მოიძებნა 669200 ჩანაწერი
634321.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
კლიენტისთვის გონივრული წინასწარი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, „Tr-ს“ უფლება აქვს, უშუალოდ ან მესამე მხარე - აუდიტორის მეშვეობით, ჩაატაროს აუდიტი „კლიენტის“ ჩვეულებრივი სამუშაო საათების განმავლობაში, იმის დასადასტურებლად, რომ ლიცენზირებული მასალები ამ „შეთანხმების“ დებულებათა შესაბამისად გამოიყენება.
On providing Client with reasonable prior written notice, TR shall have the right, either directly or through a third party auditor and not more than once every 12 months, to conduct an audit during Client’s normal business hours to verify that the Licensed Materials are being used in a manner consistent with the provisions of this Agreement.
634322.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
„კლიენტი“ თანამშრომლობს „Tr-თან“ და იძლევა ისეთ შესაბამის ინფორმაციას, რომელიც „Tr-მა“ (ან მისმა მესამე მხარე - აუდიტორმა) შეიძლება გონივრულად მოითხოვონ აუდიტის ჩატარების მიზნებისათვის.
Client shall co-operate with and provide such applicable information as is reasonably requested by TR (or its third party auditor) for the purposes of carrying out the audit.
634323.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
10. მთავრობის მიერ შეზღუდული უფლებები.
10. GOVERNMENT RESTRICTED RIGHTS.
634324.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
თუ „კლიენტი“ არის შეერთებული შტატების მთავრობის განყოფილება ან უწყება, გამოიყენება შემდეგი დებულება: წინამდებარე დოკუმენტის მიხედვით მიწოდებული მთელი პროგრამული უზრუნველყოფა ან დოკუმენტაცია შედგება „კომერციული კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფისგან“ და „კომერციული კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის დოკუმენტაციისგან“, რამდენადაც ამგვარ ტერმინებს იყენებს 48 CFR 12.212.
If Client is a branch or agency of the United States Government, the following provision applies: Any software or documentation provided hereunder is comprised of “commercial computer software” and “commercial computer software documentation” as such terms are used in 48 CFR 12.212.
634325.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
როგორც ამას ითვალისწინებს 48 CFR 12.212 და 48 CFR 227.7202-1-დან 227.7202-4-მდე ჩათვლით, ყველა საბოლოო მომხმარებელი აშშ-ის მთავრობიდან ამგვარ კომპიუტერულ უზრუნველყოფასა და დოკუმენტაციას იღებს მხოლოდ იმ უფლებათა საფუძველზე, რომლებიც არაორაზროვნად არის აქ ფორმულირებული.
Consistent with 48 CFR 12.212 and 48 CFR 227.7202-1 through 227.7202-4 (June 1995), all U.S. Government end users acquire such software and documentation with only those rights explicitly set forth herein.
634326.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
11. ზოგადი.
11. GENERAL
634327.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
11.1. არც ერთი „მხარე“ არ იქნება მეორის წინაშე პასუხისმგებელი ამ „შეთანხმებით“ გათვალისწინებულ მის ვალდებულებათა რაიმე შეუსრულებლობის ან შესრულების დაყოვნების გამო (ფულის გადახდის გამოკლებით), რომელიც ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომლებიც მის გონივრულ კონტროლს არ ექვემდებარება.
11.1. Neither Party will be liable to the other for any failure or delay in the performance of its obligations under this Agreement (except for payment of money) due to circumstances beyond its reasonable control.
634328.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
11.2 რომელიმე „მხარის“ მხრიდან წინამდებარე დოკუმენტის მიხედვით გათვალისწინებული რომელიმე უფლების ან უფლებამოსილების გამოუყენებლობა ან გამოყენების დაყოვნება არ წარმოადგენს უარის თქმას ამგვარ უფლებასა თუ უფლებამოსილებაზე, თუკი ეს წერილობით არ იქნა შეთანხმებული 11.6 მუხლის მიხედვით.
11.2. Failure or delay by either Party in exercising any right or power hereunder will not constitute a waiver of such right or power unless agreed in writing pursuant to clause 11.6.
634329.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
11.3. კლიენტი არ ახდენს ამ „შეთანხმებით“ გათვალისწინებული რომელიმე თავისი უფლების ან მოვალეობის გადაცემას, სუბლიცენზირებას ან დელეგირებას „Tr-ის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
11.3. Client shall not assign, sub-license or delegate any of its rights or obligations under this Agreement without the prior written consent of TR.
634330.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
„Tr-ს“ შეუძლია ამ „შეთანხმებით“ გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე თავისი უფლების ან მოვალეობის ქვეკონტრაქტირება ან გადაცემა ნებისმიერი მესამე მხარისთვის, იმ პირობით, რომ „Tr“ პასუხისმგებელი რჩება მისი ქვეკონტრაქტორების მიერ ამ „შეთანხმებით“ გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულებაზე.
TR may sub-contract or transfer all or any or its rights or obligations under the Agreement to any third party, provided that in the case of subcontracting, TR shall remain responsible for the performance by its subcontractors of such obligations under this Agreement.
634331.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
ნებისმიერი გადაცემა, სუბლიცენზირება ან დელეგირება, რომელიც არღვევს მოცემულ 11.3 მუხლს, ბათილად და ძალადაკარგულად ითვლება.
Any assignment, sub-licensing or delegation in breach of this clause 11.3 shall be null and void.
634332.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
„Tr-ს“ უფლება აქვს, შეატყობინოს „კლიენტს“ განახლებასთან და ფასჩამოყალიბებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით, „კლიენტის“ ადმინისტრატორის ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რომელსაც „კლიენტი“ დროდადრო წერილობით აცნობებს.
TR shall be entitled to notify Client about renewal and pricing information by email to the email address of Client’s administrator as notified by Client in writing from time to time.
634333.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
ნებისმიერი ამგვარი შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად იმ დღეს, რა დღესაც შეტყობინება რეგისტრირებულია, როგორც ადგილზე მიტანილი.
Any such notices will be treated as being received on the date that the notice is recorded as having been delivered.
634334.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
11.5. ეს „შეთანხმება“ შეიცავს „მხარეთა“ მთელს შეთანხმებას მისი შინაარსის თაობაზე და ანაცვლებს ნებისმიერსა და ყველა წინა წერილობით თუ სიტყვიერ შეთანხმებასა და გარიგებას მასთან დაკავშირებით.
11.5. This Agreement contains the entire agreement of the Parties as to its subject matter and supersedes any and all prior written or oral agreements and understandings in relation thereto.
634335.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
„კლიენტი“ თანახმაა იმაზე, რომ ნებისმიერი ვადები და პირობები, ინკორპორირებული მის მიერ „Tr-ისთვის“, ამ „შეთანხმების“ თარიღამდე თუ თარიღის შემდეგ, მისაღებად წარდგენილ შესყიდვის შეკვეთაში, არ გამოიყენება და პირდაპირ და არაორაზროვნად არის გამორიცხული.
Client agrees that any terms and conditions incorporated into any purchase order submitted by it for acceptance by TR whether before or after the date of the Agreement shall not apply and are expressly excluded.
634336.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
თითოეული „მხარე“ აღიარებს, რომ ამ „შეთანხმების“ დადებისას ისინი არ ეყრდნობოდნენ მეორე „მხარის“ რომელიმე ისეთ განცხადებას, რომელიც ასახული არ არის ამ „შეთანხმებაში“.
Each Party acknowledges that in entering into this Agreement they have not relied on any representations made by the other Party that are not expressed in this Agreement.
634337.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
მოცემული 11.5 მუხლი ინტერპრეტირებული არ უნდა იქნეს ისე, თითქოს იგი გამორიცხავდეს რომელიმე „მხარის“ პასუხისმგებლობას სიცრუის შემცველი განცხადებებისათვის.
This clause 11.5 shall not be construed as excluding either Party’s liability in respect of any fraudulent statements.
634338.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
11.6. ამ „შეთანხმების“ ნებისმიერი შესწორება ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წერილობითი ფორმით არსებობს და განხორციელებულია თითოეული „მხარის“ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
11.6. Any amendment to this Agreement shall only be effective if in writing and executed by a duly authorized representative of each Party.
634339.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
11.7. თუ კომპეტენტური იურისდიქციის მქონე ესა თუ ის სასამართლო დაადგენს, რომ ამ „შეთანხმების“ რომელიმე დებულება უკანონოა ან აღსრულებას არ ექვემდებარება, იგი ჩაითვლება ამოღებულად ისე, რომ ზეგავლენა არ იქონიოს დანარჩენ დებულებებზე.
11.7. If any provision of this Agreement is determined to be illegal or unenforceable by any court of competent jurisdiction, it shall be deemed to have been deleted without affecting the remaining provisions.
634340.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
11.8. ამ „შეთანხმების“ რეგულირება და ინტერპრეტირება მოხდება პენსილვანიის შტატის კანონმდებლობის თანახმად.
11.8. This Agreement will be governed by and construed in accordance with the laws of the Commonwealth of Pennsylvania.