მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611461.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ინტეგრირებული მარკეტინგული კომპლექსი უზრუნველყოფს შესაბამის კომუნიკაციას საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე მაშინ, როდესაც ეს კლიენტებს სჭირდებათ.
An integrated promotion mix ensures that communications efforts occur when, where, and how customers need them.
611462.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ინტეგრირებული მასტიმულირებელი კომპლექსის მისაღწევად კომპანიის ყველა ფუნქციონალური რგოლი ერთობლივად უნდა მუშაობდეს, რომ მარკეტინგული კომუნიკაცია წარმატებული იყოს.
To achieve an integrated promotion mix, all of the firm’s functions must cooperate to jointly plan communications efforts.
611463.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ბევრი კომპანია თვით მომხმარებლებს, მომწოდებლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც კი რთავს სხვადასხვა ეტაპზე.
Many companies even include customers, suppliers, and other stakeholders at various stages of communications planning.
611464.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ამასთან, გაფანტულ თუ არასტრუქტურულ სარეკლამო აქტივობებს შესაძლოა სუსტი მარკეტინგული კომუნიკაციის ეფექტი და პროდუქტის ბუნდოვანი პოზიციონირება მოჰყვეს.
Scattered or disjointed promotional activities across the company can result in diluted marketing communications impact and confused positioning.
611465.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
პირიქით, ინტეგრირებული მასტიმულირებელი კომპლექსი მაქსიმალურად ზრდის კომპანიის ყველა სახის სტიმულირების ძალისხმევის კომბინირებულ ეფექტს.
By contrast, an integrated promotion mix maximizes the combined effects of all a firm’s promotional efforts.
611466.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
სოციალურად პასუხისმგებელი მარკეტინგული კომუნიკაცია.
Socially Responsible Marketing Communication.
611467.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მასტიმულირებელი კომპლექსის ასაგებად კომპანიას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მრავალი სამართლებრივი თუ ეთიკური საკითხი, რომელიც თან სდევს მარკეტინგულ კომუნიკაციას.
In shaping its promotion mix, a company must be aware of the large body of legal and ethical issues surrounding marketing communications.
611468.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მარკეტოლოგთა უმეტესობა ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ კომუნიკაცია მყიდველებთან ღია და გულახდილი იყოს.
Most marketers work hard to communicate openly and honestly with consumers and resellers.
611469.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც იჩენს თავს და ამიტომაც სახელმწიფო პოლიტიკის შემქმნელებმა შეიმუშავეს კანონებისა და წესების თითქმის ყოვლისმომცველი ბაზა რეკლამის, გაყიდვების სტიმულირების, პერსონალური გაყიდვების და პირდაპირი მარკეტინგის სამართავად.
Still, abuses may occur, and public policymakers have developed a substantial body of laws and regulations to govern advertising, sales promotion, personal selling, and direct marketing.
611470.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ამ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ რეკლამასთან, გაყიდვების ხელშეწყობასა და პერსონალურ გაყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს.
In this section, we discuss issues regarding advertising, sales promotion, and personal selling.
611471.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
პირდაპირი მარკეტინგის შესახებ კი მე-17 თავში ვისაუბრებთ.
We discuss issues regarding direct marketing in Chapter 17.
611472.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
რეკლამა და გაყიდვების ხელშეწყობა.
Advertising and Sales Promotion.
611473.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
კანონის მიხედვით, კომპანიებმა თავიდან უნდა აიცილონ მცდარი ან ცრუ რეკლამა.
By law, companies must avoid false or deceptive advertising.
611474.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
რეკლამის შემქმნელებმა არ უნდა გააკეთონ არასწორი განცხადება, როგორიცაა, მაგალითად, მტკიცება, რომ ესა თუ ის პროდუქტი კურნავს რაიმე დაავადებას, როდესაც რეალურად ეს ასე არ არის.
Advertisers must not make false claims, such as suggesting that a product cures something when it does not.
611475.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მათ მაქსიმალურად უნდა აარიდონ თავი ისეთ რეკლამებს, რომლებიც პოტენციურად შეცდომაში შემყვანია, თუმცა, ფაქტობრივად, შესაძლოა არც არავინ მოტყუვდეს.
They must avoid ads that have the capacity to deceive, even though no one actually may be deceived.
611476.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
შეუძლებელია გაკეთდეს ავტომობილის რეკლამა და ითქვას, რომ მას სჭირდება 32 ლიტრი ბენზინი, თუ ეს რეალურად ასე არ არის.
An automobile cannot be advertised as getting 32 miles per gallon unless it does so under typical conditions.
611477.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
გამყიდველებმა თავი უნდა აარიდონ ცრუ რეკლამას, რომელიც მყიდველებს არასწორად იზიდავს.
Sellers must avoid bait-and-switch advertising that attracts buyers under false pretenses.
611478.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მაგალითად, დიდმა საცალო მოვაჭრემ საკერავი მანქანის რეკლამა გააკეთა და მას 179 დოლარი დაადო.
For example, a large retailer advertised a sewing machine at $179.
611479.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ასეთი ქმედებები არაეთიკური და უკანონოა.
Such actions are both unethical and illegal.
611480.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
გარდა ამისა, მიმდინარეობს კომპანიის მიერ გაყიდვების ხელშეწყობის ღონისძიებების აქტიური რეგულირება.
A company’s trade promotion activities also are closely regulated.