მოიძებნა 668044 ჩანაწერი
612421.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
რეკლამის მწარმოებლებმა უნდა განსაზღვრონ ნათელი მიზნები, ამოცანა და დრო, როდესაც ამ რეკლამას გაუშვებენ, არ აქვს მნიშვნელობა რა არის მიზანი მომხმარებელთა ინფორმირება, დარწმუნება თუ შეხსენება.
Advertisers should set clear target, task, and timing objectives, whether the aim is to inform, persuade, or remind buyers.
612422.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ზოგიერთი რეკლამა ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელს დაუყოვნებლივ უბიძგებს გადაწყვეტილებისკენ.
Some advertising is designed to move people to immediate action.
612423.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
თუმცა, ბევრი რეკლამის მიზანი კლიენტებსა და მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და განმტკიცებაა.
However, many of the ads you see today focus on building or strengthening long-term customer relationships.
612424.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
სარეკლამო ბიუჯეტი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
The advertising budget depends on many factors.
612425.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიუხედავად იმისა, რა მეთოდი გამოიყენება სარეკლამოდ, ბიუჯეტის ჩამოყალიბება მარტივი ამოცანა არ არის.
No matter what method is used, setting the advertising budget is no easy task.
612426.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
სარეკლამო სტრატეგია შედგება ორი მთავარი ელემენტისაგან: სარეკლამო შეტყობინებათა შექმნისა და სარეკლამო საშუალებების არჩევისაგან.
Advertising strategy consists of two major elements: creating advertising messages and selecting advertising media.
612427.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
გადაწყვეტილება შეტყობინების შესახებ მოითხოვს შეტყობინების სტრატეგიის დაგეგმვასა და მის ეფექტურად შესრულებას.
The message decision calls for planning a message strategy and executing it effectively.
612428.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კარგი შეტყობინებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ, საკმაოდ ძვირ და გადატვირთულ სარეკლამო გარემოში.
Good messages are especially important in today’s costly and cluttered advertising environment.
612429.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
იმისათვის, რომ ყურადღება მიიპყრონ და შეინარჩუნონ, შეტყობინებები უფრო დაკვირვებით უნდა დაიგეგმოს, მეტად წარმოსახვითი, გასართობი და მომხმარებლებისათვის სასარგებლო გახდეს.
Just to gain and hold attention, today’s messages must be better planned, more imaginative, more entertaining, and more rewarding to consumers.
612430.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
რეალურად დღეს მრავალი მარკეტოლოგი მიმართავს რეკლამისა და გართობის ერთმანეთში შერწყმას, რასაც მედისონ & ვაინი ჰქვია.
In fact, many marketers are now subscribing to a new merging of advertising and entertainment, dubbed Madison & Vine.
612431.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მედიაგადაწყვეტილებები მოიცავს მიღწევადობის, სიხშირისა და გავლენის მოხდენის მიზნების განსაზღვრას; ძირითადი მედიატიპებისა და მედიასაშუალებების შერჩევას; მედიადროის დაგეგმვას.
The media decision involves defining reach, frequency, and impact goals; choosing major media types; selecting media vehicles, and deciding on media timing.
612432.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კამპანიის მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად შეტყობინება და მედიაგადაწყვეტილებები მჭიდრო კოორდინაციით უნდა ხასიათდებოდეს.
Message and media decisions must be closely coordinated for maximum campaign effectiveness.
612433.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ბოლო ეტაპზე ხდება რეკლამის საკომუნიკაციო და გაყიდვებზე გავლენის მოხდენის უნარის შეფასება მის გაშვებამდე, პროცესში და შემდეგ.
Finally, evaluation calls for evaluating the communication and sales effects of advertising before, during, and after ads are placed.
612434.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ვალდებულებების აღება რეკლამის თვალსაზრისით საკმაოდ აქტუალური საკითხია კომპანიების უმეტესობისათვის.
Advertising accountability has become a hot issue for most companies.
612435.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ტოპმენეჯერი ჩვეულებრივ სვამს ასეთ კითხვებს: „რა მოგებას მივიღებთ რეკლამაში ჩადებული ინვესტიციიდან?"
Increasingly, top management is asking: “What return are we getting on our advertising investment?”
612436.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
საიდან გავიგებთ, რომ სათანადო თანხას ვხარჯავთ?
How do we know that we’re spending the right amount?
612437.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
სხვა მნიშვნელოვანი საკითხები რეკლამის ორგანიზებასა და საერთაშორისო რეკლამასთან დაკავშირებული სირთულეებისთვის თავის გართმევას მოიცავს.
Other important advertising issues involve organizing for advertising and dealing with the complexities of international advertising.
612438.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 3 განსაზღვრეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის როლი მარკეტინგულ კომპლექსში.
Objective 3 Define the role of public relations in the promotion mix.
612439.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
საზოგადოებასთან ურთიერთობა — სასურველი პოპულარობის მოპოვება და კომპანიისათვის მისაღები იმიჯის შექმნა ძირითად მექანიზმებს შორის ყველაზე ნაკლებად გამოიყენება, თუმცა, მას დიდი პოტენციალი გააჩნია მომხმარებელთა ცნობადობისა და უპირატესობების თვალსაზრისით.
Public relations—gaining favorable publicity and creating a favorable company image—is the least used of the major promotion tools, although it has great potential for building consumer awareness and preference.
612440.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
საზოგადოებასთან ურთიერთობას იყენებენ პროდუქტის, ადამიანების, ადგილების, იდეების, აქტივობების, ორგანიზაციებისა და ქვეყნების რეკლამისათვისაც კი.
PR is used to promote products, people, places, ideas, activities, organizations, and even nations.