მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636941.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ინფორმაციის მიღების უფლება მოიცავს იმის ცოდნის უფლებას: როგორია სესხის ნამდვილი პროცენტი (სიმართლე სესხების შესახებ), როგორია საქონლის ერთეულის წარმოების ზუსტი დანახარჯები (ფასწარმოება), რა ინგრედიენტებისგან შედგება პროდუქტი (ინგრედიენტების ჩამონათვალი შეფუთვაზე), რა კვებითი ფასეულობა აქვს სურსათს (ინფორმაცია კვებითი ფასეულების შესახებ შეფუთვაზე), რამდენად ახალია პროდუქტი (წარმოების თარიღი) და როგორია პროდუქტის ზუსტი სარგებლიანობა (სიმართლე რეკლამაში).
The right to be informed includes the right to know the true interest on a loan (truth in lending), the true cost per unit of a brand (unit pricing), the ingredients in a product (ingredient labeling), the nutritional value of foods (nutritional labeling), product freshness (open dating), and the true benefits of a product (truth in advertising).
636942.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მომხმარებლის დაცვასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებს შორისაა: მომხმარებლის უფლებების გაძლიერება ბიზნესმაქინაციების დროს, პროდუქტის უსაფრთხოების გაზრდის მოთხოვნა, პირადი ინფორმაციის დაცვის მოთხოვნა და სამთავრობო სააგენტოებისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭება.
Proposals related to consumer protection include strengthening consumer rights in cases of business fraud, requiring greater product safety, ensuring information privacy, and giving more power to government agencies.
636943.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ცხოვრების ხარისხთან დაკავშირებულ შეთავაზებაში შედის კონკრეტული პროდუქტების ინგრედიენტების კონტროლი და სარეკლამო „ხმაურის“ შემცირება.
Proposals relating to the quality of life include controlling the ingredients that go into certain products and packaging and reducing the level of advertising “noise”.
636944.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მომავალი თაობებისთვის მსოფლიოს შენარჩუნების მოთხოვნას მოჰყვება მდგრადი ინგრედიენტების გამოყენების, მყარი ნარჩენების შემცირებისა და ხელახალი გადამუშავების, ენერგიის მოხმარების მართვის მოთხოვნებიც.
Proposals for preserving the world for future consumption include promoting the use of sustainable ingredients, recycling and reducing solid wastes, and managing energy consumption.
636945.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მდგრადი მარკეტინგი ეხება არა მხოლოდ მომხმარებელს, არამედ ბიზნესებსა და მთავრობებსაც.
Sustainable marketing applies not only to consumers but also to businesses and governments.
636946.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მომხმარებლებს უფლებებთან ერთად, ვალდებულებაც აქვთ, რომ საკუთარი თავი დაიცვან და ეს ფუნქცია მთლიანად მთავრობას ან ვინმე სხვას არ დაუთმონ.
Consumers have not only the right but also the responsibility to protect themselves instead of leaving this function to the government or someone else.
636947.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
როცა მომხმარებელი ფიქრობს, რომ ცუდად მოექცნენ, მას რამდენიმე ალტერნატივა აქვს – მიმართოს კომპანიას ან მასმედიას, დაუკავშირდეს ქვეყნის, რეგიონულ ან ადგილობრივ მთავრობას, შეიტანოს საჩივარი სასამართლოში.
Consumers who believe they got a bad deal have several remedies available, including contacting the company or the media, contacting federal, state, or local agencies; and going to small-claims courts.
636948.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამას გარდა, მომხმარებელმა სწორი სამომხმარებლო არჩევანიც უნდა გააკეთოს, რითაც წააქეზებს იმ კომპანიებს, რომლებიც თავიანთ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდებიან, და დასჯის სხვა კომპანიებს.
Consumers should also make good consumption choices, rewarding companies that act responsibly while punishing those that don’t.
636949.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
უპასუხისმგებლო მოხმარებიდან მდგრად მოხმარებაზე გადასვლა საბოლოოდ ისევ მომხმარებლის ხელშია.
Ultimately, the move from irresponsible consumption to sustainable consumption is in the hands of consumers.
636950.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაშინ, როცა კონსუმერისტები იმაზე მსჯელობენ, ემსახურება თუ არა ეფექტიანად მარკეტინგის სისტემა მომხმარებლის მოთხოვნებსა და სურვილებს, ენვაირონმენტალისტების მთავარი საზრუნავი ისაა, როგორ მოქმედებს მარკეტინგი გარემოზე და რა საზღაურს იხდის გარემო მომხმარებლის მოთხოვნებისა და სურვილების დაკმაყოფილების სანაცვლოდ.
Whereas consumerists consider whether the marketing system is efficiently serving consumer wants, environmentalists are concerned with marketing’s effects on the environment and the environmental costs of serving consumer needs and wants.
636951.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ენვაირონმენტალიზმი არის მოქალაქეების, ბიზნესებისა და სამთავრობო სააგენტოების ორგანიზებული მოძრაობა ხალხის მიმდინარე და სამომავლო საცხოვრებელი გარემოს დაცვისა და გაუმჯობესების მიზნით.
Environmentalism is an organized movement of concerned citizens, businesses, and government agencies to protect and improve people’s current and future living environment.
636952.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ენვაირონმენტალისტები მარკეტინგს არ უპირისპირდებიან.
Environmentalists are not against marketing and consumption.
636953.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ ხალხი და ორგანიზაციები გარემოზე მეტად ზრუნავდნენ.
They simply want people and organizations to operate with more care for the environment.
636954.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
„ხშირად გარემოს ეკონომიკის ერთ პატარა ნაწილად განიხილავენ," – ამბობს ერთი აქტივისტი.
“Too often the environment is seen as one small piece of the economy,” says one activist.
636955.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
"მაგრამ ის არაა ერთი პატარა რამ; გარემო ისაა, რაზეც ყველაფერია დამოკიდებული ჩვენს ცხოვრებაში“.
“But it’s not just one little thing; it’s what every single thing in our life depends upon”.
636956.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მარკეტინგული სისტემის მიზანი, – აცხადებენ ენვაირონმენტალისტები – არა მოხმარების, სამომხმარებლო არჩევანის ან მომხმარებლის კმაყოფილებაა, არამედ ცხოვრების ხარისხის მაქსიმიზაცია.
The marketing system’s goal, - the environmentalists assert, - should not be to maximize consumption, consumer choice, or consumer satisfaction but rather maximize life quality.
636957.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
„ცხოვრების ხარისხი“ ნიშნავს არა მხოლოდ სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ხარისხს, არამედ გარემოს ხარისხსაც.
“Life quality” means not only the quantity and quality of consumer goods and services but also the quality of the environment.
636958.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თანამედროვე ენვაირონმენტალიზმის პირველი ტალღა ამერიკაში გარემოსდაცვითმა ჯგუფებმა და მათმა მხარდამჭერებმა ააგორეს 1960-70-იან წლებში.
The first wave of modern environmentalism in the United States was driven by environmental groups and concerned consumers in the 1960s and 1970s.
636959.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ისინი შეშფოთებულები იყვნენ იმ ზიანით, რომელსაც ეკოსისტემას აყენებდა ღია სამთო საბადოები, ტყის მასობრივი ჩეხა, მჟავური წვიმები, გლობალური დათბობა, ტოქსიკური და მყარი ნარჩენები და საყოფაცხოვრებო ნაგავი.
They were concerned with damage to the ecosystem caused by strip mining, forest depletion, acid rain, global warming, toxic and solid wastes, and litter.
636960.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამას გარდა, მათ აწუხებდათ სარეკრეაციო ადგილების შემცირება და ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთა მიზეზი ჰაერისა და წყლის დაბინძურება, აგრეთვე, საკვები პროდუქტების ქიმიურად დამუშავება იყო.
They were also concerned with the loss of recreational areas and the increase in health problems caused by bad air, polluted water, and chemically treated food.