მოიძებნა 668044 ჩანაწერი
613421.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
სარეკლამო პრიზები ის საქონელია, რომელსაც მომხმარებელს უფასოდ ან დაბალ ფასში სთავაზობენ, როგორც ერთგვარ სტიმულს, რომ შემდგომ ეს პროდუქცია შეიძინოს, აქ შედის როგორც სათამაშოები, ისე ტელეფონის ბარათები და დი-ვი-დი-ები.
Premiums are goods offered either free or at low cost as an incentive to buy a product, ranging from toys included with kids’ products to phone cards and DVDs.
613422.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
სარეკლამო პრიზები შესაძლოა ახლდეს პაკეტს, ან ფოსტით დაიგზავნოს.
A premium may come inside the package, or through the mail.
613423.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მაგალითად, წლების განმავლობაში, მაკდონალდსი ჰეფი მილის მეშვეობით მომხმარებელს უამრავ სხვადასხვა პრიზს სთავაზობდა - ავატარის , მაი ლითელ პონისა და ჰაუ იუ თრეინ იორ დრაგონის სათამაშო გმირების ჩათვლით.
For example, over the years, McDonald’s has offered a variety of premiums in its Happy Meals—from Avatar characters to My Little Pony and How to Train Your Dragon toy figures.
613424.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ვებგვერდს www.happymeal.com და ითამაშოს თამაშები ან უყუროს კონკრეტული სპონსორის პროდუქციის რეკლამას.
Customers can visit www.happymeal.com play games and watch commercials associated with the current Happy Meal sponsor.
613425.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
სარეკლამო პროდუქციაში შედის საკმაოდ სასარგებლო საქონელი, რომელსაც დაკრული აქვს რეკლამის მწარმოებლის ემბლემა, სახელი ან შეტყობინება და მომხმარებლებს საჩუქრად ურიგდება.
Advertising specialties, also called promotional products, are useful articles imprinted with an advertiser’s name, logo, or message that are given as gifts to consumers.
613426.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
სტანდარტულ ჩამონათვალში შედის მაისურები და სხვა სახის ტანსაცმელი, კალმები, ყავის ჭიქები, კალენდრები, გასაღების ჩამოსაკიდი რკალები, კომპიუტერის თაგვის დასადებები, ასანთი, ჩანთები, გამაგრილებლები, გოლფის ბურთები და ქუდები.
Typical items include T-shirts and other apparel, pens, coffee mugs, calendars, key rings, mouse pads, matches, tote bags, coolers, golf balls, and caps.
613427.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ერთ წელიწადში აშშ-ის მარკეტოლოგებმა 18 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახარჯეს სარეკლამო პროდუქციაზე.
U.S. marketers spent more than $18 billion on advertising specialties last year.
613428.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
რეკლამა გაყიდვის წერტილებში მოიცავს პროდუქციის გაყიდვის ადგილას განთავსებულ სადემონსტრაციო და საჩვენებელ მასალას.
Point-of-purchase (POP) promotions include displays and demonstrations that take place at the point of sale.
613429.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გაიხსენეთ, ბოლოს როდის იყავით ადგილობრივ სეიფვეიში, კოსტკოში, სი-ვი-ეს-ში ან ბედ ბეს & ბიონდში.
Think of your last visit to the local Safeway, Costco, CVS, or Bed Bath & Beyond.
613430.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
სამწუხაროდ, მრავალ საცალო მოვაჭრეს არ სიამოვნებს ყოველ წელიწადს ასობით საჩვენებელი აქცია და უამრავი სარეკლამო მასალის მიღება.
Unfortunately, many retailers do not like to handle the hundreds of displays, signs, and posters they receive from manufacturers each year.
613431.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
კონკურსები, შეჯიბრები და თამაშები მომხმარებლებს შანსს აძლევს, მოიგონ ისეთი ნივთები, როგორიცაა ნაღდი ფული, მოგზაურობები ან სხვადასხვა საქონელი.
Contests, sweepstakes, and games give consumers the chance to win something, such as cash, trips, or goods.
613432.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
კონკურსები მომხმარებლებს მოუწოდებს, წარმოადგინონ მასალა — მელოდია, შეთავაზება, გამოსაცნობი ვიდეორგოლი, რომელსაც შემდეგ კომისია განიხილავს და მათგან საუკეთესოს შეარჩევს.
A contest calls for consumers to submit an entry—a jingle, guess, suggestion—to be judged by a panel that will select the best entries.
613433.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მომხმარებლები გათამაშებისათვის თავიანთ სახელებს შესაბამის ყუთში ყრიან.
A sweepstakes calls for consumers to submit their names for a drawing.
613434.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
თამაშში კი, როდესაც მომხმარებელი რაღაცას ყიდულობს, მას მიენიჭება ანბანის ასო ან ციფრი, რომლითაც შეიძლება რაიმე მოიგოს.
A game presents consumers with something—numbers, missing letters—every time they buy, which may or may not help them win a prize.
613435.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
დანკინ დონატსს, როგორც მსოფლიოში დონატების უდიდეს მწარმოებელს, სურდა 60 წლის იუბილე ეზეიმა.
For its 60th birthday, Dunkin’ Donuts wanted to celebrate being the world’s largest doughnut maker.
613436.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
საიუბილეო კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შესთავაზა კონკურსი — გააკეთე დანკინის კიდევ ერთი დონატი, რომლის დროსაც მსურველს შეეძლო, შესაბამის ვებგვერდს სწვეოდა და საკუთარი დონატი გაეკეთებინა.
At the heart of its “donut domination” campaign is a “Create Dunkin’s Next Donut” annual contest that urges people to visit the contest Web site and design their own doughnuts.
613437.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
„აიფარეთ წინსაფარი და მიეცით თქვენს ფანტაზიას გზა!“ – მოუწოდებდა კამპანია.
“Put on your apron and get creative!” the campaign urges.
613438.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მსურველები ვებგვერდზე ირჩევდნენ შესაბამის მასალას ახალი დონატის გამოსაცხობად, არქმევდნენ სახელს და 100-სიტყვიან ესსეს წერდნენ იმის შესახებ, რატომ მიაჩნდათ საკუთარი დონატი საუკეთესოდ.
At the site, entrants are selected from a list of approved ingredients to create the new doughnut, give it a name, and write a 100-word essay about why they think their doughnut creation is the best.
613439.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ონლაინ ხმის მიცემის სისტემით უამრავი ნახევარფინალისტი შეირჩა, რომლებმაც შემდეგ საკუთარი დონატები გამოაცხვეს კომპანიის საცდელ სამზარეულოში ბრეინტრიში (მასაჩუსეტსი) არსებულ დანკინ დონატსის უნივერსიტეტის სამზარეულოებში.
Online voting selected a dozen semifinalists, who then cooked up their creations at a bake-off in the company’s test kitchens at Dunkin’ Donuts University in Braintree, Massachusetts.
613440.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გასულ წელს გამარჯვებულმა 12 000 დოლარი მიიღო და, შესაბამისად, გამარჯვებული დონატი გარკვეული დროით დაემატა კომპანიის მენიუს.
Last year’s winner received $12,000, and the winning doughnut was added to the company’s menu for a limited time.