მოიძებნა 668044 ჩანაწერი
614581.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. კომპანიის მაგალითი
არც ერთი ეს ფაქტორი არ ეწინააღმდეგება იმ დაპირებებს, რომლებიც დონაჰიუმ გააკეთა.
None of these factors goes against the promises made by Donahoe.
614582.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. კომპანიის მაგალითი
საქმე ისაა, რამდენ ხანს ეყოფათ ინვესტორებს ნებისყოფა უცადონ, როდის განხორციელდება მისი გეგმა?
The question is, will investors have enough patience to wait for his plan to work?
614583.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
წინა თავებში თქვენ გაეცანით მარკეტინგის საფუძვლებს.
In previous chapters, you explored the basics of marketing.
614584.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
დაინახეთ, რომ მარკეტინგის მიზანი მყიდველებისთვის ფასეულობის შექმნაა, რათა მათგან უკან სხვა ფასეულობა მიიღოს.
You learned that the aim of marketing is to create value for customers in order to capture value from them in return.
614585.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
წარმატებული კომპანიები მყიდველებს იზიდავენ, ინარჩუნებენ და მათ რიცხვს ზრდიან იმით, რომ კარგად ესმით მათი საჭიროებები, ამზადებენ მომხმარებლებზე ორიენტირებულ მარკეტინგულ სტრატეგიებს, სათანადო ფასეულობის შემქმნელ მარკეტინგულ პროგრამებს და ამყარებენ პარტნიორულ ურთიერთობებს.
Good marketing companies win, keep, and grow customers by understanding customer needs, designing customer-driven marketing strategies, constructing value-delivering marketing programs, and building customer and marketing partner relationships.
614586.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ბოლო სამ თავში ჩვენ ამ საკითხს სამი მიმართულებით განვიხილავთ: კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა, გლობალური მარკეტინგი და სოციალური და გარემო ფაქტორების მიმართ მარკეტინგული მდგრადობა.
In the final three chapters, we’ll extend this concept to three special areas: creating competitive advantage, global marketing, and social and environmental marketing sustainability.
614587.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
წინამდებარე თავში ჩვენ მარკეტინგის ყველა ძირითად საკითხს ერთად მოვუყრით თავს.
In this chapter, we pull all the marketing basics together.
614588.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
კლიენტებთან მომგებიანი ურთიერთობის განსავითარებლად თავდაპირველად მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს მათი, თუმცა, ეს საკმარისი როდია.
Understanding customers is an important first step in developing profitable customer relationships, but it’s not enough.
614589.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
კონკურენტუნარიანი უპირატესობის მოსაპოვებლად კომპანიებმა უნდა მოამზადონ მარკეტინგული პროექტები, რომლებიც კონკურენტების მიერ შეთავაზებულ ფასეულობებთან შედარებით, მეტად მოიზიდავენ მყიდველს.
To gain competitive advantage, companies must use this understanding to design marketing offers that deliver more value than the offers of competitors seeking to win the same customers.
614590.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ამ თავში თავდაპირველად განვიხილავთ კონკურენტების ანალიზის პროცესს, რომელსაც კომპანიები იყენებენ კონკურენტების დასადგენად და შემდეგ მათ შესასწავლად.
In this chapter, we look first at competitor analysis—the process companies use to identify and analyze competitors.
614591.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ამის შემდეგ, განვიხილავთ კონკურენტუნარიან მარკეტინგულ სტრატეგიებს, რომელთა მეშვეობითაც კომპანიები ახდენენ პოზიციონირებას მაქსიმალური უპირატესობის მოსაპოვებლად.
Then we examine competitive marketing strategies by which companies position themselves against competitors to gain the greatest possible competitive advantage.
614592.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ჯერ განვიხილოთ კორეული მანქანების მწარმოებელი კომპანია ჰიუნდაის მაგალითი (Hyundai ჟღერადობით ინგლისურ სიტყვა Sunday-ს ჰგავს).
Let’s first look at Korean carmaker Hyundai (rhymes with Sunday).
614593.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
როდესაც 2008 წლის დიდმა რეცესიამ საავტომობილო მრეწველობას შემოუტია, მანქანათმწარმოებელი კომპანიების უმეტესობამ მარკეტინგისათვის გამოყოფილი ბიუჯეტები შეამცირა და კრიზისისათვის მზადება დაიწყო.
When the Great Recession of 2008 battered the automobile industry, most car companies slashed their marketing budgets and battened down the hatches to weather the economic storm.
614594.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
თუმცა, ჰიუნდაიმ საპირისპირო გააკეთა.
But Hyundai did just the opposite.
614595.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
კონკურენტებისგან განსხვავებით, მან მარკეტინგზე გამოყოფილი ბიუჯეტი გაზარდა.
It increased its marketing spending as rivals were cutting back.
614596.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ამავე დროს ცვალებადი ეკონომიკური დროისა და ბაზრისათვის სწორად გამიზნული ფასეულობათა განაცხადი შეარჩია.
And it found just the right value proposition for the changing economic times and marketplace.
614597.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ჰიუნდაი: აჩქარება მაშინ, როდესაც კონკურენტების მდგომარეობა შერყეულია.
Hyundai: Hitting the Accelerator When Competitors Throttle Down.
614598.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
რეალობისაგან გაქცევა დღის წესრიგში დადგა და კომპანიები, როგორიცაა ბად ლაითი და კოკა-კოლა, საზოგადოებას მხიარულ რეკლამებს სთავაზობდნენ, რომლებიც პრაქტიკულად დისონანსში იყო რეალობასთან.
Escapism was the order of the day, and most advertisers played right along, with brands like Bud Lite and Coke offering happy-happy, joy-joy ads that jarred with reality.
614599.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ასეთი თამამი განცხადებით, ჰიუნდაიმ (დიახ, ჰიუნდაიმ, იგი ხომ სულაც არ იყო ცნობილი უშიშარი მარკეტინგით), აქტიურად შეუტია რეცესიას, რომელიც არა მარტო ასუსტებს მომხმარებელთა ენთუზიაზმს, არამედ საერთოდ ანადგურებს.
With that bold stroke, Hyundai—yes, Hyundai—an automaker not historically known for fearless marketing, began in earnest a frontal assault on a recession that was not only dampening consumer enthusiasm but also drowning it.
614600.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ჰიუნდაის აგრესიულმა და კლიენტებზე ორიენტირებულმა მარკეტინგულმა სტრატეგიამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე საოცარი შედეგები მოიტანა.
Hyundai’s aggressive, customer-focused marketing strategy in the face of the economic downturn produced stunning results.