მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611961.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
საერთო ჯამში, 2010 წელს აშშ-ში პროდუქტების რეკლამაზე 10 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა, ეს პარაგვაის მშპ-ზე მეტია.
In all, U.S. advertisers shelled out an estimated $10 billion on product placements last year, more than the GDP of Paraguay.
611962.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მხოლოდ პირველ სამ თვეში ამერიკის მოწინავე ტელეარხებმა სხვადასხვა სახის პროდუქციას 117,976 ტელერეკლამა გაუკეთეს.
In the first three months of the year alone, America’s top 11 TV channels produced a massive 117,976 product placements.
611963.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ტელეარხ ფოქსის შოუმ ამერიქან აიდოლმა მხოლოდ 3,000 რეკლამა დაამზადა.
By itself, Fox’s American Idol shoehorned in more than 3,000 placements.
611964.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ოლდ ნევიმ მონაწილეებს ჩააცვა, ქლეიროლმა მათ ვარცხნილობაზე იზრუნა, ფორდმა გამარჯვებულებს ახალი მანქანები აჩუქა, კოკა-კოლამ კი ჟიურის წევრები გააგრილა.
Old Navy dressed the contestants while Clairol did their hair, Ford supplied the winners with new cars, and Coca-Cola refreshed the judges.
611965.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ამდენად, მედისონ & ვაინი გასართობი და სარეკლამო ინდუსტრიის ახალი გადაკვეთის წერტილია.
So, Madison & Vine is the new meeting place for the advertising and entertainment industries.
611966.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მისი მიზანია ბრენდის შეტყობინებები გართობის ნაწილი გახადოს და არა ხელის შემშლელი ფაქტორი.
The goal is for brand messages to become a part of the entertainment rather than interrupting it.
611967.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
როგორც სარეკლამო სააგენტო ჯეი-ვი-თი აცხადებს, „ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეკლამამ არ უნდა შეაწყვეტინოს ადამიანებს იმის კეთება, რაც აინტერესებთ და სწორედ ის უნდა იყოს, რაც ხალხს აინტერესებს“.
As advertising agency JWT puts it, “We believe advertising needs to stop interrupting what people are interested in and be what people are interested in”.
611968.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
თუმცა რეკლამის შემქმნელები დაკვირვებით უნდა მოეკიდონ იმ საკითხს, რომ ახალი სარეკლამო არხები ზედმეტად გადატვირთული არ გახდეს.
However, advertisers must be careful that the new intersection itself doesn’t become too congested.
611969.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ახალი სარეკლამო ფორმატისა და პროდუქტის განთავსების მეთოდების პირობებში მოსალოდნელია, რომ მედისონ & ვაინი კიდევ უფრო მეტ ასპარეზს შექმნის, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო.
With all the new ad formats and product placements, Madison & Vine threatens to create even more of the very clutter that it was designed to break through.
611970.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
შეტყობინების სტრატეგია.
Message Strategy.
611971.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ეფექტური სარეკლამო შეტყობინების შექმნისას პირველი ნაბიჯი შეტყობინების სტრატეგიის დაგეგმვა, ანუ იმის გადაწყვეტაა, რომელი ძირითადი შეტყობინება (განაცხადი) დაამყარებს მომხმარებელთან ყველაზე ეფექტურ კომუნიკაციას.
The first step in creating effective advertising messages is to plan a message strategy—the general message that will be communicated to consumers.
611972.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
რეკლამის მიზანია მომხმარებლის დაფიქრება და სათანადო რეაქციის გამოწვევა პროდუქტსა თუ კომპანიაზე.
The purpose of advertising is to get consumers to think about or react to the product or company in a certain way.
611973.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ჩვეულებრივ, ადამიანები იმ შემთხვევაში რეაგირებენ რეკლამაზე, როდესაც სჯერათ, რომ სარგებელს მიიღებენ.
People will react only if they believe they will benefit from doing so.
611974.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ასე რომ, შეტყობინების ეფექტური სტრატეგიის განვითარება იწყება მყიდველთა სარგებლის იდენტიფიცირებით, რაც შემდგომ შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც სარეკლამო მოწოდება.
Thus, developing an effective message strategy begins with identifying customer benefits that can be used as advertising appeals.
611975.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
იდეალურ შემთხვევაში სარეკლამო შეტყობინების სტრატეგია პირდაპირ გამომდინარეობს კომპანიის უფრო ფართო პოზიციონირების სტრატეგიიდან.
Ideally, the message strategy will follow directly from the company’s broader positioning and customer value strategies.
611976.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
შეტყობინების სტრატეგიის გადმოცემა სიმარტივეს მოითხოვს, აგრეთვე იმ სარგებლისა და პოზიციონირების წერტილების ნათლად გამოკვეთას, რომელზეც რეკლამის შემქმნელებს ყურადღების გამახვილება სურთ.
Message strategy statements tend to be plain, straightforward outlines of benefits and positioning points that the advertiser wants to stress.
611977.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ამის შემდეგ რეკლამის ავტორი ქმნის გამორჩეულ კრეატიულ კონცეფციას ან, როგორც იტყვიან, „მთავარ იდეას“, რომელიც შეტყობინების სტრატეგიას უფრო სიცოცხლისუნარიანს და დასამახსოვრებელს ხდის.
The advertiser must next develop a compelling creative concept—or “big idea”—that will bring the message strategy to life in a distinctive and memorable way.
611978.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ეს ის ეტაპია, როდესაც მარტივი შეტყობინებები დიდ სარეკლამო კამპანიებად გარდაიქმნება.
At this stage, simple message ideas become great ad campaigns.
611979.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ჩვეულებრივ, კრეატიული დირექტორი რამდენიმე კრეატიული კონცეფციის შესაქმნელად მუშაობს იმ იმედით, რომ მათგან ერთ-ერთი გამოდგება, როგორც „მთავარი იდეა“.
Usually, a copywriter and an art director will team up to generate many creative concepts, hoping that one of these concepts will turn out to be the big idea.
611980.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
შემოქმედებითი კონცეფცია შეიძლება გადმოცემული იყოს ვიზუალურად, ფრაზით ან ამ ორივეს კომბინაციით.
The creative concept may emerge as a visualization, a phrase, or a combination of the two.