მოიძებნა 669201 ჩანაწერი
637881.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ქონექთფოუნის სავარაუდო წმინდა მოგება გადასახადების გადახდამდე არის 12.5 მილიონი აშშ დოლარი.
ConnectPhone’s estimated net profit before taxes is $12.5 million.
637882.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
საერთო ჯამში, როგორც ეს ცხრილში A2.1-ია ნაჩვენები, ქონექთფოუნი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ახალი პროდუქტის გაყიდვებიდან დარჩება მოგება 12.5 მილიონი აშშ დოლარი.
In all, as Table A2.1 shows, ConnectPhone expects to earn a profit on its new product of $12.5 million in 2011.
637883.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ეს პროცენტული მაჩვენებლები მიიღება შესაბამისი ხარჯის რაოდენობის გაყოფით წმინდა შემოსავალზე (რაც იმას ნიშნავს, რომ მარკეტინგის ხარჯი წმინდა შემოსავლის 36%-ს წარმოადგენს, რაც მიიღება 45 მილიონის 125 მილიონზე გაყოფით).
These percentages are determined by dividing the cost figure by net sales (that is, marketing expenses represent 36 percent of net sales determined by $45 million ÷ $125 million).
637884.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
როგორც ჩანს, ქონექთფოუნი ვარაუდობს, რომ ამ პროდუქტის მოხმარებაში გაშვებიდან პირველ წელს მოგება გადასახადების გადახდამდე იქნება წმინდა შემოსავლის 10%.
As can be seen, ConnectPhone projects a net profit return on sales of 10 percent in the first year after launching this product.
637885.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
მარკეტინგული საქმიანობის შემფასებელი საზომები.
Marketing Performance Measures.
637886.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
მოდით, ერთი წლით წინ გადავინაცვლოთ.
Now let’s fast-forward a year.
637887.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ქონექთფოუნის პროდუქცია ბაზარზე უკვე ერთი წელია არსებობს და ხელმძღვანელობას სურს შეაფასოს მისი გაყიდვები და მოგება.
ConnectPhone’s product has been on the market for one year and management wants to assess its sales and profit performance.
637888.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ამის ერთ-ერთი გზაა საქმიანობის შესრულების პროპორციების გამოთვლა ქონექთფოუნის მოგება-ზარალის უწყისიდან.
One way to assess this performance is to compute performance ratios derived from ConnectPhone’s profit-and-loss statement.
637889.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
თუ წინასწარ მოგება-ზარალის უწყისში მოცემულია პროგნოზი, # ცხრილში A2.2-ში მოცემულია ქონექთფოუნის ფაქტობრივი ფინანსური მაჩვენებლები, რომელიც ემყარება რეალურ გაყიდვებს, გაყიდული საქონლის ღირებულებას და გასული წლის ხარჯებს.
Whereas the pro forma profit-and-loss statement shows projected financial performance, the statement given in Table A2.2 shows ConnectPhone’s actual financial performance based on actual sales, cost of goods sold, and expenses during the past year.
637890.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ერთი პერიოდის მოგება-ზარალის უწყისის შედარებით მეორესთან, ქონექთფოუნს შეუძლია განსაზღვროს, თუ როგორ აღწევს დაგეგმილ მიზნებს, დაინახოს პოზიტიური თუ ნეგატიური ტენდენციები და განახორციელოს შესაბამისი გამოსასწორებელი ზომები.
By comparing the profit-and-loss statement from one period to the next, ConnectPhone can gauge performance against goals, spot favorable or unfavorable trends, and take appropriate corrective action.
637891.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
მოგება-ზარალის უწყისი გვიჩვენებს, რომ ქონექთფოუნმა ნახა ერთი მილიონი აშშ დოლარის ზარალი იმის მაგივრად, რომ მიეღო 12.5 მილიონი აშშ დოლარის მოგება, რაც პროგნოზირებული იყო წინასწარ მოგება-ზარალის უწყისში.
The profit-and-loss statement shows that ConnectPhone lost $1 million rather than making the $12.5 million profit projected in the pro forma statement.
637892.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ამის ერთი აშკარა მიზეზია ის, რომ წმინდა შემოსავალი დაეცა 25 მილიონი აშშ დოლარით პროგნოზირებულთან მიმართებაში.
One obvious reason is that net sales fell $25 million short of estimated sales.
637893.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
დაბალი გაყიდვებით განპირობებული იყო გაყიდვების ხარჯის ცვლადი კომპონენტის უფრო დაბალი მაჩვენებელი.
Lower sales translated into lower variable costs associated with marketing the product.
637894.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
თუმცა, როგორც ფიქსირებულმა ხარჯებმა, ისე გაყიდული საქონლის ღირებულებამ გადააჭარბა დაგეგმილს.
However, both fixed costs and the cost of goods sold as a percentage of sales exceeded expectations.
637895.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
შესაბამისად, პროდუქტის კონტრიბუციის მარჟა გამოვიდა 21 პროცენტი, ნაცვლად დაგეგმილი 26 პროცენტისა.
Hence, the product’s contribution margin was 21 percent rather than the estimated 26 percent.
637896.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლადი ხარჯები გაყიდვების 79 % წარმოადგენდა (55 % გაყიდული საქონლის ღირებულება, 10% — გაყიდვების საკომისიო, 10 % ფრახტი და 4 % - დარიცხვები).
That is, variable costs represented 79 percent of sales (55 percent for cost of goods sold, 10 percent for sales commissions, 10 percent for freight, and 4 percent for co-op allowances).
637897.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
გაიხსენეთ, რომ კონტრიბუციის მარჟის გამოანგარიშება შესაძლებელია ამ პროცენტის გამოკლებით ერთიდან (1-0.79-0.21).
Recall that contribution margin can be calculated by subtracting that fraction from one.
637898.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
საერთო ფიქსირებული ხარჯები 22 მილიონ აშშ დოლარს უდრიდა, წინასწარ გათვლილზე 2 მილიონი აშშ დოლარით მეტი.
Total fixed costs were $22 million, $2 million more than estimated.
637899.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
ქონექთფოუნს 5 მილიონი აშშ დოლარით მეტი გაყიდვები ჰქონოდა, მას უკვე მოგება ექნებოდა.
If ConnectPhone had achieved another $5 million in sales, it would have earned a profit.
637900.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 2. მარკეტინგი ციფრებით
მიუხედავად იმისა, რომ ქონექთფოუნის გაყიდვები პროგნოზირებულ მაჩვენებელზე დაბალი იყო, ასეთი ტენდენცია შეინიშნებოდა ზოგადად ამ ინდუსტრიაში.
Although ConnectPhone’s sales fell short of the forecasted sales, so did overall indus- try sales for this product.