მოიძებნა 668044 ჩანაწერი
612161.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
რეკლამით მიღწეული გაყიდვის ეფექტის ერთ-ერთი გზაა ძველი გაყიდვების შედარება რეკლამის ძველ დანახარჯებთან.
One way to measure the sales and profit effects of advertising is to compare past sales and profits with past advertising expenditures.
612162.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მეორე გზას ექსპერიმენტი წარმოადგენს.
Another way is through experiments.
612163.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მაგალითად, სარეკლამო დანახარჯების სხვადასხვა დონის ეფექტურობის ტესტირების მიზნით, კოკა-კოლას შეუძლია სარეკლამო თანხების ვარირება ბაზრის სხვადასხვა ტერიტორიაზე, იგი განსაზღვრავს გაყიდვებს მოცემულ ტერიტორიებზე და შედეგებს ერთმანეთს შეადარებს.
For example, to test the effects of different advertising spending levels, Coca-Cola could vary the amount it spends on advertising in different market areas and measure the differences in the resulting sales and profit levels.
612164.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
უფრო რთული ექსპერიმენტი შეიძლება სხვა ცვლადებსაც შეიცავდეს, ისეთებს, როგორიცაა განსხვავებები თვით რეკლამებსა და მედიის გამოყენების სხვადასხვა ფორმას შორის.
More complex experiments could be designed to include other variables, such as differences in the ads or media used.
612165.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
თუმცა, რეკლამის ეფექტურობაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათგან ზოგის კონტროლი შესაძლებელია, ზოგის კი – არა, რეკლამაზე გაღებული ხარჯების გაზომვა მაინც არაზუსტი მეცნიერებაა.
However, because so many factors affect advertising effectiveness, some controllable and others not, measuring the results of advertising spending remains an inexact science.
612166.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მაგალითად, რეკლამის შემქმნელები ყოველ წელს უამრავ თანხას ხარჯავენ სუპერთასის გათამაშების დროს.
For example, dozens of advertisers spend lavishly on high-profile Super Bowl ads each year.
612167.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მიუხედავად იმისა, რომ ისინი გრძნობენ ამ ღონისძიების დროს რეკლამის განთავსების მომგებიანობას, რეალურად ამ ამონაგების გაზომვა მხოლოდ რამდენიმეს თუ შეუძლია.
Although they sense that the returns are worth the sizable investment, few can actually measure or prove it.
612168.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ეროვნული რეკლამის შემქმნელთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მონაწილეებს — რეკლამების მენეჯერებს – დაუსვეს კითხვა, რამდენად შეძლებდნენ რეკლამების ხარჯების 10%-იანი შემცირების ეფექტის დადგენას გაყიდვებზე?
A study by the Association of National Advertisers asked advertising managers if they would be able to “forecast the impact on sales” of a 10 percent cut in advertising spending?
612169.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ბოლო დროს ჩატარებული კიდევ ერთი კვლევით დადასტურდა, რომ გამოკვლეულ კომპანიათა 1/3-ზე მეტი საერთოდ არანაირ ძალისხმევას არ მიმართავდა მარკეტინგზე დახარჯული თანხების ამონაგების გასაზომად, 1/3 კი ამ საკითხზე თითქმის ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.
Another recent survey found that more than one-third of the surveyed firms have made no effort at all to measure marketing ROI, and another one-third have been working on it for less than two years.
612170.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მარკეტინგის ერთ-ერთი ანალიტიკოსი აცხადებს: „მარკეტოლოგები აკონტროლებენ ყველა სახის მონაცემს და მაინც არ შეუძლიათ რეკლამის თვალსაზრისით ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებულ მარტივ კითხვებს გასცენ პასუხი, რადგან მათ არ გააჩნიათ რეალური ანალიტიკური მოდელები და საზომი მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შეძლებენ ანალიზს“.
“Marketers are tracking all kinds of data and they still can’t answer basic questions” about advertising accountability, says a marketing analyst, “because they don’t have real models and metrics by which to make sense of it”.
612171.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
რეკლამის დამამზადებლები საზღვრავენ „ყველაფერს, რაც შეუძლიათ, დაწყებული იმით, რამდენი ადამიანი რეაგირებს რეკლამაზე, მით დამთავრებული, როგორ შემცირდა გაყიდვები, შემდეგ კი ამ ორ მონაცემს ერთმანეთს უკავშირებენ, – ამბობს მეორე ანალიტიკოსი.
Advertisers are measuring “everything they can, and that ranges from how many people respond to an ad to how many sales are closed and then trying to hook up those two end pieces,” says another analyst.
612172.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ამდენად, მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, რადგან მარკეტოლოგები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ კითხვას გასცენ პასუხი, თუმცა, რეკლამის წარმატებისა და ხარისხის შეფასებისას მენეჯერებს ხშირად უწევთ როგორც რაოდენობრივ ანალიზზე, ისე სხვადასხვა ემპირიულ შეფასებაზე დაყრდნობა.
Thus, although the situation is improving as marketers seek more answers, managers often must rely on large doses of judgment along with quantitative analysis when assessing advertising performance.
612173.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
სხვა საკითხები რეკლამირების შესახებ.
Other Advertising Considerations.
612174.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
სარეკლამო სტრატეგიებისა და პროგრამების შექმნისას კომპანიამ ორი დამატებითი საკითხი უნდა მოაგვაროს.
In developing advertising strategies and programs, the company must address two additional questions.
612175.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
უპირველესად, გადასაწყვეტია, რა ფორმით მოახდენს სარეკლამო ფუნქციის მართვას — ე. ი. ვინ შეასრულებს სხვადასხვა სარეკლამო ამოცანას?
First, how will the company organize its advertising function—who will perform which advertising tasks?
612176.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მეორე, უნდა გაირკვეს, რამდენად მიესადაგება კომპანიის სარეკლამო სტრატეგიები და პროგრამები საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირებულ სირთულეებს?
Second, how will the company adapt its advertising strategies and programs to the complexities of international markets?
612177.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
რეკლამირების ორგანიზება.
Organizing for Advertising.
612178.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
რეკლამის მართვის მიზნით სხვადასხვა კომპანია სხვადასხვაგვარად მოქმედებს.
Different companies organize in different ways to handle advertising.
612179.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
პატარა კომპანიაში სარეკლამო საქმიანობას შესაძლოა გაყიდვების განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომელი მართავდეს.
In small companies, advertising might be handled by someone in the sales department.
612180.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
დიდი კომპანიები კი სარეკლამო განყოფილებებს ქმნიან, რომელთა საქმიანობაა სარეკლამო ბიუჯეტის დაწესება, სარეკლამო სააგენტოებთან თანამშრომლობა.
Large companies have advertising departments whose job it is to set the advertising budget, work with the ad agency.