მოიძებნა 669200 ჩანაწერი
634401.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
საქართველოს საბიუჯეტო სისტემა არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციების შესასრულებლად ფულადი სახსრების მობილიზაციისა და გამოყენების მიზნით სამართლებრივი აქტებით რეგულირებული საბიუჯეტო ურთიერთობების ერთობლიობა.
Budgetary system of Georgia represents a unity of budgetary relations regulated by normative acts required for mobilizing and usage of the financial resources for the purposes of fulfilment of the functions of the central agencies, Autonomous Republics of Georgia and local self-government bodies.
634402.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 3. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის სამართლებრივი საფუძვლები.
Article 3. Legal basis for the budgetary system of Georgia.
634403.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 4. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები.
Article 4. Main Principles of the Budgetary System of Georgia.
634404.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. საბიუჯეტო სისტემის ყველა მონაწილემ საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა დაიცვას შემდეგი პრინციპები:
1. All the components of the budgetary system of Georgia at all the stages of the budgetary process shall fulfil the following principles:
634405.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ა) ყოვლისმომცველობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის, გადასახდელისა და ნაშთის ცვლილების სრულყოფილად ასახვა შესაბამის ბიუჯეტებში;
a) comprehensiveness – complete reflection of all the changes in the revenues, expenditures and balance in the relevant budgets;
634406.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ბ) გამჭვირვალობა – ბიუჯეტების პროექტების წარმომადგენლობით ორგანოებში განხილვის პროცედურების საჯაროობა საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის; დამტკიცებული ბიუჯეტებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება; ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის (გარდა საიდუმლო ინფორმაციისა) ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის;
b) transparency – openness of the review procedure of the draft budgets in the representative agencies for the population and mass media; publishing of the reports on the approved budgets and their fulfilment; availability of the information about budgets (except for the secret information) for any physical and legal entities;
634407.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
გ) ანგარიშვალდებულება – საბიუჯეტო პროცესის მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და ბიუჯეტის შესახებ წარდგენილი ინფორმაციაზე;
c) accountability – responsibilities of all the participants of the budgetary process on their relevant operations and on the provided budgetary information;
634408.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
დ) დამოუკიდებლობა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი შემოსულობები და ნაშთი, აგრეთვე საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
d) independence – independence of the state budget of Georgia, republican budgets of the Autonomous Republics and the budgets of the local self-governing units, which are provided for by their own revenues and balances, and also the right to independently define own taxes in accordance with the legislation of Georgia.
634409.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ე) ერთიანობა – ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ საერთო საფუძვლებით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციით, აღრიცხვის ერთიანი სისტემით, სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთიანი პრინციპებით ხელმძღვანელობა;
e) unity – usage of common principles defining the basis for the central agencies, Autonomous Republics of Georgia and local self-government bodies, uniform budgetary classification, single accounting system, and state financial control;
634410.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ვ) უნივერსალობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა ამ კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.
f) universality – direction of all the budgetary revenues for joint financing of expenditures except for the cases defined by the present Code.
634411.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ამასთანავე, არც ერთი შემოსულობა, დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების გარდა, არ უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად.
At the same time, no revenue, except for the revenues financed by donors, shall be earmarked for covering of a specific expenditure.
634412.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსულობების შენარჩუნება მისი მიზნებისათვის დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საბიუჯეტო ორგანიზაციას წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
Retaining of the revenues by a budgetary organization for its own purposes shall not be allowed except for the cases when the budgetary organization is represented by a legal entity of public law;
634413.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ზ) კონსოლიდირება – ყველა დონის ბიუჯეტების შემოსულობის სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა და გადასახდელების გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშების მართვა სახელმწიფო ხაზინის მიერ და მათი განთავსება საქართველოს ეროვნულ ბანკში ან/და სხვა საბანკო დაწესებულებებში.
g) consolidation – bringing the revenues at all the budgetary levels within the uniform system of accounting of the state treasury and payment of expenditures within the rule defined by the legislation of Georgia, management of the uniform system of accounting of the treasury by the State Treasury and their placement within the National Bank of Georgia and/or other banking institutions.
634414.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 5. საბიუჯეტო პროცესი.
Article 5. Budgetary process.
634415.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
საბიუჯეტო პროცესი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის განუყოფელი ნაწილია.
The budgetary process is an integral part of the budgetary system of Georgia.
634416.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
საბიუჯეტო პროცესი არის საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საქმიანობა, რომელიც მოიცავს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, დაზუსტებას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს.
The budgetary process is the activity of the participants of the budgetary system, which includes preparation of the draft budget, its submission, consideration, approval, amendment, fulfilment, accounting and control.
634417.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 6. კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება.
Article 6. Definitions of the terms used in the Code.
634418.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
The terms used in the present Code have the following definitions:
634419.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ა) ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლება – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები;
a) Governments of the Autonomous Republics – government agencies of the Autonomous Republic of Abkhazia and the Autonomous Republic of Adjara;
634420.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ბ) ადგილობრივი ხელისუფლება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
b) local government – local self-government bodies;