მოიძებნა 669200 ჩანაწერი
634521.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 22. სახელმწიფო ვალის ლიმიტები და სახელმწიფო გარანტიები.
Article 22. Limits to state debt and state guarantees.
634522.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. წლიური ბიუჯეტი ადგენს ლიმიტებს სახელმწიფო ვალის მთლიან ოდენობაზე, რომელიც შეიძლება დაუფარავი იყოს საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის.
1. The annual budget defines the limits for the total amount of the state debt, which may not be covered by the end of the budgetary year.
634523.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ლიმიტები ცალ-ცალკე დგინდება საშინაო და საგარეო ვალებისთვის.
The limits are defined separately for internal and international liabilities.
634524.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ცალკე ლიმიტირებას ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკიდან აღებული სესხი.
Credits from the National bank of Georgia are subject to separate limitations.
634525.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. წლიური საბიუჯეტო კანონი ადგენს ლიმიტებს სახელმწიფო გარე და შიდა სასესხო გარანტიებზე, რომლებიც შეიძლება გაიცეს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
2. Annual budgetary law defines limits for guarantees for internal and external state credits, which can be allocated during the forthcoming budgetary year.
634526.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია სახელმწიფო ვალის მართვასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
3. Ministry of Finance of Georgia is responsible for management of the state debt and other relevant issues.
634527.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 23. სახელმწიფო სესხების აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის პროცედურები.
Article 23. Procedures for state loans and issuing state guarantees.
634528.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წლიური ბიუჯეტითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ვალის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ.
1. Ministry of Finance of Georgia, within the limits defined by annual budget and other normative acts and within the rule defined by the legislation, makes decisions on the matter of taking state credits and issuing state guarantees.
634529.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით აიღოს სესხი მისი მიმღებისა და გამცემისათვის მისაღები ნებისმიერი ფორმით.
2. Ministry of Finance of Georgia is authorized, within the rule defined by the legislation, in compliance with the Law of Georgia “On State Debt” to take credits in any form available for its acceptance and servicing.
634530.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თავისუფალია ფინანსური ინსტრუმენტის სახის არჩევისას, მისი მახასიათებლებისა და პირობების ჩათვლით.
Ministry of Finance of Georgia is free in selection of the financial instruments, including their characteristics and terms.
634531.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მონეტარული პოლიტიკის ინტერესების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოქმედებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის საფუძველზე.
Within the interests of the monetary policy Ministry of Finance of Georgia acts with consultations with the National Bank of Georgia.
634532.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
3. „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დადებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სახელმწიფო ვალის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების შესრულებას.
3. According to the Organic Law of Georgia “On National Bank” and on the basis of the written agreement concluded between the Ministry of Finance of Georgia and the National Bank of Georgia, the National Bank shall provide for execution of the relevant decision on state debt.
634533.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 24. სესხის გაცემის უფლება.
Article 24. The right for issuing credits.
634534.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაძლებელია გაიცეს სესხი ამ კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
1. The state budget of Georgia may issue a credit in accordance with the rule defined by the present Code.
634535.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით.
2. Credits from republican budgets of the Autonomous Republics and the budgets of local self-government bodies may be given only with the permission of the Ministry of Finance of Georgia.
634536.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
თავი III შემოსულობების განაწილება ბიუჯეტებს შორის.
Chapter III Allocation of revenues between the budgets.
634537.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 25. შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების წესი.
Article 25. The rule for allocation of revenues between the budgets.
634538.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. შემოსულობები საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ამ კოდექსის დანართის შესაბამისად.
1. Allocation of revenues between the state budget of Georgia, the republican budgets of Abkhazia and Adjara Autonomous Republics and the budgets of the local self-government bodies is in accordance with the Annex to the present Code.
634539.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ამ დანართში მითითებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სახელმწიფო ქონების ნუსხას ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
The list of state property and expenditures of general state importance included in the Annex is defined by the Ministry of Economic Development of Georgia.
634540.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები სრულად ირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
2. Local taxes and duties are fully transferred to the budgets of local self-governing bodies.