მოიძებნა 668044 ჩანაწერი
612061.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
სადემონსტრაციო პროდუქტებისათვის ტელეშეტყობინებებს უფრო მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე რადიოშეტყობინებებს, ვინაიდან ტელევიზია ხმასაც იყენებს და გამოსახულებასაც.
For products that need to be demonstrated, messages on television may have more impact than messages on radio because television uses sight and sound.
612062.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ისეთი პროდუქტების რეკლამირება, რომელთა დიზაინისა და მახასიათებლების შესახებ მომხმარებელი გამოთქვამს აზრს, შესაძლოა უფრო ეფექტიანი იყოს ინტერაქტიური ვებგვერდის გამოყენებით, ვიდრე პირდაპირი საფოსტო შეტყობინებით.
Products for which consumers provide input on design or features might be better promoted on an interactive Web site than in a direct mailing.
612063.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, რეკლამის შემქმნელმა ისეთი მედია უნდა შეარჩიოს, რომელიც ჩართავს მომხმარებლებს და მხოლოდ ინფორმაციას არ მიაწვდის.
More generally, the advertiser wants to choose media that will engage consumers rather than simply reach them.
612064.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მაგალითად, ტელერეკლამისათვის ხშირად გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რამდენად შეესაბამება რეკლამა სამიზნე აუდიტორიას და არა ის, რამდენმა ადამიანმა უყურა მას.
For example, for television advertising, how relevant an ad is for its audience is often much more important than how many people it reaches.
612065.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მაგალითად, კომპანია ფორდმა სარეკლამო ხარჯების ეკონომიურობის თვალსაზრისით, ტელეპროგრამები მაყურებელთა ჩართულობის რეიტინგებზე დაყრდნობით შეარჩია.
For example, in an effort to make every advertising dollar count, Ford has recently been selecting TV programs based on viewer engagement ratings.
612066.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ფორდს თითქმის არ სჭირდება რეკლამა წარმოადგინოს დისქავერის არხზე დერთი ჯობსის პროგრამაში, რომელსაც მაიკ როუისი უძღვება.
Ford had little reason to advertise on the Discovery Channel’s Dirty Jobs series, which stars Mike Rowe.
612067.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მაგრამ როდესაც პროგრამაში ჩართულობის საზომი ინდიკატორი გამოიყენეს, აღმოჩნდა, რომ მას ყველაზე აქტიურად უყურებდნენ 18-49 წლის ასაკის მამაკაცები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ სატვირთო მანქანების ყიდვით – ეს ფორდისთვის საკმაოდ მიმზიდველი სეგმენტია.
But when engagement metrics were applied to the program, the viewers most deeply absorbed in the show turned out to be truck-buying men between the ages of 18 and 49—a ripe demographic for Ford.
612068.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ამან კომპანიას გადააწყვეტინა, აქტიური რეკლამა ეწარმოებინა და დამატებით დაექირავებინა როუი, რომელიც წარდგებოდა ვებვიდეოში და ფორდის მანქანებს, კერძოდ, ეფ-სერიის პიკაპის გამძლეობას გაუკეთებდა რეკლამას.
That prompted Ford to advertise heavily and hire Rowe to appear in highly successful Web videos demonstrating the durability of the F-Series pickup.
612069.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მიუხედავად იმისა, რომ ნილსენი იწყებს ტელემედიაში ჩართულობის დონის განსაზღვრას, ასეთი გაზომვების ჩატარება მედიასაშუალებების უმეტესობისთვის არცთუ ადვილი მისაღწევია.
Although Nielsen is beginning to measure the levels of television media engagement, such measures are hard to come by for most media.
612070.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ამჟამად არსებულ საზომ მედია ინდიკატორებს მიეკუთვნება რეიტინგები – კითხვის კოეფიციენტები და ინტერნეტით ნახვის კოეფიციენტები.
Current media measures are things such as ratings, readership, listenership, and click-through rates.
612071.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ერთ-ერთი ექსპერტის აზრით, „მხოლოდ მაყურებელთა თვალების რაოდენობის განსაზღვრა საკმარისი არ არის, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რამდენად ჩართულია მათი თვალები ყურებაში“.
Notes one expert, “Just measuring the number of eyeballs is hard enough without trying to measure the intensity of those eyeballs doing the viewing”.
612072.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მიუხედავად ყველაფრისა, მარკეტოლოგებმა უნდა იცოდნენ, როგორი დამოკიდებულება აქვთ მომხმარებლებს რეკლამის მიმართ, რათა მათთან შემდგომში უფრო გრძელვადიანი ურთიერთობა დაამყარონ.
Still, marketers need to know how customers connect with an ad and brand idea as a part of the broader brand relationship.
612073.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
არჩევანი ძირითად მედიასაშუალებებს შორის.
Choosing Among Major Media Types.
612074.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მედიის დამგეგმავმა უნდა იცოდეს თითოეული მედიასაშუალების მიერ მომხმარებელთა აუდიტორიის მოცვა, რეკლამის გაშვების სიხშირე და გავლენა.
Media planners have to know the reach, frequency, and impact of each major media type.
612075.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
როგორც 15.2 ცხრილშია მოცემული, ძირითადი მედიასაშუალებებია ტელევიზია, გაზეთები, ინტერნეტი, პირდაპირი ფოსტა, ჟურნალები, რადიო და გარე რეკლამა.
As summarized in Table 15.2, the major media types are television, newspapers, the Internet, direct mail, magazines, radio, and outdoor.
612076.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
რეკლამის დამამზადებლები ასევე ირჩევენ ახალ ციფრულ მედიას, როგორიცაა მობილური ტელეფონები და სხვა ციფრული მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც პირდაპირ უკავშირდებიან მომხმარებელს.
Advertisers can also choose from a wide array of new digital media, such as cell phones and other digital devices, which reach consumers directly.
612077.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მედიის დამგეგმავებმა მედიის შერჩევის დროს საკმაოდ ბევრ ფაქტორს უნდა მიაქციონ ყურადღება.
Media planners consider many factors when making their media choices.
612078.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მათი მიზანია, შეარჩიონ მედია, რომელიც ყველაზე ეფექტურად მოიცავს მიზნობრივ მომხმარებელს.
They want to choose media that will effectively and efficiently present the advertising message to target customers.
612079.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ამდენად, გასათვალისწინებელია თითოეული მედიასაშუალების გავლენა, შეტყობინების ეფექტურობა და ხარჯი.
Thus, they must consider each medium’s impact, message effectiveness, and cost.
612080.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
როგორც წესი, საქმე ის არ არის, რომელი საშუალება უნდა გამოვიყენოთ.
Typically, it’s not a question of which one medium to use.