მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611401.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ყიდვის პროცესის გარკვეულ ეტაპზე ყველაზე ეფექტური იარაღია პერსონალური გაყიდვა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ყალიბდება მყიდველთა პრიორიტეტები, შეფასებები და მოქმედებები.
Personal selling is the most effective tool at certain stages of the buying process, particularly in building up buyers’ preferences, convictions, and actions.
611402.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
იგი მოიცავს პერსონალურ ურთიერთობას ორ ან მეტ ადამიანს შორის, ისე რომ თითოეულს შეუძლია განიხილოს სხვისი მოთხოვნილებები, მახასიათებლები და განახორციელოს სწრაფი ცვლილებები.
It involves personal interaction between two or more people, so each person can observe the other’s needs and characteristics and make quick adjustments.
611403.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
პერსონალური გაყიდვა სხვადასხვა სახის ურთიერთდამოკიდებულების გამოვლენის საშუალებასაც იძლევა, პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობებით დაწყებული და პირადი, მეგობრული ურთიერთობებით დამთავრებული.
Personal selling also allows all kinds of customer relationships to spring up, ranging from matter-of-fact selling relationships to personal friendships.
611404.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ეფექტურ გამყიდველს მყიდველის ინტერესები გულთან ახლოს მიაქვს, რათა დაამყაროს გრძელვადიანი კავშირები.
An effective salesperson keeps the customer’s interests at heart to build a long-term relationship by solving a customer’s problems.
611405.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თავის მხრივ, მყიდველს პერსონალური გაყიდვის დროს აქვს მოსმენისა და რეაგირების მოთხოვნილება.
Finally, with personal selling, the buyer usually feels a greater need to listen and respond.
611406.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თუმცა, ამ უნიკალურ თვისებებს სათანადო ხარჯი აქვს.
These unique qualities come at a cost, however.
611407.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
გაყიდვების ამგვარი ძალისხმევა მოითხოვს უფრო გრძელვადიან ვალდებულებებს, ვიდრე ეს რეკლამას აქვს - რეკლამა შეიძლება ჩავრთოთ ან გამოვრთოთ, მაგრამ გაყიდვის ხსენებული ძალისხმევის შეცვლა ბევრად ძნელია.
Salesforce requires a longer-term commitment than does advertising— advertising can be turned up or down, but the size of a sales force is harder to change.
611408.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
პერსონალური გაყიდვა წარმოადგენს კომპანიის ყველაზე ძვირად ღირებულ მასტიმულირებელ იარაღსაც, მაგალითად, თითოეული სატელეფონო გაყიდვა აშშ-ის კომპანიებს საშუალოდ 350 დოლარი უჯდებათ, ინდუსტრიის კონკრეტული სფეროდან გამომდინარე.
Personal selling is also the company’s most expensive promotion tool, costing companies on average $350 or more per sales call, depending on the industry.
611409.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
აშშ-ის ფირმები პერსონალურ გაყიდვებზე სამჯერ მეტ თანხას ხარჯავენ, ვიდრე რეკლამაზე.
U.S. firms spend up to three times as much on personal selling as they do on advertising.
611410.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
გაყიდვის სტიმულირება.
Sales Promotion.
611411.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
გაყიდვის სტიმულირება მოიცავს საშუალებათა ფართო ასორტიმენტს სპეციალური კუპონების გამოყენებას, სხვადასხვა შეჯიბრების მოწყობას, ფასდაკლებებს, პრემიების დაწესებას და ა. შ. რომელთაგან თითოეულს ბევრი უნიკალური თვისება აქვს.
Sales promotion includes a wide assortment of tools—coupons, contests, cents-off deals, premiums, and others—all of which have many unique qualities.
611412.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ისინი იზიდავენ მომხმარებელთა ყურადღებას და შესყიდვისათვის ძლიერ წამახალისებელ სტიმულებს ქმნიან, მათი გამოყენება შეიძლება პროდუქტის შეთავაზების გამძაფრებისა და, შესაბამისად, გაყიდვების მაჩვენებლების გაზრდის მიზნით.
They attract consumer attention, offer strong incentives to purchase, and can be used to dramatize product offers and boost sagging sales.
611413.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
გაყიდვის სტიმულირება სწრაფი რეაგირებისაკენ გიბიძგებთ.
Sales promotions invite and reward quick response.
611414.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მაშინ, როდესაც რეკლამა ამბობს: „იყიდეთ ჩვენი პროდუქტი“, გაყიდვის სტიმულირება მოგვიწოდებს: „იყიდეთ ახლა“.
Whereas advertising says, “Buy our product,” sales promotion says, “Buy it now”.
611415.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მიუხედავად ამისა, გაყიდვის სტიმულირების ეფექტები ხშირად მოკლევადიანია, რეკლამისა და პერსონალური გაყიდვებისაგან განსხვავებით, იგი არ არის ეფექტური ბრენდის გრძელვადიან უპირატესობათა შესაქმნელად.
Sales promotion effects are often short lived, however, and often are not as effective as advertising or personal selling in building long-run brand preference.
611416.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
საზოგადოებასთან ურთიერთობა.
Public Relations.
611417.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალზე ეფექტურია, ახალი ამბები, სპონსორობა და სხვადასხვა ღონისძიებები რეკლამებზე უფრო მეტად რეალური და დამაჯერებელია მომხმარებლისათვის.
PR is very believable—news stories, features, sponsorships, and events seem more real and believable to readers than ads do.
611418.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ასევე, საზოგადოებრივი ურთიერთობების საშუალებით კომპანიას შეუძლია მიაღწიოს იმ პირებამდეც, რომლებიც თავს არიდებენ გაყიდვების პერსონალსა და რეკლამებს.
PR can also reach many prospects who avoid salespeople and advertisements.
611419.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
შეტყობინება მყიდველს მიეწოდება, როგორც „ახალი ამბავი“ და არა როგორც გაყიდვებისკენ მიმართული კომუნიკაცია.
The message gets to buyers as “news” rather than as a sales-directed communication.
611420.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
რეკლამის მსგავსად, საზოგადოებრივ ურთიერთობებს შეუძლიათ კომპანიისა თუ პროდუქტის შესახებ წარმოდგენის გამძაფრება.
And, as with advertising, PR can dramatize a company or product.