მოიძებნა 669200 ჩანაწერი
635021.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
5. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული ინფორმაცია, გარდა „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარმოდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი წლებისათვის.
5. The information contained in para 3 of the present Article, except for sub-paras “f” and “g”, shall be provided for the previous, current and planned years.
635022.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
6. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს დასაგეგმი და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის.
6. The information contained in para 3 “f” and “g” of the present Article shall be provided for the planned and post-planned three years.
635023.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
7. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით და პრიორიტეტების დოკუმენტი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენისთანავე.
7. The draft republican budget of the Autonomous Republic with its annexes and the document of priorities shall be made available to the public upon its submission to the representative body.
635024.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 101. ფინანსური დახმარების გათვალისწინება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
Article 101. Inclusion of the financial assistance in the budgets of local self-government bodies.
635025.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ორგანოებს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა აცნობებს ფინანსური დახმარების საპროგნოზო ოდენობებს.
Executive body of the Autonomous Republic shall inform the relevant body of the local self-government units of the Autonomous Republic about the forecast amounts of financial assistance no later than November 5.
635026.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 102. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება.
Article 102. Review and adoption of the draft republican budget of the Autonomous Republic.
635027.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტსა და მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან მთავრობის რომელიმე წევრი შესაბამისი სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით.
1. The draft law on republican budget of the Autonomous Republic and report of the Government on execution of the current republican budget of the Autonomous Republic at the meeting of the Supreme Council of the Autonomous Republic are presented by the Chairman of the Government or any other member of the Government of the Autonomous Republic according to the order given by the relevant legislative act.
635028.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ასევე ისმენს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის და საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენებებს.
Supreme Council of the Autonomous Republic shall also hear the reports of the Commission on financial-budgetary and economic issued and the Chamber of Control of Georgia.
635029.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ახალი საბიუჯეტო წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს.
2. The Supreme Council of the Autonomous Republic shall approve the new annual republican budget before the beginning of a new budgetary year.
635030.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
3. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონი ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.
3. The law on the republican budget of the Autonomous Republic is published within the rule defined by the legislation and shall be made available to the public.
635031.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
4. ბიუჯეტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 20 დღისა ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შესაბამისობაში მყოფ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს.
4. No later than in 20 days upon approval of the budget the executive body of the Autonomous Republic shall submit to the Ministry of Finance of Georgia the document of priorities the Autonomous Republic brought in compliance with the approved budget.
635032.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 103. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანა.
Article 103. Changes to the budget law of the Autonomous Republic.
635033.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. წლიურ ბიუჯეტში გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა გარდა ამ კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესისა საჭიროებს წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას.
1. Making changes to the allotments envisaged by the annual budget, except for the rule established by Article 92 of the present Code, requires also relevant changes/amendments to the annual budget law.
635034.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვისა და მიღების წესი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად.
2. The rule for preparation, submission, review and adoption of the draft law on making changes to the law on annual republican budget of the Autonomous Republic is defined in accordance with the regulations of the Supreme Council.
635035.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება.
Execution of republican budget of the Autonomous Republic.
635036.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 104. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ზოგადი დებულებები.
Article 104. General provisions of execution of the republican budget of the Autonomous Republic.
635037.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ორგანოები.
Within the scope its competencies, the executive body of the Autonomous Republic is responsible for execution of the republican budget of the Autonomous Republic.
635038.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 105. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის განწერა.
Article 105. Breakdown of the republican budget of the Autonomous Republic.
635039.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო ორგანოს წარუდგენენ ინფორმაციას მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების კვარტალურ ან/და ყოველთვიურ საორიენტაციო განწერის შესახებ.
1. Within 5 working days after publishing of the republican budget of the Autonomous Republic, the offices of payment shall submit to the financial agency the information on approximate quarterly and/or monthly breakdown of the allotments assigned to them by the budget.
635040.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. საფინანსო ორგანო მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად იხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას და არსებული რესურსების გათვალისწინებით ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის შესახებ.
2. The financial agency, together with the offices of payment, shall review the submitted information and, taking into account existing resources, no later than in 15 days after publishing of the budget make a decision about quarterly and/or monthly breakdown of the budget.