მოიძებნა 668044 ჩანაწერი
614301.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
დახვეწილი კომპიუტერული პროგრამებით მარკეტოლოგებს პირდაპირ შეუძლიათ ამ მონაცემთა ბაზების გამოყენება იმისათვის, რომ შეარჩიონ შესაბამისი პოტენციური მომხმარებლები.
Using sophisticated computer technologies, direct marketers can use these databases to “microtarget” their selling efforts.
614302.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
ონლაინკონფიდენციალურობა გარკვეულ პრობლემებს მაინც იწვევს.
Online privacy causes special concerns.
614303.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
ონლაინმარკეტეოლოგთა უმეტესობა მომხმარებელთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას ოსტატურად აგროვებს და ანალიზს უკეთებს.
Most online marketers have become highly skilled at collecting and analyzing detailed consumer information.
614304.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
თვალყურის დევნების ვებტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო იხვეწება და კომპიუტერული კონფიდენციალურობის ექსპერტები ღელავენ, რომ ზოგიერთი მარკეტოლოგი ასეთ ინფორმაციას შესაბამისად არ გამოიყენებს.
As Web tracking technology grows in sophistication, digital privacy experts worry that some marketers will use such information to take unfair advantage of unknowing customers.
614305.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
პრობლემა ინფორმაციის ასიმეტრია, როგორც მას ეკონომისტები უწოდებენ.
The problem is what economists call “information asymmetry”.
614306.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ერთი მხრივ, გვყავს მოხუცი ბებია, რომელიც ეძებს ინფორმაციას ართრიტის სამკურნალოდ ან შვილიშვილისთვის დაბადების დღის საჩუქარს, ხოლო მეორე მხრივ, შავი ქამრის მფლობელი ტვინიკოსი, რომელიც აქტიურად შრომობს მონაცემთა მოპოვების ახალი კომპანიის დასაარსებლად.
In simple terms, on one side of your screen is a grandma searching for arthritis treatments or a birthday gift for her granddaughter, and on the other side of the screen is a black-belt quant-jock working for a data-mining start-up.
614307.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
ონლაინმონაცემთა შეგროვების სამყაროში „მომხმარებელთა უფლებებით აღჭურვის“ ცნება ერთგვარი სიცრუეა.
In the realm of online data collection, the notion of “consumer empowerment” tends to ring hollow.
614308.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
ზოგიერთი მომხმარებელი და პოლიტიკის შემქმნელი ღელავს იმის შესახებ, რომ ინფორმაციაზე წვდომამ შესაძლოა მომხმარებელთა უფლებების დარღვევა გამოიწვიოს.
Some consumers and policymakers worry that the ready availability of information may leave consumers open to abuse.
614309.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
რამდენად უნდა მიეცეს უფლება საკრედიტო ბარათების კომპანიებს მილიონობით ბარათის მფლობელთა შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ იმ ვაჭრებისათვის, რომლებიც მათი მომსახურებით ისარგებლებენ?
Should credit card companies be allowed to make data on their millions of cardholders worldwide available to merchants who accept their cards?
614310.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
ან რამდენად მართებულია, ქვეყნებმა გაყიდონ მართვის მოწმობის მფლობელთა პირადი ინფორმაცია - სახელები და მისამართები, სიმაღლე, წონა და სქესი, რაც ტანსაცმლის ცალობით მოვაჭრეებს საშუალებას მისცემს, მაღალი თუ ზედმეტწონიანი ადამიანები შესაბამისი შეთავაზებებით მოამარაგოს.
Or is it right for states to sell the names and addresses of driver’s license holders, along with height, weight, and gender information, allowing apparel retailers to target tall or overweight people with special clothing offers?
614311.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
საჭიროა მოქმედება.
A Need for Action.
614312.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
ონლაინუსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მიზნებიდან გამომდინარე, აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ განიხილა მრავალი საკანონმდებლო აქტი, რომ დაერეგულირებინა ვებოპერატორების მიერ მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციის მიღებისა და გამოყენების საკითხები.
In response to online privacy and security concerns, the federal government has considered numerous legislative actions to regulate how Web operators obtain and use consumer information.
614313.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
მაგალითად, აშშ-ის კონგრესი ამზადებს კანონს, რომელიც მომხმარებლებს მეტ საშუალებას მისცემს, აკონტროლონ ინტერნეტინფორმაციის გამოყენება.
For example, Congress is drafting legislation that would give consumers more control over how Web information is used.
614314.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
ხოლო ეფ-თი-სი აქტიურად მონაწილეობს ონლაინკონფიდენციალურობის მხარდაჭერაში.
And the FTC is taking a more active role in policing online privacy.
614315.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
ეს ყველაფერი, სანამ ამას კანონმდებლები გააკეთებენ, მარკეტოლოგებისაგან მოითხოვს გადამწყვეტ ნაბიჯებს, რათა არ დაირღვეს კონფიდენციალურობა.
All of this calls for strong actions by marketers to prevent privacy abuses before legislators step in to do it for them.
614316.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
მაგალითად, იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ ინტენსიური სამთავრობო წესები და კანონები, ოთხმა სარეკლამო ჯგუფმა — სარეკლამო სააგენტოების ამერიკულმა ასოციაციამ, ეროვნული რეკლამის მწარმოებელთა ასოციაციამ, პირდაპირი მარკეტინგის ასოციაციამ და ინტერაქტიურმა სარეკლამო ბიურომ – სულ ახლახან გამოსცა ახალი მითითებები ვებგვერდებისათვის.
For example, to head off increased government regulation, four advertiser groups—the American Association of Advertising Agencies, the Association of National Advertisers, the DMA, and the Interactive Advertising Bureau—recently issued new guidelines for Web sites.
614317.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
სხვა ზომებთან ერთად, მათი მიზანია, ვებმარკეტოლოგებს დაავალონ, შეატყობინონ მომხმარებლებს, რამდენად ადევნებენ თვალყურს მათ მიერ ინტერნეტში განხორციელებულ ძიებას.
Among other measures, the guidelines call for Web marketers to alert consumers if their activities are being tracked.
614318.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ბავშვთა კონფიდენციალურობის დაცვა.
Of special concern are the privacy rights of children.
614319.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
2000 წელს აშშ-ის კონგრესში მიიღეს ბავშვთა ონლაინსაიდუმლოების დაცვის კანონი, რომელიც ავალდებულებს იმ ვებგვერდების ოპერატორებს, რომლებიც ბავშვთა სეგმენტზეა გათვლილი, თავიანთ გვერდებზე დადონ შესაბამისი ინფორმაცია.
In 2000, Congress passed the Children’s Online Privacy Protection Act (COPPA), which requires Web site operators targeting children to post privacy policies on their sites.
614320.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
მათ ასევე უნდა შეატყობინონ მშობლებს იმის შესახებ, რა ინფორმაციას უყრიან თავს და მოიპოვონ მათგან თანხმობა 13 წლამდე ასაკის ბავშვებისაგან ინფორმაციის მოგროვებამდე.
They must also notify parents about any information they’re gathering and obtain parental consent before collecting personal information from children under age 13.