მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611561.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
თუ ბრენდი თავის სახელსა და იმიჯს რომელიმე ცნობილ ადამიანს დაუკავშირებს, ეს მას მეტ მომხიბვლელობას შესძენს.
Linking up with a major celebrity can add substantial interest and appeal to a brand.
611562.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
თუმცა, როგორც 2009 წლის გოლფის საოცარმა მოთამაშემ თაიგერ ვუდსმა გვიჩვენა, ასეთი პარტნიორობა სირთულეებისგან არ არის დაზღვეული.
However, as the spectacular 2009 tumble of pitchman extraordinaire Tiger Woods demonstrated, such partnerships can also create difficulties.
611563.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
როდესაც სკანდალი წარმოიქმნება, ბრენდისა და ცნობილი ადამიანების ურთიერთობები სწრაფად იშლება.
When a scandal strikes, brand-celebrity relationships can sour quickly.
611564.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
1996 წელს 21 წლის ვუდსმა ხელი მოაწერა გარიგებას ნაიკთან, ექსენჩერთან, ჯი-ემთან, თაითლაისთთან და ამერიკან ექსპრესთან.
In 1996, just after going pro, the 21-year-old Woods signed deals with Nike, Accenture, GM, Titleist, and American Express.
611565.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
ოთხი წლის შემდეგ ნაიკმა კონტრაქტს გადახედა და ხელი მოაწერა 105-მილიონდოლარიან შეთანხმებას, რომელიც მისთვის აქამდე ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტი იყო.
Four years later, Nike renegotiated Woods’ contract, signing him to a 5-year, $105 million agreement, one of its biggest ever.
611566.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
ნაიკის ამ დიდი ინვესტიციის გამო მრავალი კითხვა დაისვა – გოლფი ხომ მხოლოდ კონკრეტული – მეტწილად მოსახლეობის შეძლებული სეგმენტის სპორტია და ნაიკი მასში არ იყო სრულად წარმოდგენილი.
Many questioned Nike’s investment—golf was only a niche sport, and Nike had little presence in golf apparel and equipment.
611567.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგრამ ათიოდე წლის წინ თითქმის ვერავინ შეიტანდა ეჭვს ნაიკსა და თაიგერს ვუდსის გარიგებაში.
But less than a decade later, few would question the genius of Nike’s deal with Tiger.
611568.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
ნაიკი ამჟამად ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბრენდია გოლფში.
Nike is now one of the fastest-growing brands in golf.
611569.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
ვუდსის საოცარმა თამაშმა არა მარტო რეკლამა გაუწია მის ბრენდს, არამედ სპორტის ეს სახეობაც განავითარა.
And Wood’s incredible performance on the links not only boosted the Nike brand but also grew the entire sport.
611570.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამგვარად, თაიგერ ვუდსი გახდა მრავალი ისეთი დიდი ბრენდის სახე, როგორებიცაა: ნაიკი, ექსენჩერი, გეთორეიდი, ბიუეკი, ჯილეთი, ეი-თი & თი, ი სპორტსი, თეგ ჰოიერი.
Along the way, Tiger Woods became an official endorser for more than a dozen big brands, including Nike, Accenture, Gatorade, Buick, Gillette, AT&T, EA Sports, and Tag Heuer.
611571.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
მას ყველაზე მეტად გაყიდვად ათლეტად მიიჩნევდნენ, ის გამარჯვებულის არაჩვეულებრივ სახეს წარმოადგენდა - სასიამოვნო შესახედაობის, მოწესრიგებული, მშვიდი, დისციპლინის ნიმუში როგორც სათამაშო მოედანზე, ისე მის გარეთ.
He was considered by many as the world’s most marketable athlete, the perfect picture of a winner—good looking, clean-cut, scandal- free, and the epitome of discipline and focus— both on and off the course.
611572.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
არცერთ კომპანიას არ დაუდია ისეთი დიდი ფსონი თაიგერის სარეკლამო სახეზე, როგორიც ნაიკმა დადო.
No company capitalized more on Tiger’s image than Nike.
611573.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
როგორც ერთ–ერთი ექსპერტი აღნიშნავს, „თაიგერი ისე მჭიდროდ უკავშირდება ნაიკს, რომ თუნდაც სხვა ბრენდებს ხედავდე, მაინც ნაიკი გახსენდება“.
As one branding expert notes, “Tiger is so closely associated with Nike that whether you see [other] brands or not, you think of Nike”.
611574.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
2009 წლის მიწურულს, გვიან ღამით, ხესთან ავტოშეჯახების შემდეგ, გაოგნებულმა საზოგადოებამ შეიტყო, რომ ვითომ უბიწო ვუდსს თურმე ქორწინების მიღმა უამრავ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა.
In late 2009, following a bizarre late-night auto collision with a tree, a shocked public learned that the squeaky-clean Woods had extramarital affairs with more than a dozen women.
611575.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
თაიგერი გაჩუმდა და გოლფისგან პაუზა აიღო.
Tiger went silent and took a hiatus from golf.
611576.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
ვუდსის რეიტინგი, აღიარებული შემფასებელი კომპანიის – დევი ბრაუნის ინდექსის მიხედვით, რომელიც სტანდარტული საზომია იმისა, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის ცნობილი პიროვნება მომხმარებლებზე, მე-11 ადგილიდან 2 258-მდე დაეცა და ვუდსი ისეთი პიროვნებების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიც არიან სენსაციების რეპორტიორი ჯერალდო რივერა, ექსცენტრული სატელევიზიო თოკ-შოუს წამყვანი კეთილი გილფორდი და ვარჯიშის მაგნატი რიჩარდსიმონსი.
Woods’ appeal ranking on the Davie Brown Index, the standard gauge of a celebrity’s ability to influence consumers, dropped from 11th to 2,258th, placing him alongside the likes of sensationalist reporter Geraldo Rivera, quirky television talk show host Kathy Lee Gifford, and exercise guru Richard Simmons.
611577.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
დევი ბრაუნის აღმასრულებელმა განაცხადა: „ჩვენ არასოდეს გვინახავს, ათლეტს ასეთი დაბალი ქულები ჰქონოდეს“.
“We have never seen an athlete’s score drop like this,” said a Davie Brown executive.
611578.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
გაოცებულმა სპონსორებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს, რათა კომპანიის იმიჯი ნაკლებად დაზარალებულიყო.
Stunned sponsors reacted quickly to limit the damage to their own images.
611579.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
სამმა მთავარმა სპონსორმა – გეთორეიდმა, ექსენჩერმა და ეი-თი & თიმმა – ვუდსი საერთოდ უგულებელყვეს, რაც მას 25 მილიონი დოლარი დაუჯდა.
Three major sponsors—Gatorade, Accenture, and AT&T—dropped Woods altogether, costing him more than $25 million in endorsement contracts.
611580.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მარკეტინგი პრაქტიკაში
სხვა სპონსორებმა კი – ჯილეთმა და თეგ ჰოიერმა დისტანცირება, თუმცა ამავე დროს მოცდა და შემდეგ მოქმედება ამჯობინეს.
Other sponsors, such as Gillette and Tag Heuer, distanced themselves but took a wait-and-see approach.