მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611621.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
დაბოლოს, იმისათვის, რომ ინტეგრირებული მარკეტინგული სტრატეგია განხორციელდეს, კომპანიას შეუძლია დანიშნოს მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი, რომელიც ვალდებული იქნება აკონტროლოს ამ კუთხით კომპანიის კომუნიკაციის მიმართულება.
Finally, to help implement its integrated marketing strategy, the company can appoint a marketing communications director who has overall responsibility for the company’s communications efforts.
611622.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანn 3 მოკლედ მიმოიხილეთ კომუნიკაციის პროცესი და ის ეტაპები, რომლებიც საჭიროა ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაციის საწარმოებლად.
Objective 3 Outline the communication process and the steps in developing effective marketing communications.
611623.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომუნიკაციის პროცესი მოიცავს ცხრა ელემენტს, მათ შორის არის: ორი ძირითადი მხარე (ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები), ორი საკომუნიკაციო იარაღი (შეტყობინება და მედიასაშუალება), კომუნიკაციის ოთხი ფუნქცია (შეტყობინების დაშიფვრა, გაშიფვრა, პასუხი და უკუკავშირი) და ხმაური.
The communication process involves nine elements: two major parties (sender, receiver), two communication tools (message, media), four communication functions (encoding, decoding, response, and feedback), and noise.
611624.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ეფექტური კომუნიკაციისათვის მარკეტოლოგებს უნდა ესმოდეთ, როგორ ხდება ამ ელემენტების ერთობლივად გამოყენება, რათა სამიზნე მომხმარებელს ფასეული ინფორმაცია მიაწოდონ პროდუქტის შესახებ.
To communicate effectively, marketers must understand how these elements combine to communicate value to target customers.
611625.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მარკეტინგული კომუნიკაციის მომზადების ეტაპზე კომუნიკატორის უმთავრესი ამოცანაა სამიზნე აუდიტორიის დადგენა და მისი თვისებების განსაზღვრა.
In preparing marketing communications, the communicator’s first task is to identify the target audience and its characteristics.
611626.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
შემდეგ კომუნიკატორმა უნდა განსაზღვროს კომუნიკაციის მიზნები და სასურველი რეაქცია იქნება ეს ცნობადობა, ცოდნა, მოწონება, უპირატესობის მინიჭება, ძლიერი რწმენა თუ შესყიდვა.
Next, the communicator has to determine the communication objectives and define the response sought, whether it be awareness, knowledge, liking, preference, conviction, or purchase.
611627.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
შემდეგ შეტყობინება უნდა აიგოს ეფექტური შინაარსისა და სტრუქტურის ხარჯზე.
Then a message should be constructed with effective content and structure.
611628.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
უნდა შეირჩეს შესაბამისი მედიასაშუალებები როგორც პირადი, ისე არაპირადი კომუნიკაციისათვის.
Media must be selected, both for personal and nonpersonal communication.
611629.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომუნიკატორმა უნდა მოიძიოს სანდო წყაროები შეტყობინების გადასაცემად.
The communicator must find highly credible sources to deliver messages.
611630.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 4 ახსენით, რა მეთოდებს იყენებენ სტიმულირების ბიუჯეტის შედგენისას და რა ფაქტორები ახდენენ გავლენას მასტიმულირებელი კოგკლექსის შექმნაზე.
Objective 4 Explain the methods for setting the promotion budget and factors that affect the design of the promotion mix.
611631.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს, რა რაოდენობის თანხა დახარჯოს რეკლამაზე.
The company must determine how much to spend on promotion.
611632.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ყველაზე გავრცელებული მიდგომაა დაიხარჯოს იმდენი, რამდენის საშუალებაც აქვს კომპანიას, ან გამოყოს თანხა გაყიდვების პროცენტული წილიდან, ასევე შესაძლებელია სტიმულირება გააკეთოს კონკურენტების ხარჯებიდან გამომდინარე ან საკომუნიკაციო მიზნებისა და ამოცანების ანალიზის შედეგად.
The most popular approaches are to spend what the company can afford, use a percentage of sales, base promotion on competitors’ spending, or base it on an analysis and costing of the communication objectives and tasks.
611633.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპანიამ სტიმულირების ბიუჯეტი ისე უნდა გადაანაწილოს არსებულ მეთოდებზე, რომ შექმნას მასტიმულირებელი კომპლექსი.
The company has to divide the promotion budget among the major tools to create the promotion mix.
611634.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ „მოქაჩვის“ ტიპის სტრატეგიები ან მათი ერთობლიობა.
Companies can pursue a push or a pull promotional strategy—or a combination of the two.
611635.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
სარეკლამო მექანიზმების საუკეთესო ნარევი გამომდინარეობს პროდუქტის/ ბაზრის ტიპიდან, მყიდველის მზაობის ეტაპიდან და კომპანიის განვითარების საფეხურიდან.
The best specific blend of promotion tools depends on the type of product/market, the buyer’s readiness stage, and the PLC stage.
611636.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ორგანიზაციის ყველა დონეზე მყოფი ადამიანები კარგად უნდა იცნობდნენ მარკეტინგულ კომუნიკაციასთან დაკავშირებულ მრავალ სამართლებრივ და ეთიკურ საკითხს.
People at all levels of the organization must be aware of the many legal and ethical issues surrounding marketing communications.
611637.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპანიები დაუღალავად უნდა მუშაობდნენ იმისათვის, რომ აწარმოონ ღია, პატიოსანი და პოზიტიური კომუნიკაცია თავიანთ კლიენტებსა თუ გადამყიდველებთან.
Companies must work hard and proactively at communicating openly, honestly, and agreeably with their customers and resellers.
611638.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
აშშ-ში მცირე საწარმოები კომპანიების 90%-ს შეადგენენ.
Small businesses account for 90 percent of all companies in the United States.
611639.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მათ უმეტესობას არ გააჩნია ზედმეტი რესურსები საკუთარი ბიზნესის რეკლამისათვის.
Many do not have resources to spare for promoting their businesses.
611640.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
გაზეთები, რადიო და „ყვითელი ფურცლები“ ადგილობრივი ბიზნესის ძირითადი საშუალებებია საკუთარი საქმიანობის რეკლამისათვის, მაგრამ ისინი საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა.
Newspaper, radio, and the Yellow Pages have been the mainstay mediums for local businesses, but they can be expensive.