მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636501.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ფინური ელექტროპროდუქციის მწარმოებელ კომპანიას აშშ-ის მობილური ტელეფონების ბაზრის მხოლოდ ერთციფრიანი მაჩვენებელი უკავია, მაგრამ იგი მობილური ტელეფონების გლობალურ ბაზარზე 40%-მდე წილით დომინირებს.
The Finnish electronics company grabs only a single-digit slice of the U.S. cell phone pie, but it dominates the global cell phone market with close to a 40 percent share.
636502.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
თითზე ჩამოსათვლელია ისეთი კომპანიები, რომლებიც ისე მართავენ თავიანთ წარმოებას, როგორც ნოკია.
Few companies lead their industries the way that Nokia does.
636503.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
მსოფლიოში მოსახლეობის ნახევარს აქვს მობილური ტელეფონი, მათგან ყოველი მესამე ნოკიაა.
Half of the world’s population holds an active cell phone, and more than one in three of those phones is a Nokia.
636504.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ალბათ კიდევ უფრო გასაოცარი ის არის, რომ კომპანია წელიწადში ამაზე ნახევარჯერ მეტს – დაახლოებით ნახევარ მილიარდ ტელეფონს ყიდის.
Perhaps even more amazing, the company sells half-again that many—about half a billion—phones every year.
636505.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
რეალურად, ნოკია ყიდის უფრო მეტ მობილურ ტელეფონს ყოველწლიურად, ვიდრე მისი სამი მეტოქე – სამსუნგი, მოტოროლა და სონი-ერიქსონი ერთად!
In fact, Nokia sells more cell phones each year than its three closest rivals—Samsung, Motorola, and Sony-Ericsson—combined!
636506.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ნოკიამ ამ ყველაფერს პროდუქტის ლიდერობით მიაღწია, რადგან მომხმარებელს ბოლო მოდის ელექტრონულ მოწყობილობას სთავაზობდა.
You might think that Nokia has accomplished this feat by being the product leader, always introducing the latest cutting-edge gadget.
636507.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
მაგრამ რეალურად, ნოკია საკმაოდ ნელა ახდენდა დიზაინის ტენდენციების ათვისებას, როგორიცაა მაგალითად, ნიჟარის ტიპის ტელეფონი, კანფეტის ფორმის ტელეფონი, რომლებიც იხსნება და იკეტება და თხელი, წკაპუნა, მრავალფუნქციური ტელეფონი.
But Nokia has actually been slow to take advantage of design trends, such as clamshell phones, "candy-bar” phones that slide open and closed, and ultrathin, blingy, multifunction phones.
636508.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
კომპანიამ გლობალურ დომინირებას მარტივი საუკუნოვანი სტრატეგიით მიაღწია: ძირითადი პროდუქციის გაყიდვა დაბალ ფასად.
Rather, Nokia has risen to global dominance based on a simple, age-old strategy: sell basic products at low prices.
636509.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
მიუხედავად იმისა, რომ იგი მობილური ტელეფონების მრავალ სხვადასხვა მოდელს აწარმოებს, მაინც უფრო მეტად მარტივი გამოყენების აპარატებითაა განთქმული.
Although Nokia markets a huge variety of cell phone models, it is best known for its trademarked easy-to-use block handset.
636510.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ნოკია აწარმოებს ამ საიმედო მოწყობილობას იაფად, დიდი რაოდენობით და აგზავნის მას მთელ მსოფლიოში.
Nokia produces this basic reliable hardware cheaply and ships it in huge volumes to all parts of the world.
636511.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
მაგრამ კომპანიის გლობალური სტრატეგია უკავშირდება ჰონდას მიერ წლების წინათ აპრობირებულ მიდგომას.
But the company’s global strategy has been likened to that of Honda decades ago.
636512.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ჰონდამ პატარა მოტოციკლეტებით დაიწყო განვითარებად ქვეყნებში.
Honda started by focusing on developing markets with small motorbikes.
636513.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ეკონომიკის ზრდასთან ერთად ასეთ ქვეყნებში უფრო მეტმა ადამიანმა შეძლო, შეეძინა ავტომობილი და ისინი უკვე ჰონდას მიმართ ლოიალურები გახდნენ.
As the economies of such countries emerged and people could afford cars, they were already loyal to Honda.
636514.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ნოკიამაც იმავე მოდელს მისდია.
Nokia has followed that same model.
636515.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
იგი მობილურებს 150-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის და უმეტესობაში ბაზრის ლიდერის პოზიციაზეა.
It sells phones in more than 150 countries, and in most of those countries, it is the market leader.
636516.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ნოკიას გააჩნია არაჩვეულებრივი უნარი, რეგიონული სტრატეგიები მოარგოს მომხმარებლების საერთო საჭიროებებს.
Nokia has a real knack for forging regional strategies based on the overall needs of its consumers.
636517.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
მაგრამ ნოკიამ ასევე გაიაზრა კონკრეტული მზარდი ბაზრების დინამიკაც.
But Nokia has understood the growth dynamics of specific emerging markets.
636518.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
სორენ პეტერსენს, ნოკიას მობილური ტელეფონების განყოფილების უფროს ვიცე-პრეზიდენტს ეს ცნება ყველაზე კარგად ესმის.
Soren Peterson, Nokia’s senior vice president of mobile phones, understands that concept more than anyone.
636519.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
იგი დროის უმეტეს ნაწილს მზარდ ბაზრებზე მომხმარებელთა საჭიროებების შესწავლაზე ხარჯავს.
He spends a great deal of his time studying the needs of consumers in emerging markets.
636520.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
და, როგორც აღმოჩნდა, მართლაც ამ ბაზრებზე მომხმარებელთა უმეტეს ნაწილს სჭირდება იაფი ტელეფონები.
And for the most part, these consumers need cheap phones.