მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611541.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
სოუბიმ თავიდან დაუმუშავებელი მასალა ონლაინ, მერე კი – პიარ სიტუაციაში გამოიყენა.
SoBe first used the footage online and then in a PR effort.
611542.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
მხოლოდ შემდეგ მოახდინა მან ამ ყველაფრის ტელერეკლამებად გადაქცევა.
Only then did it repurpose the material into TV ads.
611543.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
ონლაინ ინტერაქტიურად წარმოდგენილი მასალიდან სარეკლამო განცხადებების შექმნით, სოუბის შეუძლია დაინახოს, რა იზიდავს ყველაზე მეტად მომხმარებლებს და აიცილოს ძვირად ღირებული ნაბიჯები, როგორიც იყო მისი წინა სუპერთასის გათამაშების რეკლამები.
By creating ads from material that has debuted interactively online, SoBe can see what resonates most with customers and avoid expensive missteps, such as its previous Super Bowl ads.
611544.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
„ჩვენ ვქმნით პროდუქტის ეფექტურობას, მაგრამ ისე, რომ მომხმარებლებს მივცეთ საშუალება, რეაგირება მოახდინონ და შემდეგ სასარგებლო შინაარსის რეკლამები ხელახლა სხვადასხვაგვარად გამოიყენონ“, აცხადებს ფერსთბორნის პრეზიდენტი.
“We’re creating production efficiencies, but it’s more of a strategic decision to let consumers react to different things out there and then reuse [successful content] in a different way,” says the president of Firstborn.
611545.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
კრემბსი ეთანხმება: „იმ დროისათვის, როდესაც ტელევიზიით გავალთ, კულტურის თვალსაზრისით შესაბამისი მასალა უნდა წარმოვადგინოთ“.
Krembs agrees: “By the time we get to TV, we should be referencing something that’s culturally relevant”.
611546.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
მომხმარებლებისათვის შესაბამისი მომსახურების შეთავაზება და მათთან ურთიერთობის წარმოება, როგორც ჩანს, ახალი მიდგომის მნიშვნელოვანი ელემენტია.
Consumer relevance and interaction seem to be the key to the new approach.
611547.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, ეწვიეთ სოუბის ვებგვერდს, სადაც იხილავთ მომხმარებელთა მიერ განთავსებულ შეფასებებს სოუბის არომატების გასინჯვის შემდეგ პირდაპირ ქუჩაში ან კიდევ იხილეთ „ჩაერთე დებატებში“ კომპონენტი, სადაც მომხმარებლები ხმას აძლევენ სოუბის კიდევ ერთ არომატს.
For example, go to the SoBe Website and you’ll see customer testimonials from real on-the-street tastings of SoBe flavors or even a “Join the Debate” feature inviting consumers to vote for the next SoBe flavor.
611548.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
საინტერესოა, რომ სოუბის განსხვავებული საკომუნიკაციო სტრატეგია მაშინ იკვეთება, როდესაც ბრენდი საკმაოდ წარმატებულია.
Interestingly, SoBe’s shifting communication strategy comes at a time when the brand is doing extremely well.
611549.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
ლაიფ ვოთერის აქციების წყალობით, კომპანიის გამრავალფეროვნებული წყლის კატეგორიაში მისი წილი თითქმის გაორმაგდა და 10.7% მიაღწია.
With its LifeWater efforts, its share of the enhanced water category nearly doubled to 10.7 percent.
611550.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
გასულ წელს, ნულოვანი კალორიების ხაზის გაშვებით, სოუბის მოცულობა 68%-ით გაიზარდა.
Last year, with the launch of a zero-calorie line, SoBe posted a 68 percent rise in volume.
611551.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამდენად, ახალი სარეკლამო მიდგომა კრიზისის დასაძლევად კი არ შემუშავდა, არამედ წარმოდგენილ იქნა, როგორც პროგრესული მცდელობა ახალი სარეკლამო გარემოსადმი მოსარგებად.
So the new advertising approach evolved not to meet a crisis but as a forward-thinking effort to adjust to the new advertising environment.
611552.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამდენად, რეკლამის მწარმოებლებისა და მათი სააგენტოებისათვის, როგორც ბეისბოლის ლეგენდამ, იოგი ბერამ ერთხელ თქვა: „მომავალი ის აღარ არის, რაც აქამდე იყო“.
Thus, for advertisers and their agencies, as oft-misspoken baseball legend, Yogi Berra once said, “The future ain’t what it used to be”.
611553.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
სწრაფად ცვალებად სარეკლამო სამყაროში, სოუბი და სხვა ბრენდები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დახვეწონ ახალი ციფრული და ინტერაქტიური ტექნოლოგიები და მოახდინონ მათი ეფექტური შერწყმა ტრადიციულ მიდგომებთან.
In the fast-changing advertising universe, SoBe and other brands are scrambling to master the new digital and interactive technologies and merge them effectively with traditional approaches.
611554.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
სამაგიეროდ, ასეთი ცვლა სარეკლამო თვალსაზრისით, ტრადიციულ კრეატიულ სააგენტოებს ავალდებულებს, თავიანთ მომსახურებას დაამატონ ციფრული კომპონენტი, ხოლო, ამავე დროს, ახალი ციფრული სარეკლამო სააგენტოები ცდილობენ განავითარონ ბრენდის განმკარგულებლის უნარები.
In turn, the shift in advertising thinking is spurring traditional creative agencies to add digital know-how at the same time that the new digital agencies are trying to build brand-stewardship skills.
611555.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
როგორც რეკლამის მწარმოებლებისათვის, ისე სააგენტოებისათვის მთავარი აზრი ნათელია.
For advertisers and agencies alike, the message is clear.
611556.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
სააგენტოს აღმასრულებლის განცხადებით, „ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი სამუშაო მეთოდისა და სტილის გადახალისება და ტრანსფორმირება“.
Says the agency CEO, “We’ve got to reinvent and transform the way we work”.
611557.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
14.2 ცნობილი ადამიანების მიერ პროდუქტის მხარდაჭერა: კარგი, ცუდი და საშინელი.
14.2 Celebrity Endorsers: The Good, the Bad, and the Ugly.
611558.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
კომპანიები ხშირად უზომო რაოდენობის დროს, ფულსა და სხვა რესურსებს იყენებენ იმისათვის, რომ ცნობილი ადამიანები მოიწვიონ თავიანთი პროდუქციის რეკლამირებისთვის.
Companies often invest large amounts of money, time, and other resources to nurture celebrities as spokespersons for their brands.
611559.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
ზოგჯერ ისინი პროდუქტის მთლიან ხაზსა და პოზიციონირების სტრატეგიას ცნობილი სუპერვარსკვლავების მიხედვით აგებენ.
Sometimes, they even build entire product lines and positions around well-known superstars.
611560.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, ნაიკის ეარ ჯორდანის ხაზი, ან ექსენჩერის დიდი ხნის წინანდელი, მაგრამ შემდეგ მიტოვებული მიდი, გახდი თაიგერი კორპორაციული კამპანია.
For example, Nike’s Air Jordan line or Accenture’s long-running but since abandoned “Go on, Be a Tiger” corporate campaign.