მოიძებნა 668044 ჩანაწერი
614321.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
ონლაინსოციალური ქსელების, მობილური ტელეფონებისა და სხვა ახალი ტექნოლოგიების გავრცელებასთან ერთად, ეს ჯგუფები არწმუნებენ აშშ-ის სენატს, აღნიშნული კანონი გავრცელდეს ახალ ტექნოლოგიებსა და თინეიჯერებზეც.
With the subsequent advent of online social networks, mobiles phones, and other new technologies, privacy groups are now urging the U.S. Senate to extend COPPA to include both the new technologies and teenagers.
614322.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
მრავალმა კომპანიამ მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციის საიდუმლოებისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ზომები მიიღო.
Many companies have responded to consumer privacy and security concerns with actions of their own.
614323.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
ზოგი კი ზოგადად მის ინდუსტრიაში მიღებული წესებით ხელმძღვანელობს.
Still others are taking an industry-wide approach.
614324.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
მაგალითად, არაკომერციული თვითრეგულირებადი ორგანიზაცია თრასთი მრავალ კორპორაციულ სპონსორთან თანამშრომლობს მაიკროსოფტთან, იაჰუსთან, ეი-თი & თი-სთან, ფეისბუქთან, დისნეისთან და ეფლთან.
For example, TRUSTe, a nonprofit self-regulatory organization, works with many large corporate sponsors, including Microsoft, Yahoo!, AT&T, Facebook, Disney, and Apple, to audit privacy and security measures and help consumers navigate the Web safely.
614325.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
პირდაპირი მარკეტინგის ინდუსტრია მთლიანობაში საიდუმლოების შენარჩუნების საკითხებს არეგულირებს.
The direct marketing industry as a whole is also addressing public policy issues.
614326.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
მაგალითად, საყიდლების შეძენისას მომხმარებელთა ნდობის მოსაპოვებლად და განსამტკიცებლად, პირდაპირი მარკეტინგის ასოციაციამ (პმა) – რომელიც ყველაზე დიდი ასოციაციაა იმ კომპანიებისათვის, რომლებიც პირდაპირ, მონაცემთა ბაზებით და ინტერაქტიურ მარკეტინგს ეწევიან, ფორჩუნ 100-ის წევრ კომპანიათა დაახლოებით ნახევრის ჩათვლით, შემოიღო ე.წ. „საიდუმლოების შენახვის დაპირების დოკუმენტი ამერიკელი მომხმარებლებისათვის“.
For example, in an effort to build consumer confidence in shopping direct, the DMA—the largest association for businesses practicing direct, database, and interactive marketing, including nearly half of the Fortune 100 companies—launched a “Privacy Promise to American Consumers”.
614327.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
წევრები უნდა შეთანხმდნენ, რომ ისინი მომხმარებელს აუცილებლად შეატყობინებენ, როდესაც სხვებს გაუზიარებენ რაიმე პირად ინფორმაციას.
Members must agree to notify customers when any personal information is rented, sold, or exchanged with others.
614328.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
მათ ასევე პატივი უნდა სცენ მომხმარებელთა თხოვნას, „აირჩიონ მათ შესახებ პირადი ინფორმაციის გაცემა, გაყიდვა თუ მიქირავება სხვა მარკეტოლოგებისათვის.
They must also honour consumer requests to “opt out” of receiving further solicitations or having their contact information transferred to other marketers.
614329.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. პირდაპირი და ონლაინმარკეტინგი, მომხმარებლებთან ურთიერთობების პირდაპირ დამყარება
პირდაპირი მარკეტოლოგების უმეტესობას იგივე სურს, რაც მომხმარებლებს: პატიოსნად და კარგად მომზადებული მარკეტინგული შეთავაზებები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მიიღებენ და შესაბამისად მოახდენენ რეაგირებას.
Most direct marketers want the same things that consumers want: honest and well-designed marketing offers targeted only toward consumers who will appreciate and respond to them.
614330.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
მობილური მარკეტინგი: დამირეკე, თორემ მე დაგირეკავ!
Mobile Marketing: Do Call Me, Please—or I Will Call You!
614331.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
წარმოიდგინეთ, რომ ბესთ ბაიში ხართ და გსურთ შეიძინოთ პორტატიული ჯი-პი-ეს-ის სანავიგაციო სისტემა.
You’re at the local Best Buy checking out portable GPS navigation systems.
614332.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგრამ არ ხართ დარწმუნებული, აქვს თუ არა ბესთ ბაის საუკეთესო ფასები.
But you’re not certain that Best Buy has the best prices.
614333.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
გარდა ამისა, გაინტერესებთ, როგორ შეფასებას აძლევენ სხვა მომხმარებლები ამ ორ ბრენდს.
Also, you’d love to know how other consumers rate the two brands.
614334.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
თქვენი აიფონიდან შედით ამაზონის სატელეფონო აპლიკაციაში და გადახედეთ იმ ბრენდებს, რომლებიც გაინტერესებთ, წაიკითხეთ მომხმარებელთა მოსაზრებები და შეადარეთ ამაზონისა და მისი პარტნიორების მიერ შეთავაზებულ ფასებს.
Just pull out your iPhone and launch Amazon.com’s iPhone app, which lets you browse the brands you’re considering, read consumer reviews, and compare prices sold by Amazon.com and its retail partners.
614335.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
ეს პროგრამა იმის საშუალებასაც კი გაძლევთ, რომ თქვენი ტელეფონის ფოტოაპარატის მეშვეობით წამოიღოთ სასურველი ნივთის ფოტო, ამაზონის სისტემა კი ვებგვერდზე მსგავსი ნივთების მოძიებაში დაგეხმარებათ.
The application even lets you snap a photo of an item with your phone’s camera, and Amazon.com employees will try to find similar items for sale on the Web site.
614336.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
თუ ამაზონი უკეთეს ვარიანტს გთავაზობთ, შეგიძლიათ პირდაპირ პროგრამიდან იყიდოთ.
If Amazon.com offers a better deal, you can make the purchase directly from the application.
614337.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მობილური მარკეტინგის ახალ სამყაროში.
Welcome to the new world of mobile marketing.
614338.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
დღევანდელი ახალი თაობის მობილური ტელეფონები ჩვენი ცხოვრების წესს ცვლიან, რაც საყიდლების გაკეთების მეთოდსაც მოიცავს.
Today’s new smartphones are changing the way we live—including the way we shop.
614339.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
მომხმარებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მობილურ ტელეფონებს იყენებენ ტექსტური შეტყობინებების გასაგზავნად, ვებგვერდზე ინფორმაციის მოსაძიებლად, ინტერნეტიდან ჩამოტვირთული ვიდეოფილმებისა და შოუების საყურებლად, ელფოსტის შესამოწმებლად.
A growing number of consumers—especially younger ones—are using their cell phones for text messaging, surfing the Web, watching downloaded videos and shows, and checking e-mail.
614340.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
ერთ-ერთი ექსპერტის აზრით, „მობილური ტელეფონი გადაიქცა ერთგვარ ხელსაწყოდ, ციფრულ შვეიცარიულ მრავალფუნქციურ დანად, რომელსაც აქვს უნარი მომხმარებელი ყოველ წუთს მიიპყროს და შესთავაზოს თამაშები, მუსიკა, ტელეპროგრამები პირდაპირ ეთერში და მოთხოვნით, ინტერნეტში შესვლა და, რა თქმა უნდა, რეკლამები“.
According to one expert, “the cell phone is morphing into a content device, a kind of digital Swiss army knife with the capability of filling its owner’s every spare minute with games, music, live and on-demand TV, Web browsing, and, oh yes, advertising”.