მოიძებნა 668044 ჩანაწერი
610881.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
"წლების განმავლობაში ისინი ითხოვდნენ მრავალფეროვან არჩევანს სამხრეთ ონტარიოს ნაწილში“, ეს ის ადგილია, სადაც ადრე უფრო მეტი ძროხა იყო, ვიდრე ადამიანი.
“For years residents have been asking for more choices in the south Ontario area,” a growing suburb populated formerly by more cows than people.
610882.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
რა არის ფრეშ & იზი?
What is Fresh & Easy?
610883.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოდი, ფრეშ & იზის გასტრონომების ქსელის დამფუძნებელი ტესკო გავიცნოთ.
To answer that question, let’s step back and look at the company behind the Fresh & Easy grocery chain— Tesco.
610884.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
თქვენ შესაძლოა ტესკოს შესახებ არაფერი გსმენიათ, მაგრამ იცოდეთ, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საცალო მოვაჭრეა.
You may not have heard of Tesco, but it’s one of the world’s hottest retailers.
610885.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
მისი პირველი მაღაზია ლონდონში 1919 წელს გაიხსნა, რომელიც გასტრონომიულ პროდუქტს ყიდდა.
The first Tesco opened its doors in London in 1919, selling surplus groceries.
610886.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
შემდეგ, წლების განმავლობაში, იგი დიდ ბრიტანეთში ტრადიციულ გასტრონომთა ქსელად და ერთ-ერთ უდიდეს კომპანიად გარდაიქმნა, რომელიც ქვეყნის გასტრონომიული პროდუქციის 15%-ს ყიდდა.
In the decades that followed, it developed into a traditional grocery store chain and one of the biggest in the United Kingdom, selling 15 per cent of the country’s groceries.
610887.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
მაგრამ 1997 წელს ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტერი ლეაჰიმ საოცრება ჩაიდინა.
But in 1997, new CEO Terry Leahy performed a truly amazing feat.
610888.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
მისი ხელმძღვანელობით ტესკო მსოფლიოში სიდიდით მესამე საცალო მოვაჭრედ გადაიქცა, ვოლმარტისა და კარფურის შემდეგ.
Under Leahy’s direction, Tesco became the third largest retailer in the world, trailing only Walmart and France’s Carrefour.
610889.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
13 წელიწადში ლეაჰიმ 4,000- ზე მეტი მაღაზია გახსნა და ტესკოს მაღაზიების საერთო რაოდენობა 4,800-მდე აიყვანა.
In just 13 years, Leahy opened more than 4,000 stores, bringing Tesco’s current total to over 4,800.
610890.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
ლეაჰის ხელმძღვანელობით ტესკო მხოლოდ გასტრონომიული პროდუქტების გაყიდვიდან ზოგადად მრავალფეროვანი საქონლის გამყიდველ მთავარ პუნქტად გარდაიქმნა.
Under Leahy’s leadership, Tesco grew from selling mostly groceries to becoming a major force in general merchandise.
610891.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
ამ მეგა საცალო მოვაჭრის პორტფელი ვოლმარტის ტიპის სუპერცენტრებს, დიდი ზომის სუპერმარკეტებს, ვოლგრინის სტილის მაღაზიებს და არასაკვები პროდუქტების ფასდაკლების მაღაზიებსაც მოიცავს.
The mega-retailers portfolio now includes Walmartstyle supercenters, full-sized supermarkets, Walgreens-style stores, and even nonfood discount stores.
610892.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
მისი საცალო ვაჭრობის საერთო ფართობი 94 მილიონი კვადრატული მეტრია, მასში დასაქმებულია 472,000 ადამიანი.
With 94 million total square feet of retail space, the company employs 472,000 people.
610893.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
ლეაჰის მოღვაწეობის დროს ტესკოს ბაზრის წილი დიდ ბრიტანეთში გაორმაგდა, 30% შეადგინა და იგი უკვე 6-ის ნაცვლად, 14 ქვეყანაშია წარმოდგენილი და სულ მალე აზიაში, შუა აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაშიც მოგვევლინება.
During Leahy’s tenure, Tesco’s UK market share doubled to 30 percent as it expanded from 6 to 14 countries, gaining a presence in the emerging economies of Asia, the Middle East, and Eastern Europe.
610894.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
2010 წელს მისმა შემოსავალმა 93 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ 4.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია – ეს ის ციფრებია, რომლებიც დიდი რეცესიის დროსაც კი გაიზარდა.
Revenue soared to $93 billion for 2010 while profits hit $4.7 billion, figures that both grew even during the Great Recession.
610895.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
ყველაფერი კარგად მიდიოდა და, უცებ, 2010 წლის ზაფხულში, 55 წლის ასაკში, ლეაჰიმ პენსიაზე გასვლა მოინდომა.
With everything going its way, Leahy surprisingly announced his retirement in the summer of 2010 at the age of 55.
610896.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
„მე აქ ჩემს საქმეს უკვე მოვრჩი“.
“My work here is done.”
610897.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
ანალიტიკოსმა დარენ შირლიმ თქვა: „იგი ბრიტანეთის ერთ-ერთ დიად ბიზნესმენად უნდა მივიჩნიოთ.“
“He must surely be written up as one of Britain’s greatest businessmen,” proclaimed analyst Darren Shirley.
610898.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
„სახელმძღვანელოს სავარჯიშოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ტესკოს ბრენდის განვითარების, გავრცობისა და გაძლიერების მაგალითი გეოგრაფიული და პროდუქტის ასორტიმენტის თვალსაზრისით“.
“The way that the Tesco brand has been developed, extended, and enhanced by geography and category has been a textbook exercise”.
610899.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
გარდა იმისა, რომ ლეაჰიმ კომპანიის ზრდას შეუწყო ხელი, მან გასტრონომიის ბიზნესი და ფასდაკლების საცალო ვაჭრობა მყიდველთან დააახლოვა სპეციალური პროგრამის – ტესკო ქლაბ ქარდის მეშვეობით.
In addition to expanding the company, Leahy was known for bringing the business of grocery and discount retailing closer to the shopper with the Tesco Clubcard, an incentive-based loyalty program.
610900.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. კომპანიის მაგალითი
ტესკოს რესურსებისა და მდგომარეობის პირობებში მხოლოდ დრო სჭირდებოდა აშშ-ის ბაზრების დასაპყრობად.
With Tesco’s resources and momentum, it was only a matter of time before it made a move to crack the U.S. market.