაჭრეები თავიანთ მომმარაგებლებსა და მყიდველებს უფრო ნაკლებ მომსახურებას სთავაზობენ.
Full-service wholesalers provide a full set of services, whereas the various limited-service wholesalers offer fewer services to their suppliers and customers.
610603.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
სადისტრიბუციო არხში სხვადასხვა ტიპის შეზღუდული მომსახურების ბითუმად მოვაჭრე ბევრ სპეციალიზებულ, განსაკუთრებულ ფუნქციას ასრულებს.
The different types of limited-service wholesalers perform varied specialized functions in the distribution channel.
610604.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ბროკერები და აგენტები განსხვავდებიან კერძო ბითუმად მოვაჭრეებისაგან ორი ნიშნით.
Brokers and agents differ from merchant wholesalers in two ways.
610605.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საქონელზე მათ იურიდიული პასუხისმგებლობა არა აქვთ და მხოლოდ რამდენიმე ფუნქციას ასრულებენ.
They do not take title to goods, and they perform only a few functions.
610606.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ისინი, ძირითადად, სპეციალიზდებიან პროდუქციის სერიის ან მომხმარებლის ტიპის მიხედვით.
They generally specialize by product line or customer type.
610607.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ბროკერი მყიდველს და გამყიდველს ერთმანეთთან აკავშირებს და მოლაპარაკებების წარმოებაში ეხმარება.
A broker brings buyers and sellers together and assists in negotiation.
610608.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
აგენტი უფრო ხანგრძლივად წარმოადგენს მყიდველებსა და გადამყიდველებს.
Agents represent buyers or sellers on a more permanent basis.
610609.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მეწარმის აგენტები (ე.წ. მეწარმის წარმომადგენლები) საბითუმო მოვაჭრის აგენტების ყველაზე მარტივი ტიპია.
Manufacturers’ agents (also called manufacturers’ representatives) are the most common type of agent wholesaler.
610610.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საბითუმო ვაჭრობის მესამე ძირითადი ტიპია მწარმოებლის გაყიდვის ფილიალები და ოფისები - საბითუმო ვაჭრობა ხორციელდება უშუალოდ მწარმოებელსა და მყიდველს შორის და არა დამოუკიდებელი ბითუმად მოვაჭრეების მეშვეობით.
The third major type of wholesaling is done in manufacturers’ sales branches and offices by sellers or buyers themselves rather than through independent wholesalers.
610611.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ბითუმად მოვაჭრის მარკეტინგული გადაწყვეტილება.
Wholesaler Marketing Decisions.
610612.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
დღესდღეობით ბითუმად მოვაჭრეები მზარდ კონკურენტულ ზეწოლას განიცდიან მომთხოვნი მომხმარებლის, ახალი ტექნოლოგიების, დიდი სამრეწველო საწარმოების, სხვადასხვა სახის ორგანიზაციებისა და საცალო მოვაჭრეთა პირდაპირი შესყიდვის პროგრამების მხრიდან.
Wholesalers now face growing competitive pressures, more demanding customers, new technologies, and more direct-buying programs on the part of large industrial, institutional, and retail buyers.
610613.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
აქედან გამომდინარე, მათ ახლებურად უნდა შეხედონ მარკეტინგულ სტრატეგიებს.
As a result, they have taken a fresh look at their marketing strategies.
610614.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
როგორც საცალო მოვაჭრეების შემთხვევაში, მათი მარკეტინგული გათვლებიც გულისხმობს გადაწყვეტილებების მიღებას სეგმენტაციისა და მიზნობრივი ბაზრების, დიფერენციაციისა და პოზიციონირების კუთხით — ეს არის პროდუქციისა და სერვისის ასორტიმენტი, ფასები, სტიმულირება და დისტრიბუცია.
As with retailers, their marketing decisions include choices of segmentation and targeting, differentiation and positioning, and the marketing mix—product and service assortments, price, promotion, and distribution.
610615.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
გადაწყვეტილებები სეგმენტაციის, მიზნობრივი ბაზრის შერჩევის დიფერენციაციისა და პოზიციონირების შესახებ.
Segmentation, Targeting, Differentiation, and Positioning Decisions.
610616.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ისევე, როგორც საცალო მოვაჭრეებმა, ბითუმად მოვაჭრეებმაც დამოუკიდებლად ეფექტურად უნდა განსაზღვრონ თავიანთი სამიზნე ბაზრები და პოზიციონირება.
Like retailers, wholesalers must segment and define their target markets and differentiate and position themselves effectively.
610617.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მათ შეუძლიათ მიზნობრივი ჯგუფის შერჩევა მყიდველის რაოდენობის (მხოლოდ მსხვილი საცალო მოვაჭრეები), მყიდველის ტიპის (მხოლოდ სპეციალიზებული მაღაზიები), მომსახურების მოთხოვნილების (კრედიტის მსურველი მომხმარებელი), ან სხვა ფაქტორების მიხედვით.
They can choose a target group by size of customer (large retailers only), type of customer (convenience stores only), the need for service (customers who need credit), or other factors.
610618.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მიზნობრივი ჯგუფის ფარგლებში მათ შეუძლიათ უფრო ხელსაყრელი მყიდველის განსაზღვრა, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი შეთავაზებების შემუშავება და უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
Within the target group, they can identify the more profitable customers, design stronger offers, and build better relationships with them.
610619.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მათ ასევე შეუძლია ავტომატური ხელახალი შეკვეთების სისტემის ჩამოყალიბება, ტრენინგის მართვისა და საკონსულტაციო სისტემების შექმნა და ნებაყოფლობით საწყისებზე დაფუძნებული მიწოდების ქსელის დაფინანსება.
They can propose automatic reordering systems, establish management training and advisory systems, or even sponsor a voluntary chain.
610620.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მათ შეუძლიათ ნაკლებად მომგებიან მყიდველებს მოსთხოვონ დიდი მოცულობით შესყიდვების გაკეთება, ან დააწესონ მომსახურების გადასახადი.
They can discourage less-profitable customers by requiring larger orders or adding service charges to smaller ones.