მოიძებნა 669201 ჩანაწერი
637861.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ქონექთფოუნის წმინდა შემოსავლის პროგნოზი შემდეგი წლისთვის არის 125 მილიონ აშშ დოლარი.
ConnectPhone’s net sales for 2011 are estimated to be $125 million.
637862.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
გაყიდული საქონლის ღირებულება — (ზოგჯერ მას უწოდებენ გაყიდვების ხარჯს) — მწარმოებლის ან გადამყიდველის მიერ გაყიდული საქონლის რეალური ღირებულება.
Cost of goods sold—(sometimes called cost of sales)—the actual cost of the merchandise sold by a manufacturer or reseller.
637863.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
იგი მოიცავს მარაგების, შესყიდვებისა და პროდუქციის წარმოებასთან პირდაპირ დაკავშირებულ ხარჯებს.
It includes the cost of inventory, purchases, and other costs associated with making the goods.
637864.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ნავარაუდევია, რომ ქონექთფოუნის გაყიდული საქონლის ღირებულება წმინდა შემოსავლის 50% იქნება, რაც 62.5 მილიონ დოლარს უდრის.
ConnectPhone’s cost of goods sold is estimated to be 50 percent of net sales, or $62.5 million.
637865.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
მთლიანი მარჟა (მთლიანი მოგება) — წარმოადგენს მთლიან შემოსავალსა და გაყიდული საქონლის ღირებულებას შორის სხვაობის შედეგს.
Gross margin (or gross profit)—the difference between net sales and cost of goods sold.
637866.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ქონექთფოუნის პროგნოზირებადი მთლიანი მარჟა არის 62,5 მილიონი აშშ დოლარი.
ConnectPhone’s gross margin is estimated to be $62.5 million.
637867.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
საოპერაციო ხარჯები — ის ხარჯები, რომლებსაც კომპანია გაიღებს საქმიანობის წარმოებისას.
Operating expenses—the expenses incurred while doing business.
637868.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ეს ნაწილი მოიცავს საქმიანობის წარმოებისათვის საჭირო ყველა ხარჯს გაყიდული საქონლის ღირებულების გარდა.
These include all other expenses beyond the cost of goods sold that are necessary to conduct business.
637869.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ქონექთფოუნის სავარაუდო საოპერაციო ხარჯები მოიცავს მარკეტინგულ და ადმინისტრაციულ ხარჯებს.
Here, ConnectPhone’s estimated operating expenses include marketing expenses and general and administrative expenses.
637870.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
მარკეტინგული ხარჯები მოიცავს გაყიდვების, რეკლამისა და დისტრიბუციის ხარჯებს.
Marketing expenses include sales expenses, promotion expenses, and distribution expenses.
637871.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ახალი პროდუქტი გაიყიდება ქონექთფოუნის გაყიდვების პერსონალის მიერ, რომელთა საერთო ხელფასი, ბიუჯეტის მიხედვით, იქნება 5 მილიონ აშშ დოლარი.
The new product will be sold through ConnectPhone’s sales force, so the company budgets $5 million for sales salaries.
637872.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ამის გარდა, გაყიდვების პერსონალი მიიღებს 10%-იან საკომისიოს გაყიდვებიდან, შესაბამისად, ქონექთფოუნმა ეს ხარჯი - 12.5 მილიონი აშშ დოლარი (125 მილიონი აშშ დოლარის მთიანი შემოსავლის 10%) უნდა დაამატოს გაყიდვების ხარჯს, რაც ჯამში 17.5 მილიონ აშშ დოლარს უდრის.
However, because sales representatives earn a 10 percent commission on sales, ConnectPhone must also add a variable component to sales expenses of $12.5 million (10 percent of $125 million net sales), for a total budgeted sales expense of $17.5 million.
637873.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ქონექთფოუნი სარეკლამო კამპანიას ისეთნაირად აწყობს, რომ თავდაპირველად ამ პროდუქტის გამოშვება 10 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდეს.
ConnectPhone sets its advertising and promotion to launch this product at $10 million.
637874.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
თუმცა, კომპანია ბიუჯეტში ასევე ითვალისწინებს გაყიდვების 4%, ან 5 მილიონ აშშ დოლარს, თანამშრომლობითი სარეკლამო ხარჯებისათვის (დახმარებისათვის) იმ ცალობით მოვაჭრეთათვის, რომლებიც საკუთარ რეკლამაში ქონექთფოუნის ახალი პროდუქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.
However, the company also budgets 4 percent of sales, or $5 million, for cooperative advertising allowances to retailers who promote ConnectPhone’s new product in their advertising.
637875.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ამდენად, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები სარეკლამო მომსახურებაზე 15 მილიონი აშშ დოლარია.
Thus, the total budgeted advertising and promotion expenses are $15 million.
637876.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
დაბოლოს, ქონექთფოუნს გათვალისწინებული აქვს წმინდა შემოსავლის 10% (12.5 მილიონ აშშ დოლარი) ტრანსპორტირების ხარჯებისათვის.
Finally, ConnectPhone budgets 10 percent of net sales, or $12.5 million, for freight and delivery charges.
637877.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
მთლიანად, მარკეტინგული დანახარჯების სავარაუდო რაოდენობაა 17.5 მილიონ აშშ დოლარს + 15 მილიონი აშშ დოლარი + 12.5 მილიონი = $45 მილიონი.
In all, total marketing expenses are estimated to be $17.5 million + $15 million + $12.5 million = $45 million.
637878.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ზოგად და ადმინისტრაციულ ხარჯებზე გათვალისწინებულია 5 მილიონი აშშ დოლარი, რაც იყოფა შემდეგნაირად: 2 მილიონი აშშ დოლარი გამოყოფილია მენეჯმენტის ხელფასებზე, ხოლო 3 მილიონ დოლარს შეადგენს არაპირდაპირი ზედნადები ხარჯები (მაგალითად: ცვეთა, ბანკის სესხის პროცენტი, ტექნიკური მომსახურება და დაზღვევა).
General and administrative expenses are estimated at $5 million, broken down into $2 million for managerial salaries and expenses for the marketing function and $3 million of indirect overhead allocated to this product by the corporate accountants (such as depreciation, interest, maintenance, and insurance).
637879.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
შესაბამისად, წლის საერთო ხარჯები დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარია ($45 მილიონი მარკეტინგული ხარჯები + $ 5 მილიონი ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები).
Total expenses for the year, then, are estimated to be $50 million ($45 million marketing expenses + $5 million in general and administrative expenses).
637880.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
წმინდა მოგება გადასახადების გადახდამდე — მოგება, რომელიც გამომუშავებულია მას შემდეგ რაც მოხდება ყველანაირი ხარჯების გამოკლება წმინდა შემოსავლიდან.
Net profit before taxes—profit earned after all costs are deducted.