მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636621.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ის უნდა იყიდებოდეს იმ მაღაზიაში, სადაც მე დავდივარ, და იმ ფასად, რომლის გადასახდელადაც მზადა ვარ“.
And it has to be available where I shop at a price I’m willing to pay”.
636622.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სირთულეების მიუხედავად, შვარცი მაინც რჩება ტიმბერლენდის მისიის ერთგული, რომლის მიზანი სამყაროს შეცვლაა.
Despite the challenging times, Swartz remains firmly committed to Timberland’s mission of making a difference.
636623.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
შვარცი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ძალიან მალე მომხმარებლები უარს იტყვიან იმ კომპანიების მხარდაჭერაზე, რომლებიც საზოგადოებაზე არ ზრუნავენ.
Looking beyond the world’s current economic difficulties, Swartz insists that it is only a matter of time before consumers refuse to patronize companies that do not serve their communities.
636624.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
„მჯერა, რომ მალე დიდი ქარიშხალი ამოვარდება მათ წინააღმდეგ, ვინც ამბობს, რომ მთავარი მარტო პროდუქციის ხარისხია“, ამბობს ის.
“I believe that there’s a storm coming against the complacent who say good enough is good enough,” he says.
636625.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მომხმარებლებს ეკოლოგიურად უფრო სასარგებლო გადაწყვეტილებებისკენ რომ უბიძგოს, ტიმბერლენდი თავის პროდუქციაზე ე.წ. მწვანე ინდექსის აღმნიშვნელ ეტიკეტებს აკრავს.
To inspire consumers to make more sustainable decisions, Timberland puts Green Index tags on its products.
636626.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამ ინდექსით, რომელიც კვების პროდუქტებში ნიტრატების შემცველობის ინდექსების მსგავსია, პროდუქტის ეკოლოგიური ღირებულება 0-დან 10-მდე ფასდება, იმის მიხედვით, როგორ მოქმედებს ის კლიმატზე, რა ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს და რა რესურსებს იყენებს.
Modeled after the nutritional labels found on food products, the index provides a 0-to-10 rating of each product’s ecological footprint in terms of climate impact, chemicals used, and resources consumed.
636627.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ტიმბერლენდი ძალისხმევას არ იშურებს, რათა შეამციროს თავისი პროდუქციის ზემოქმედება გარემოზე.
Timberland is doing everything it can to reduce the footprint of its products.
636628.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თუმცა კომპანიის ზრუნვა ეკოლოგიაზე მარტო გარემოსადმი პასუხისმგებლობით როდი შემოიფარგლება.
However, the company’s sustainability efforts go far beyond environmental responsibility.
636629.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ცოტა ხნის წინ შვარცმა წარმოადგინა ახალი გრძელვადიანი სტრატეგია კორპორაციის როგორც გარემოსდაცვით, ისე სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.
Swartz recently commissioned a new long-term strategy for both environmental and social corporate responsibility.
636630.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამ სტრატეგიაში დასახელებულია მოკლე და გრძელვადიანი მიზნები, რომლებიც ოთხ მთავარ სტრატეგიულ პრინციპს უკავშირდება.
The plan lays out short and long-term goals supported by key initiatives in line with four strategic pillars.
636631.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ეს არის: ენერგია (სათბურის ეფექტის გამომწვევი ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების შემცირება), პროდუქცია (გარემოსათვის უსაფრთხო, ხელმეორედ გადამუშავებადი პროდუქციის შექმნა), სამუშაო პირობები (შრომის სამართლიანი, უსაფრთხო და არადისკრიმინაციული პირობების შექმნა) და მომსახურება (კომპანიის თანამშრომლების სტიმულირება და მოტივირება).
These are energy (reduce greenhouse emissions), products (design environmentally responsible, recyclable products), workplaces (establish fair, safe, and nondiscriminatory workplaces), and service (energize and engage Timberland’s employees in service).
636632.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამ პრინციპების დაცვით ტიმბერლენდი სწრაფად მიიწევს წინ.
Timberland is moving along on these initiatives at a rapid pace.
636633.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მის განკარგულებაშია მზის ენერგიაზე მომუშავე სადისტრიბუციო ცენტრი კალიფორნიაში და ქარის ენერგიაზე მომუშავე ქარხანა დომინიკელთა რესპუბლიკაში.
It has a solar-powered distribution center in California and a wind-powered factory in the Dominican Republic.
636634.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამჟამად მიმდინარეობს ეკონომიური განათების დაყენება და მომსახურე პერსონალის ინსტრუქტაჟი წარმოების ეფექტიანობასთან დაკავშირებით.
It’s currently installing energy-efficient lighting and equipment retrofits in its facilities and educating workers about production efficiency.
636635.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამას გარდა, ტიმბერლენდმა დაიწყო ავტომობილის გადამუშავებული საბურავებისგან დამზადებული ფეხსაცმლის ორი ახალი კოლექციის წარმოება.
And it has launched two new footwear collections featuring outsoles made from recycled car tires.
636636.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ტიმბერლენდის ახალმა ფეხსაცმელმა – ერსქიფერმა (დედამიწის დამცველი), რომელიც გადამუშავებული ორგანული მასალისგან მზადდება, სათავე დაუდო ახალ კამპანიას — დაიცავი დედამიწა, რომელიც სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს და მილიონობით ადამიანს გარემოზე ზემოქმედების შემცირებისკენ უბიძგებს.
Timberland’s new Earthkeeper line of boots, made from recycled and organic materials, has given rise to its Earthkeeper’s campaign, an online social-networking effort that seeks to inspire one million people to take actions to lighten their environmental footprints.
636637.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამგვარად, უკანასკნელი პერიოდის ჩავარდნების მიუხედავად, შვარცი და ტიმბერლენდი განაგრძობენ „მზრუნველი კაპიტალიზმის“ პოლიტიკას – მოიქეცი სწორად და მიაღწიე წარმატებას.
Thus, despite recent setbacks, Swartz and Timberland continue in their quest of “caring capitalism,” doing well by doing good.
636638.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
შვარცს ერთი უპირატესობა აქვს სხვა კომერციული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შედარებით.
Swartz has an advantage not held by many for-profit chief executives.
636639.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
იმის მიუხედავად, რომ ტიმბერლენდი სააქციო საზოგადოებაა, შვარცების ოჯახი აქციების 69%-ს ფლობს.
Although Timberland is a public company, the Swartz family controls 69 percent of shareholder voting rights.
636640.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამის გამო შვარცს შეუძლია დაიცვას თავისი კორპორაციის ინტერესები ისე, რომ ნაკლებად ანგარიშვალდებული იყოს უოლ-სტრიტის წინაშე.
Therefore, Swartz can pursue his own corporate values while being less accountable to Wall Street.