მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611321.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ეს შედეგი მიგვითითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელი რეკლამისგან ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ მეტ ინფორმაციას იღებს, მეისის მაღაზიებში მომხმარებელი თავს კმაყოფილად მაინც ვერ გრძნობს.
These results suggest that although promotion is creating awareness, Macy’s stores aren’t giving consumers the satisfaction they expect.
611322.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ამდენად, მეისისმა უნდა გააუმჯობესოს ხარისხი და ამავე დროს ჰქონდეს წარმატებული საკომუნიკაციო პროგრამა.
Therefore, Macy’s needs to improve the shopping experience while staying with the successful communications program.
611323.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
შედარებისათვის წარმოიდგინეთ, კვლევამ გვიჩვენა, რომ მომხმარებელთა მხოლოდ 40% იცნობს რა სახის პროდუქცია აქვს მას და რა ღონისძიებებს ატარებს მყიდველთა მისაზიდად, მათგან მხოლოდ 30%-მა ახლახან რაღაც შეიძინა ამ მაღაზიაში, ხოლო მყიდველთა 80%, რომელიც რამეს ყიდულობდა აქ, კვლავაც დაბრუნდა საყიდლებზე.
In contrast, suppose research shows that only 40 percent of area consumers are aware of the store’s merchandise and events, only 30 percent of those aware have shopped recently, but 80 percent of those who have shopped return soon to shop again.
611324.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ამ შემთხვევაში, მეისისმა უნდა გააძლიეროს მისი პროდუქციის სტიმულირების სარეკლამო პროგრამა, რათა ისარგებლოს თავისი პოტენციური უპირატესობით და კლიენტების კმაყოფილება გამოიწვიოს.
In this case, Macy’s needs to strengthen its promotion program to take advantage of its power to create customer satisfaction.
611325.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
სტიმულირების ბიუჯეტისა და ერთიანი საკომუნიკაციო კომპლექსის შედგენა.
Setting the Total Promotion Budget and Mix.
611326.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ზემოთ ჩვენ განვიხილეთ, როგორ ხდება სამიზნე აუდიტორიისათვის ინფორმაციის დაგეგმვა და მიწოდება.
We have looked at the steps in planning and sending communications to a target audience.
611327.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მაგრამ როგორ ადგენს კომპანია თავის მასტიმულირებელი კომპლექსის ბიუჯეტს და სტიმულირების ძირითად მექანიზმებს მასტიმულირებელი კომპლექსის მისაღებად?
But how does the company determine its total promotion budget and the division among the major promotional tools to create the promotion mix?
611328.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
რომელი პროცესის მეშვეობით ურევს იგი ერთმანეთში სხვადასხვა მექანიზმს იმისათვის, რომ შექმნას ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია?
By what process does it blend the tools to create integrated marketing communications?
611329.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
სტიმულირების მთლიანი ბიუჯეტის შედგენა.
Setting the Total Promotion Budget.
611330.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ერთ-ერთი ყველაზე რთული მარკეტინგული გადაწყვეტილებაა, რა თანხა უნდა დახარჯოს კომპანიამ სტიმულირებაზე.
One of the hardest marketing decisions facing a company is how much to spend on promotion.
611331.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
უნივერმაღების მაგნატმა, ჯონ უანამეიკერმა ერთხელ განაცხადა: „ვიცი, რომ ჩემ მიერ რეკლამაში გადახდილი თანხის ნახევარი გადაყრილია, მაგრამ არ ვიცი, რომელ ნახევარზეა საუბარი."
John Wanamaker, the department store magnate, once said, “I know that half of my advertising is wasted, but I don’t know which half."
611332.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
2 მილიონი აშშ დოლარი დავხარჯე რეკლამაზე და არც კი ვიცი, ეს საკმარისია თუ ორჯერ მეტია საჭირო.
I spent $2 million on advertising, and I don’t know if that is half enough or twice too much.
611333.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ამდენად, არ არის გასაკვირი, რომ კომპანიები და მრეწველობის სფეროები იმის მიხედვით განსხვავდებიან, რამდენს ხარჯავენ სტიმულირებაზე.
Thus, it is not surprising that industries and companies vary widely in how much they spend on promotion.
611334.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ასეთი დანახარჯები შესაძლოა სამომხმარებლო საქონლის გაყიდვების 10-12%-ს, კოსმეტიკის 14%-ს და სამრეწველო მანქანათმშენებლობის პროდუქციის მხოლოდ 1%-ს მოიცავდეს.
Promotion spending maybe 10–12 percent of sales for consumer packaged goods, 14 percent for cosmetics, and only 1 percent for industrial machinery products.
611335.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მრეწველობის კონკრეტულ სფეროში შევხვდებით როგორც ბევრის, ისე ცოტას მხარჯველებს.
Within a given industry, both low and high-spenders can be found.
611336.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
როგორ საზღვრავს კომპანია თავის სტიმულირების ბიუჯეტს?
How does a company determine its promotion budget?
611337.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
არსებობს ოთხი მთავარი მეთოდი, რომლითაც განისაზღვრება მასტიმულირებელი კომპლექსის ბიუჯეტი, ეს არის: ხელმისაწვდომობა, გაყიდვის პროცენტი, კონკურენტუნარიანი პარიტეტი, მიზანი და ამოცანა.
Here, we look at four common methods used to set the total budget for advertising: the affordable method, the percentage-of-sales method, the competitive-parity method, and the objective-and-task method.
611338.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ხელმისაწვდომობის მეთოდი.
Affordable Method.
611339.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ზოგიერთი კომპანია იყენებს ბიუჯეტის შედგენის ხელმისაწვდომობის მეთოდს.
Some companies use the affordable method.
611340.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ისინი საზღვრავენ მასტიმულირებელი კომპლექსის ბიუჯეტს ისეთ დონეზე, რომელსაც, მათი აზრით, კომპანია გასწვდება.
They set the promotion budget at the level they think the company can afford.