მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636961.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ენვაირმენტალიზმის მეორე ტალღის „ავტორი“ აშშ-ში ფედერალური მთავრობა იყო, რომელმაც 1970-80-იან წლებში მიიღო კანონები და ნორმები, რომლებიც არეგულირებდა წარმოების ზემოქმედებას გარემოზე.
The second environmentalism wave was driven by the federal government, which passed laws and regulations during the 1970s and 1980s governing industrial practices impacting the environment.
636962.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მეტალურგიულ და ენერგოკომპანიებს მილიარდობით დოლარის ინვესტიციების გაღება მოუხდათ გარემოს დაბინძურების მაკონტროლებელი მოწყობილობების შესაძენად და უფრო მაღალი თვითღირებულების მქონე საწვავის შესაქმნელად.
Steel companies and utilities had to invest billions of dollars in pollution control equipment and costlier fuels.
636963.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
საავტომობილო ინდუსტრია იძულებული გახდა, ავტომობილებში გამონაბოლქვის კონტროლის მოწყობილობები ჩაეყენებინა.
The auto industry had to introduce expensive emission controls in cars.
636964.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
შესაფუთი მასალების ინდუსტრიამ დაიწყო თავისი პროდუქციის ხელახალი გადამუშავებისა და მყარი ნარჩენების შემცირების გზების ძიება.
The packaging industry had to find ways to improve recyclability and reduce solid waste.
636965.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ეს და სხვა დარგები ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ გარემოსდაცვით კანონებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ძალიან სწრაფად მიღებული კანონები მწარმოებლებისგანაც სასწრაფო ზომებს მოითხოვდა.
These industries and others have resisted environmental regulations, especially when they have been imposed too rapidly to allow companies to make proper adjustments.
636966.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კომპანიების დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ ახალი კანონების შემოღების შედეგად მათ მიერ გაღებულმა დიდძალმა ხარჯებმა მათივე კონკურენტუნარიანობა შეამცირა.
Many of these companies claim they have had to absorb large costs that have made them less competitive.
636967.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
დღეს ენვაირონმენტალიზმის პირველი ორი ტალღა ერთმანეთს შეერწყა და გაჩნდა მესამე, უფრო ძლიერი ტალღა, რომელშიც კომპანიები თავიანთ საქმიანობას მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, რათა გარემო არ დააზიანონ.
The first two environmentalism waves have now merged into a third and stronger wave in which companies are accepting more responsibility for doing no harm to the environment.
636968.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სულ უფრო მეტი კომპანია უერთდება გარემოს მდგრადობის პოლიტიკას.
More and more companies are adopting policies of environmental sustainability.
636969.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მარტივად რომ ვთქვათ, გარემოს მდგრადობა გულისხმობს მოგების მიღებას პლანეტის დაცვის პარალელურად.
Simply put, environmental sustainability is about generating profits while helping to save the planet.
636970.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
გარემოს მდგრადობა გადამწყვეტი, მაგრამ ძნელად მისაღწევი საზოგადოებრივი მიზანია.
Environmental sustainability is a crucial but difficult societal goal.
636971.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ზოგმა კომპანიამ მომხმარებელთა შეშფოთებას გარემოს დაცვასთან დაკავშირებით იმ მინიმალური ზომებით უპასუხა, რომლებიც საკმარისი იყო ახალი კანონებისთვის გვერდის ასავლელად ან გარემოს დამცველთა გასაჩუმებლად.
Some companies have responded to consumer environmental concerns by doing only what is required to avert new regulations or keep environmentalists quiet.
636972.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მათგან განსხვავებით, მეტი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები მხოლოდ იმიტომ კი არ იღებენ სათანადო ზომებს, რომ ამას მათ ვინმე აიძულებს ან მოკლევადიანი მოგების მიღება სურთ, არამედ იმიტომ, რომ ეს სწორი საქციელია როგორც კომპანიისთვის, ისე დედამიწის მომავლისთვის.
Enlightened companies, however, are taking action not because someone is forcing them to or to reap short-run profits but because it’s the right thing to do—for both the company and the planet’s environmental future.
636973.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სურათზე 20.2 მოცემულია მოდელი, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ კომპანიებს გარემოსდაცვითი მდგრადობისკენ მიმავალ გზაზე.
Figure 20.2 shows a grid that companies can use to gauge their progress toward environmental sustainability.
636974.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მასში შედის გარე და შიდა, შეიძლება ითქვას, „გამამწვანებელი“ ქმედებები, რომლებიც ფირმასაც და გარემოსაც სარგებელს მოუტანს მოკლევადიან პერიოდში, და „გამწვანების შემდგომი“ ქმედებები, რომლებიც სარგებლობას მოიტანს გრძელვადიან პერიოდში.
It includes both internal and external “greening” activities that will pay off for the firm and environment in the short run and “beyond greening” activities that will pay off in the longer term.
636975.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
პირველ დონეზე, კომპანიას შეუძლია გარემოს დაბინძურების პრევენციაზე იზრუნოს.
At the most basic level, a company can practice pollution prevention.
636976.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ეს არაა მხოლოდ დაბინძურების კონტროლი, ანუ ნარჩენების გაწმენდა მას შემდეგ, რაც ისინი გაჩნდა.
This involves more than pollution control—cleaning up waste after it has been created.
636977.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
დაბინძურების პრევენცია არის ნარჩენების მინიმიზაცია ან მთლად გაქრობა ჯერ კიდევ მათ შექმნამდე.
Pollution prevention means eliminating or minimizing waste before it is created.
636978.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ის კომპანიები, რომლებიც პრევენციას ამჯობინებენ, ხშირად შეიმუშავებენ შიდა „მწვანე მარკეტინგის“ პროგრამებს, რომლებიც გულისხმობს ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის, გადამუშავებადი და ბიოდეგრადირებადი შეფუთვის შექმნას, დაბინძურების კონტროლის გაძლიერებასა და ენერგიის უფრო ეკონომიურად მოხმარებას.
Companies emphasizing prevention have responded with internal “green marketing” programs— designing and developing ecologically safer products, recyclable and biodegradable packaging, better pollution controls, and more energy-efficient operations.
636979.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, სპორტული ფეხსაცმლის კომპანია ნაიკი ფეხსაცმელს „გარემოსთვის უვნებელი მასალისგან“ ამზადებს, ძველ ფეხსაცმელს ხელახლა გადაამუშავებს და ახალგაზრდებს აწვდის ინფორმაციას კონსერვაციის, მასალების ხელახლა გამოყენებისა და ხელახლა გადამუშავების შესახებ.
For example, Nike makes shoes out of “environmentally preferred materials,” recycles old sneakers, and educates young people about conservation, reuse, and recycling.
636980.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ჯენერალ მილსმა 20%-ით შეამცირა მუყაოს რაოდენობა თავისი ჰამბურგერ ჰელპრების შეფუთვაში, რის შედეგადაც მისი პროდუქციის გადამზიდველი სატვირთო მანქანების რაოდენობა ამერიკის გზებზე ყოველწლიურად 500-ით შემცირდა.
General Mills shaved 20 percent off the paperboard packaging for Hamburger Helper, resulting in 500 fewer distribution trucks on the road each year.