მოიძებნა 669200 ჩანაწერი
634801.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
3. თუ სესხის მიმღებმა არ უზრუნველყო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, სესხის მიმღები ვალდებულია წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, უკან დააბრუნოს არამიზნობრივად გამოყენებული სესხი (ტრანში) და გადაიხადოს მასზე დარიცხული პროცენტი, ჯარიმა, საურავი, რომლის დარიცხვა გაგრძელდება შესაბამისი ვალდებულებების შესრულებამდე.
3. If the recipient of the credit failed to fulfil the responsibility as envisaged in para 2 of the present Article, the recipient of the credit shall return non-purposefully used credit (transfer) within 30 days after receiving a written warning and repay the interests accrued, fine, and duties, which shall be continued until the corresponding responsibility is fully fulfilled.
634802.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 63. სესხის მიმღების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებები და პირობები.
Article 63. Failure to fulfil the responsibilities on the part of the credit recipient; means and terms for coverage of overdue credit debt.
634803.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების წარმოშობისთანავე სესხის გამცემს უფლება აქვს სესხის მიმღების მიმართ გამოიყენოს სესხის ხელშეკრულებით, ამ კოდექსითა ან/და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
1. Immediately from the moment when the overdue credit debt is generated, the creditor shall have the right to apply to the credit recipient the authorities conferred to him under the credit agreement, the present Code or/and the Georgian Legislation in order to ensure the coverage of overdue credit debt.
634804.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, სესხის მიმღების მიმართ იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.
2. Following measures may be used as means to ensure the coverage of overdue credit debt: means of fulfilment of the request, additional means of fulfilment of the request, forced execution of the terms imposed on the recipient of the credit in accordance with the Law of Georgia “On Execution of Decisions” and/or other measures as envisaged by the legislation of Georgia.
634805.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად სესხის გამცემი, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების წარმოშობიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, ვალდებულია წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
3. For the purpose of covering overdue credit debt, the creditor must, within one month from the moment when overdue credit debt is generated, apply in writing to the Ministry of Finance of Georgia.
634806.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
სესხის გამცემის წერილობითი შეტყობინება უნდა ეფუძნებოდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების არსებობას, უნდა განსაზღვრავდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების ოდენობას, წარმოშობის საფუძვლებს და შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას.
The written notification from the creditor must be based on the existence of the overdue credit debt, must specify the amount of overdue credit debt, the causes of its generation and must be duly substantiated.
634807.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების საფუძველია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა სესხის გამცემის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
4. The application of the means of coverage of overdue credit debt is based on the individual administrative-legislative act of the Minister of Finance of Georgia, which is issued pursuant to the written notification from the creditor, in compliance with the requirements of the General Administrative Code of Georgia, on the basis of formal administrative proceedings.
634808.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
5. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სესხის გამცემის წერილობითი შეტყობინების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი განიხილავს და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების ან არ გამოყენების შესახებ.
5. No later than six months from the date of the registration at the Ministry of Finance of Georgia of the written notification from the creditor concerning the application of means of covering overdue credit debt, the Minister of Finance of Georgia shall review and, basing on state interests, take decision on the issue of the application or non-application of the means of covering overdue credit debt.
634809.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
სახელმწიფო ინტერესებად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, საწარმოებზე (რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე იურიდიულ/ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები.
The credits granted to legal entities of public law, enterprises (with over 50% of their shares and other equities being owned by the state or an authority of local self-government) and credits granted to the legal/natural persons participating in state programs shall be regarded to constitute state interest.
634810.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ამ ვადის გასვლის შემდეგ სესხის გამცემის თხოვნა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ, ითვლება დაუკმაყოფილებლად.
After the expiry of the said period, the request of the creditor in respect to the application of the means of covering overdue credit debt shall be considered to be unsatisfied.
634811.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6. Pursuant to the individual administrative-legislative act issued by the Minister of Finance of Georgia, there shall be drafted an act of execution, which shall be enforced in the prescribed manner established by the Law of Georgia “On Execution of Decisions”.
634812.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
7. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. The individual administrative-legislative act of the Minister of Finance of Georgia concerning the application of means of covering overdue credit debt may be appealed against in the court in the prescribed manner established by the legislation of Georgia.
634813.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
აქტის გასაჩივრება არ გამოიწვევს მისი აღსრულების, ასევე აღსრულების პროცესში განხორციელებულ ქმედებათა შეჩერებას.
The appeal lodged against the act shall not entail the suspension of its enforcement or the suspension of the acts carried out in process of the enforcement.
634814.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 64. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრი.
Article 64. Registry of the credits given from the state budget.
634815.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების შესახებ მონაცემები აისახება რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სესხის გამცემი და რეესტრში ასახულ ინფორმაციას კვარტალში ერთხელ წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
1. The data on the credits given from the state budget are included in the registry, which is maintained by the creditor, which shall provide the information included in the registry to the Ministry of Finance of Georgia one in a month.
634816.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების შესახებ რეესტრის წარმოების წესსა და რეესტრის ფორმას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. The rule for producing the registry of the credits given from the state budget and the form of the registry are approved by the Minister of Finance of Georgia.
634817.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
Budgets of the local self-government units.
634818.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ზოგადი ნორმები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის.
General norms for the budgets of the local self-government units.
634819.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 65. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა.
Article 65. Independence of the budgets of the local self-government units.
634820.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. ყველა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი.
1. All local self-government bodies have their own independent budgets.