მოიძებნა 668044 ჩანაწერი
612201.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
დიდი მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების უმეტესობა ონლაინსივრცესაც მოიცავს.
Most big marketing and advertising campaigns include online presence.
612202.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ერთმანეთთან დაკავშირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ინტერნეტით მთელ მსოფლიოში იმოგზაურონ და ამით რეკლამის შემქმნელებს კიდევ უფრო ურთულებენ ადაპტირებული სარეკლამო კამპანიების მწყობრი და კონტროლირებადი მეთოდით წარმოებას.
Connected consumers can now zip easily across borders via the Internet, making it difficult for advertisers to roll out adapted campaigns in a controlled, orderly fashion.
612203.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
შედეგად, გლობალური სამომხმარებლო ბრენდები თავიანთ ვებგვერდებს საერთაშორისო მასშტაბით უკეთებენ კოორდინირებას.
As a result, at the very least, most global consumer brands coordinate their Web sites internationally.
612204.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მაგალითად, თუ მაკდონალდსის ვებგვერდს მოინახულებთ, გერმანიიდან დაწყებული და იორდანიითა და ჩინეთით დამთავრებული, დაინახავთ, რომ მისი ოქროსფერი რკალისებრი ემბლემა, მელოდია, ბიგ-მაკი და თავად რონალდ მაკდონალდიც კი ყველგან ერთნაირია.
For example, check out the McDonald’s Web sites from Germany to Jordan to China, you’ll find the Golden Arches logo, the “i’m lovin’ it” logo and jingle, a Big Mac equivalent, and maybe even Ronald McDonald himself.
612205.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
სტანდარტიზაციას ბევრი პოზიტიური შედეგი მოაქვს კომპანიისათვის - შედარებით დაბალი სარეკლამო დანახარჯები, მაღალი გლობალური სარეკლამო კოორდინაცია და ერთგვაროვანი მსოფლიო იმიჯი.
Standardization produces many benefits—lower advertising costs, greater global advertising coordination, and a more consistent worldwide image.
612206.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
თუმცა, მას უარყოფითი მხარეებიც აქვს.
But it also has drawbacks.
612207.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
კერძოდ, სტანდარტიზაცია იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ ქვეყნების ბაზრები ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავდება კულტურით, დემოგრაფიითა და ეკონომიკური ვითარებით.
Most importantly, it ignores the fact that country markets differ greatly in their cultures, demographics, and economic conditions.
612208.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ამდენად, საერთაშორისო რეკლამების შემქმნელთა უმრავლესობა „ფიქრობს გლობალურად, მაგრამ მოქმედებს ადგილობრივად“.
Thus, most international advertisers “think globally but act locally”.
612209.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ისინი ავითარებენ გლობალურ სარეკლამო სტრატეგიებს, რომლებიც მსოფლიო რეკლამას უფრო ეფექტურსა და თანმიმდევრულს ხდის.
They develop global advertising strategies that make their worldwide efforts more efficient and consistent.
612210.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
შემდეგ კი მუშაობენ თავიანთი სარეკლამო პროგრამების ადაპტირებაზე, რათა ისინი ადგილობრივი მომხმარებლების მოთხოვნილებებისა და მოლოდინის ადეკვატური გამოვიდეს.
Then they adapt their advertising programs to make them more responsive to consumer needs and expectations within local markets.
612211.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ვიზა თავის თემას — უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ვიზას გლობალურად წარადგენს, ადგილობრივ ენებზე გახმოვანებული რეკლამები უფრო მეტად უწყობს ხელს კომპანიის იმიჯის განმტკიცებასა და პროდუქტის ადგილობრივ ბაზრებზე დამკვიდრებას.
For example, although VISA employs its “more people go with Visa” theme globally, ads in specific locales employ local language and inspiring local imagery that make the theme relevant to the local markets in which they appear.
612212.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
გლობალური რეკლამის შემქმნელები რამდენიმე განსაკუთრებული პრობლემის წინაშე დგანან.
Global advertisers face several special problems.
612213.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მაგალითად, სარეკლამო მედიის ხარჯები და ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია.
For instance, advertising media costs and availability differ vastly from country to country.
612214.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ქვეყნები ერთმანეთისაგან სარეკლამო საქმიანობის რეგულირებითაც განსხვავდებიან.
Countries also differ in the extent to which they regulate advertising practices.
612215.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ბევრ ქვეყანაში მოქმედებს კანონთა ფართო სპექტრი, რომელიც განსაზღვრავს, რა რაოდენობის თანხის დახარჯვა შეიძლება რეკლამაზე და რა სახის მედია უნდა გამოიყენონ კომპანიებმა, აგრეთვე, არეგულირებენ რეკლამის ბუნებასა და სარეკლამო პროგრამების სხვა ასპექტებს.
Many countries have extensive systems of laws restricting how much a company can spend on advertising, the media used, the nature of advertising claims, and other aspects of the advertising program.
612216.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მაგალითად, ალკოჰოლური სასმლის გაყიდვა ან მისი რეკლამირება შეუძლებელია ინდოეთსა და მუსლიმურ ქვეყნებში.
For example, alcohol products cannot be advertised in India or in Muslim countries.
612217.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, შვედეთსა და კანადაში, საბავშვო სატელევიზიო პროგრამებში აკრძალულია უხარისხო საჭმლის რეკლამა.
In many countries, such as Sweden and Canada, junk food ads are banned from children’s television programming.
612218.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მეტი სანდოობისთვის მაკდონალდსი შვედეთში წარმოჩინდება, როგორც საოჯახო რესტორანი.
To play it safe, McDonald’s advertises itself as a family restaurant in Sweden.
612219.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
შედარებითი რეკლამა, რომელიც აბსოლუტურად მისაღები და გავრცელებულია აშშ-სა და კანადაში, ნაკლებად გამოიყენება დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში და არაკანონიერია ინდოეთსა და ბრაზილიაში.
Comparative ads, although acceptable and even common in the United States and Canada, are less commonly used in the United Kingdom and are illegal in India and Brazil.
612220.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ჩინეთი კრძალავს მოქალაქეებისათვის, მათი ნებართვის გარეშე, ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნას სარეკლამო მიზნით, აგრეთვე, ყველა სახის სარეკლამო ელექტრონულ შეტყობინებებს უნდა მიეთითოს, რომ ის რეკლამაა.
China bans sending e-mail for advertising purposes to people without their permission, and all advertising e-mail that is sent must be titled “advertisement”.