მოიძებნა 669200 ჩანაწერი
634421.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
გ) ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი ორგანოების მიერ;
c) budget – unity of the changes in the revenues received, expenditures covered, and the remaining balance with the purpose of fulfilment of the functions and responsibilities of the Georgian central agencies, Autonomous Republics of Georgia and local self-government bodies, which is approved by the relevant central agencies, Autonomous Republics of Georgia and local self-government bodies;
634422.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
დ) საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი - საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტი.
d) Unified consolidated budget of Georgia – consolidated budget of Georgian central agencies, Autonomous Republics of Georgia and local self-government bodies.
634423.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;
The unified consolidated budget is not subject to approval by any of the representative state bodies;
634424.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ე) სახელმწიფო ბიუჯეტი – საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;
e) State budget – unity of the changes in the revenues received, expenditures covered, and the remaining balance with the purpose of fulfilment of the functions and responsibilities of the Georgian central agencies approved by the Parliament of Georgia;
634425.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი - აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და შესაბამისად მის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტი.
f) Unified consolidated budgets of the Autonomous Republics – consolidated republican budgets of the Autonomous Republics of Abkhazia or Adjara and their corresponding local self-governing bodies.
634426.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;
Unified consolidated budgets of the Autonomous Republics are not subject to approval by any of the representative state bodies;
634427.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ზ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი - ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ;
g) Republican budgets of the Autonomous Republics – unity of the changes in the revenues received, expenditures covered, and the remaining balance with the purpose of fulfilment of the functions and responsibilities of the Autonomous Republics, which are approved by their corresponding Supreme Councils;
634428.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
თ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ;
h) budgets of local self-governing bodies – unity of the changes in the revenues received, expenditures covered, and the remaining balance with the purpose of fulfilment of the functions and responsibilities of the local self-governing bodies, which are approved by the representative agencies (Sakrebulos) of the local self-governing bodies;
634429.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ი) დამტკიცებული ბიუჯეტი - შესაბამისი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი;
i) approved budget – the budget approved by the relevant representative state body;
634430.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
კ) დაზუსტებული ბიუჯეტი - ამ კოდექსის 31-ე, 69-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე კორექტირებული ბიუჯეტი;
j) amended budget – the budget amended on the basis of Articles 31, 69 and 92 of this Code;
634431.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ლ) ასიგნება - საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში გადახდის განხორციელების უფლებამოსილება;
k) allotment – an authority to cover expenditures within the amount envisaged by the budget during the budgetary year;
634432.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მ) ბიუჯეტის განწერა - ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების განაწილება ყოველთვიურად ან/და ყოველკვარტალურად საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა ხარჯების და არაფინანსური აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის) მიხედვით;
l) budget breakdown - monthly and/or quarterly spread of changes of budgetary revenues, payments and balance in accordance with the budgetary classification (except for the expenditures and functional classification of operations with non-financial assets);
634433.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ნ) ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, ექსკლუზიური, დელეგირებული და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები – შეესაბამება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მოცემულ განმარტებებს;
m) local self-government, local self-government body, exclusive, delegated and voluntary authority – same as the definition of the terms used in the Organic Law of Georgia “On Local Self-Government”;
634434.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ო) გამოთანაბრებითი ტრანსფერი – ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამ კოდექსით დადგენილი ფორმულის შესაბამისად გამოყოფილი თანხები, რომელთა გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო;
o) offsetting transfer – amounts allocated from the state budget of Georgia to the budget of the local self-governing body, in accordance with the formula defined by the present Code, for the purposes of implementation of exclusive authorities, directions of usage of which are independently defined by a representative local self-governing body;
634435.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
პ) მიზნობრივი ტრანსფერი – დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები;
p) target transfer – amounts, in the form of financial support, allocated from the state budget of Georgia and/or the budgets of the Autonomous Republics to the budget of the local self-governing body for the purposes of implementation of their delegated authorities;
634436.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ჟ) სპეციალური ტრანსფერი – გამოთანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერის გარდა ერთი ბიუჯეტიდან სხვა ბიუჯეტისათვის ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები.
q) special transfer – amounts, in the form of financial support, allocated from one budget to another except for the offsetting and target transfers.
634437.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
რ) მხარჯავი დაწესებულება – ბიუჯეტის ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით პირველი თანრიგის საბიუჯეტო ორგანიზაცია;
r) office of payment – a first class budgetary organization according to the budgetary organizational classification;
634438.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ს) საბიუჯეტო ორგანიზაცია – ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია, რომლისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასიგნება და რომელიც პასუხისმგებელია მის მართვაზე. ასევე, ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, პროცედურებისა და წესების შესაბამისად;
s) budgetary organization – an organization with budgetary financing, which receives allotments from the budget and which is responsible for their management. Also, it drafts its own budget, is responsible for its implementation and accounting within the defined norms, procedures and rules;
634439.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ტ) სახელმწიფო ხაზინა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სახაზინო სამსახური;
t) state treasury – a treasury unit subordinate to the Ministry of Finance of Georgia;
634440.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
უ) საფინანსო ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველობისა და ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მომზადებასა და შესრულებაზე;
u) financial agency – relevant units of the executive branches of the local self-government body and the Autonomous Republics, which are responsible for preparation and implementation of the budget of the local self-government body and the republican budgets of the Autonomous Republics;