მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611301.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ის შეტყობინებები, რომლებსაც ქმნიან სანდო წყაროები, უფრო მეტად დამაჯერებელია.
Messages delivered by highly credible sources are more persuasive.
611302.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ამდენად, მრავალი კვების კომპანია ექიმებსა და ჯანდაცვის მომსახურების უზრუნველმყოფ სხვა მუშაკებს მოუწოდებს, პაციენტებთან რეკლამა გაუწიონ ამა თუ იმ კონკრეტულ საკვებ პროდუქტს.
Thus, many food companies promote to doctors, dentists, and other healthcare providers to motivate these professionals to recommend specific food products to their patients.
611303.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მარკეტოლოგები ქირაობენ ცნობილ ადამიანებსაც სპორტსმენებს, მსახიობებს, მუსიკოსებსა და ხშირად მულტფილმის გმირებსაც კი, რათა შესაბამის მყიდველს დაეხმარონ და მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია.
Marketers hire celebrity endorsers—well-known athletes, actors, musicians, and even cartoon characters— to deliver their messages.
611304.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
სარა ჯესიკა პარკერი გარბიერს უკეთებს რეკლამას, ხოლო კით რიჩარდსი — ლუი ვუტონს .
Sarah Jessica Parker speaks for Garnier and Keith Richards endorses Louis Vuitton.
611305.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
კალათბურთის ნაციონალური ასოციაციის სუპერვარსკვლავები მონაწილეობენ ნაიკის, მაკდონალდსისა და კოკა-კოლას რეკლამებში.
A host of NBA superstars lend their images to brands such as Nike, McDonald's, and Coca-Cola.
611306.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მაგრამ კომპანიებმა დაკვირვებით უნდა შეარჩიონ ცნობილი ადამიანები თავიანთი პროდუქტის რეკლამისათვის.
However, companies must be careful when selecting celebrities to represent their brands.
611307.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
არასწორი ადამიანის არჩევანს შესაძლოა იმიჯის შელახვა მოჰყვეს.
Picking the wrong person can result in a tarnished image.
611308.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მაგალითად, კელოგმა კონტრაქტი შეუწყვიტა ოლიმპიურ მოცურავე მაიკლ ფელპსს მას შემდეგ, რაც იგი მარიხუანას მოხმარებაში ამხილეს.
For example, the Kellogg Company dismissed Olympic swimmer Michael Phelps after he was caught on video smoking marijuana.
611309.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
კიდევ მრავალი ბრენდი აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში როდესაც გოლფის მოთამაშე თაიგერ ვუდსის პირადი პრობლემები საჯაროდ გახმაურდა, მისი უმწიკვლო იმიჯი შეილახა.
And more than a dozen big brands faced embarrassment when golfer Tiger Woods’ personal problems were publically exposed, tarnishing his previously pristine image.
611310.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
გეთორეიდმა, ეი-თი & თიმ და ექსენჩერმა სწრაფად დაასრულეს მასთან ურთიერთობა, ხოლო ნაიკმა, ჯილეთმა, ია სპორტსმა და სხვებმა იმ იმედით არ გაწყვიტეს კავშირი გოლფის ვარსკვლავთან, რომ მაყურებელი აპატიებდა მას.
Gatorade, AT&T, and Accenture abruptly ended their associations with Woods; Nike, Gillette, EA Sports, and others stayed with the troubled golf superstar in hopes that the public would forgive his indiscretions.
611311.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ერთ-ერთი ექსპერტის აზრით, „შეთანხმებული „ქორწინება“ ბრენდებსა და ცნობილ ადამიანებს შორის, საკმაოდ სარისკოა“.
“Arranged marriages between brands and celebrities are inherently risky,” notes one expert.
611312.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
„ასეთი ადამიანების 99% ბრენდის პარტნიორებისათვის საკმაოდ კარგ სამუშაოს ასრულებენ, – აცხადებს მეორე, – ხოლო 1% ვერაფერს ახერხებს“.
“Ninety-nine percent of celebrities do a strong job for their brand partners,” says another, “and 1 percent goes off the rails”.
611313.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
შეფასებების ერთად თავმოყრა.
Collecting Feedback.
611314.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მას შემდეგ, რაც შეტყობინებას გაუშვებს, მარკეტოლოგმა უნდა შეაფასოს მისი გავლენა სამიზნე აუდიტორიაზე.
After sending the message, the communicator must research its effect on the target audience.
611315.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ეს მოიცავს პირდაპირ კითხვების დასმას – რამდენად ახსოვთ შეტყობინება, რამდენჯერ ნახეს იგი, რა ნიუანსები დაამახსოვრდათ, როგორი განწყობა აქვთ მისადმი, როგორია კომპანიისა და პროდუქტის მიმართ მათი ამჟამინდელი და წარსული დამოკიდებულება.
This involves asking the target audience members whether they remember the message, how many times they saw it, what points they recall, how they felt about the message, and their past and present attitudes toward the product and company.
611316.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მარკეტოლოგს ასევე წაადგება ამ შეტყობინების შედეგად გამოწვეული ქცევის ანალიზიც – რამდენმა ადამიანმა შეიძინა პროდუქტი, რამდენმა უამბო სხვას მის შესახებ ან ეწვია თუ არა მაღაზიას.
The communicator would also like to measure behavior resulting from the message—how many people bought the product, talked to others about it, or visited the store.
611317.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მარკეტინგული კომუნიკაციის შედეგად მიღებული შეფასების შემდეგ შესაძლოა შესაბამისი შესწორებები შევიდეს სარეკლამო პროგრამაში ან უშუალოდ პროდუქტთან მიმართებით.
Feedback on marketing communications may suggest changes in the promotion program or in the product offer itself.
611318.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მაგალითად, მეისისი ტელე და საგაზეთო რეკლამებს იმისათვის იყენებს, რომ რეგიონის მომხმარებლებს მისი მაღაზიების, მომსახურებისა და სარეკლამო ღონისძიებების შესახებ შეატყობინოს.
For example, Macy’s uses television and newspaper advertising to inform area consumers about its stores, services, and merchandising events.
611319.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
კვლევით დადგინდა, რომ ამა თუ იმ რეგიონში მყიდველთა 80%-მა ნახა მაღაზიის რეკლამა და იცის მისი საქონლისა და გაყიდვების შესახებ.
Suppose feedback research shows that 80 percent of all shoppers in an area recall seeing the store’s ads and are aware of its merchandise and sales.
611320.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მათი 60% ეწვია მაღაზიას გასულ თვეს, მაგრამ მხოლოდ 20% თუ იყო კმაყოფილი.
Sixty percent of these shoppers have visited a store in the past month, but only 20 percent were satisfied.