მოიძებნა 669200 ჩანაწერი
634821.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა თვითმმართველი ერთეულის, ისე სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისაგან.
2. The budgets of local self-government bodies are independent from those of other local self-government bodies, state and Autonomous Republics.
634822.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია: ამ კოდექსით განსაზღვრული საკუთარი შემოსულობებით და ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დელეგირებულ უფლებამოსილებათა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით.
3. Independence of the local self-government bodies in the budgetary matters is safeguarded by: own revenues and independent definition of payment of expenditures for exclusive authorities as defined by the present Code, as well as the authorities delegated within the frameworks defined by the law for making independent decisions.
634823.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
4. საქართველოს ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებს არა აქვთ უფლება ჩაერიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში.
4. The agencies of the Central Government and of the governments of the Autonomous Republics of Georgia may not interfere in the budgetary powers of the bodies of local self-government.
634824.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 66. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობები.
Article 66. Own or external revenues of the local self-government bodies.
634825.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, გამოთანაბრებითი ტრანსფერი და საქართველოს კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები.
1. Own revenues of the budgets of the local self-government bodies include local taxes and duties, offsetting transfers and other revenues as provided by the legislation of Georgia to the local self-government bodies.
634826.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსულობები.
2. External revenues include special and target transfers as well as other revenues as provided by the legislation of Georgia.
634827.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 67. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი.
Article 67. Reserve fund of the local self-government budget.
634828.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს.
1. With the purpose of funding unforeseen expenses, reserve funds are created within the budgets of the local self-government bodies, the volumes of which shall not exceed 2% of the total amount of allotments envisaged by the budget.
634829.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. სარეზერვო ფონდიდან თანხებს ქალაქის მერის ან გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საფინანსო ორგანო.
2. The funds from the reserve funds are allocated by the financial agency on the basis of the decisions of the city mayors or governors, which shall include the information on the amount of the funds and the purpose of their allocation.
634830.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 68. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი.
Article 68. The funds for coverage of the debts accrued for the past years and for execution of court decisions.
634831.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
1. The funds for coverage of the debts for the past years accrued and for execution of court decisions can be created in the budgets of the local self-governing bodies, which are managed within the rule defined by the legislation of Georgia and in accordance with the decisions made by local self-government executive bodies.
634832.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.
2. The volumes of the funds for coverage of the debts for the past years accrued and for execution of court decisions are defined by the annual budget.
634833.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 69. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში.
Article 69. Allocations of allotments for budgets of the local self-governing bodies and changes in the organizational classification.
634834.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ამ კოდექსის 67–ე და 68–ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ წლიურ დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის გზით.
1. Transfers of the funds from one office to payment to other offices of payments, except for the allotments used in accordance with Articles 67 and 68 of the present Code, are possible only via making changes to the adopted annual state budget.
634835.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ის ფარგლებში, გარდა ამ კოდექსის 67–ე და 68–ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებისა.
2. Allocation of the funds between the offices of payments and the articles and codes of the budgetary classification may be implemented within the limit of 5% of the expenditures approved by the annual budget for the office of payment except for the allotments allocated in accordance with Articles 67 and 68 of the present Code.
634836.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
3. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (ორგანიზაციული კოდის დამატება, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, პროექტის ან ღონისძიების დასახელების შეცვლა) ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში.
3. On the basis of the relevant legislative act and the proposal of the office of payment, the executive entity of the local self-government body is authorized to introduce changes to the organizational classification (inclusion of an addition organizational code, change of the name of the budgetary organization, program, project or an event).
634837.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში (მათ შორის, ორგანიზაციული კოდის დამატება).
4. The executive entity of the local self-government body is authorized, on the basis of the relevant legislative act, with the purpose of inclusion of the funds allocated from the expenditures of common state importance envisaged by the state budget of Georgia, to introduce changes in the revenues and expenditures approved by the budget (including additions to the organizational classification).
634838.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ეს ცვლილებები ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს წარმომადგენლობით ორგანოს.
These changes shall, within the period of one month, but no later than the end of the budget year, be presented to the representative body.
634839.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
5. ამ კოდექსის 67–ე და 68–ე მუხლების საფუძველზე გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე–2, მე–3 და მე–4 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (ქ. თბილისისათვის – ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად).
5. Amendment of the annual budget with the allotments allocated on the basis of Articles 67 and 68 of the present Code and the changes envisaged by paragraphs 2, 3 and 4 of the present Article, shall be implemented in accordance with the rule defined by local self-government entity representative body (for the city of Tbilisi – in accordance with the rule defined by the government of Tbilisi city).
634840.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 70. საგანგებო ბიუჯეტი.
Article 70. Emergency budget.